

ჩემი მიაზიანია დღს წიგნის სახით გაგაცნოთ მხედველობის ორგანოსთან დაკავშირებული ყველა საკითხი


პირველ რიგში გეტყვით რომ თავლი არის დამიანის და ცხოველების მხედველობის ორგანო. თვალი სისტემის პერიფერიული ორგანოა და მოთავსებულია თვალბუდეში.
მხედველობის სისტემა, ანატომიურად და ფუნქციონალურად სამი ნაწილისგან შედგება: 1 პერიფერიული ორგანოები
2 გამტარი გზები
3 მხედველობის ცენტრები
თავის მხრივ მხედველობის სისტემის პერიფერიული ნაწილი შედგება:
1 თვალის კაკალი
2 თავლის მამოძრავებელი აპარატი ( 6 კუნთი )
3 თვალის კაკლის დამცავი ორგანოები: წარბები, ქუთუთოები, წამწამების, დიდი და პატარა საცრემლე ჯირკველნი

თვალის კაკალი, მიახლოებით სფერული ფორმის სხეულია. თვალის კაკლის კედელი ანტომიურად და ფუნქციურად სამი გარსისგან შედგება:
უკანა — სისხლძარღვოვანი გარსი

თვალის კაკალი სფერული ფორმის სხეულია, რომლის კედელიც ანტომიურად და ფუნქციურად სამი გარსისგან შედგება.
გარეთა მკვრივი ფიბრიზული გარსი შედგება ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისგან. მისი უკანა ნაწილი თეთრი ფერისაა და მას გარსი ანუ სკლერა ეწოდება. უფრო მცირე წინა ნაწილი ანუ რქოვანი გამოდრეკილია და გამჭვირვალე. იგი არ შეიცავს სისხლძარღვებს. მასში უხვადაა ნერვული დაბოლოებები, რის გამოც ძალიან მგრძნობიარეა.
თვალის კაკლის შუა ანუ სისხლძარღვოვანი გარსი იყოფა სამ ნაწილად: წინას ეწოდება ფერადი გარსი, შუას — წამწამოვანი სხეული, უკანას კი — სისხლძარღვოვანი გარსი.

ფერადი გარსის შუა ადგილას მოთავსებულია ხვრელი — გუგა. მის სისქეში მოთავსებულია გლუვკუნთოვანი ბოჭკოები, რომელთა ერთი ნაწილი განლაგებულია გუგის ირგვლივ ცირკულარულად და ქმნის გუგის შემავიწროვებელ კუნთს, ხოლო მეორე ნაწილი - სხივისებურად და ქმნის გუგის გამაგანიერებელ კუნთს.
ფერადი გარსი შეიცავს პიგმენტს, რომლის რაოდენობაც ცვალებადია და განსაზღვრავს თვალის ფერს.
თვალის კაკლის შინაგანი გარსი ანუ ბადურა წარმოადგენს მხედველობის ნერვის პერიფერიულ აპარატს. ბადურა მეტად თხელია, მისი ჰისტოლოგიური აგებულება განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა. ბადურას ფერისა და სინათლის შემგრძნებ ელემენტებს წარმოადგენს სპეციალიზებული ნერვული უჯრედები, კოლბები და ჩხირები.



მდებარეობს ფერად გარსსა და საკუთრივ სისხლძარღვოვან გარსს შორის.წამწამოვანი სხეულის წინა ნაწილს - წამწამოვან გვირგვინს გააჩნია 70-80 გამონაზარდი შემაღლებების სახით.წამწამოვანი გვირგვინის შემადგენელი ელემენტებია გლუვი ე. წ. წამწამოვანი კუნთი და უწვრილესი სისხლძარღვები. წამწამოვანი სხეული გამოიმუშავებს წყლისებურ ნამს- თვალშიდა სითხეს. წყლისებური ნამი გამჭვირვალე,უფერო, თვალშიდა სითხეა ,რომელიც ავსებს თვალის კაკლის საკნებს. წარმოადგენს რქოვანას, ბროლის და მინისებრი სხეულის კვების წყაროს.

როგორც უკვე ვთქვით თვალი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ორგანოაა თუმცა ნებისმიერ დორს შესაძლოა თვალზე პრობლემები შეგვქმნას
- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $2.99+) -
BUY THIS BOOK
(from $2.99+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!