აქტივობა

ნინო კანდელაკი
სსიპ რუსთავის N24 საჯარო სკოლა







ნონა გორგაძე
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზრის საჯარო სკოლა
ლურჯი და მწვანე ფანქრები ტოლი სიგრძის არის. ლურჯი ფანქარი წითელზე გრძელია, ხოლო მწვანე ფანქარი ყვითელზე მოკლეა. რომელი ფანქარი უფრო გრძელია ყვითელი თუ წითელი.


ამოხსნა:
მჭედელს მიუტანეს ჯაჭვის 5 ნაწყვეტი, რომელთაგან თითოეულში იყო სამ-სამი რგოლი და სთხოვეს გადაება ერთ ჯაჭვად. მჭედელმა შეასრულა დავალება და ამასთან გახსნა სამი რგილი. როგორ მოახერხა ეს მჭედელმა?

ამოხსნა
შვიდი ჯუჯა სიმაღლის მიხედვით დაეწყო, ფიფქიას მათთვის 392 სოკო უნდა დაერიგებინა. თავდაპირველად იგი აძლევს ყველაზე პატარას რამოდენიმე სოკოს, ხოლო ყოველ მომდევნოს ერთით მეტს, ვიდრე წინას. რამდენი სოკო მიიღო ყველაზე დიდმა?




ამოხსნა:





გვაქვს სამი ჩემოდნის სამი გასაღები. საკმარისია თუ არა სამი გასინჯვა, რომ ზუსტად დავადგინოთ რომელი გასაღები რომელი ჩემოდნისაა.
ამოხსნა:
მარინა მიმინოშვილი
სსიპ ქალაქ ფოთის N4 საჯარო სკოლა
მოცემულია ასანთის ღერებით აგებული სახლი. ორი ღერი ისე გადაადგილეთ, რომ სახლის ხედი საპირისპიროდ შეიცვალოს.
ბერძნული ტაძარი 11 ღერით ააგეს. ასანთის 3 ღერის გადაადგილებით მიიღეთ 15 კვადრატი.




ასანთის ღერებით აწყობილი კიბორჩხალა მიცოცავს ზევით. ასანთის სამი ღერი გადაადგილე ისე, რომ კიბორჩხალა მიცოცავდეს ქვევით.


ასანთის ღერები დალაგებულია ისე, როგორც ნაჩვენებია სურთზე. ასანთის ორი ღერი გადაადგილეთ ისე, რომ ხუთი ტოლი კვადარატი მიიღოთ.


გამყიდველმა პირველ დღეს გაყიდა ლატარიის 12 ბილეთი, ყოველ შემდეგს 2-ჯერ მეტ ბილეთს ყიდდა, ვიდრე წინა დღეს. რამდენი ბილეთი ექნება გაყიდული გამყიდველს 5 დღის შემდეგ?


ლელა სილაგავა
სსიპ ქალაქ ფოთის N4 საჯარო სკოლა
ერთი სტაფილო და 7 ერთნაირი ბოლოკი იმდენივეს იწონის, რაც 2 ასეთივე სტაფილო და ერთი ბოლოკი. რამდენი სტაფილო იქნება 12 ბოლოკის წონის ტოლი?


2 სტაფილო ტოლია
12 ბოლოკის წონის
ვაშლი და ფორთოხალი 415გ იწონის. ფორთოხალი და მსახალი 430გ. რამდენ გრამს იწონის ვაშლი, მსახალი და ფორთოხალი, თუ სამივე ერთად 565გ იწონის?

ორ თეფშზე ერთად 28 ფორთოხალია როცა პირველიდან მეორეზე 12 ფორთოხალი გადადეს, ხოლო მეორედან 4 ფორთოხალი შეჭამეს, ფორთოხლების რაოდენობა ორივე თეფშზე გათანაბრდა. რამდენი ფორთოხალი იყო მეორე თეფშზე თავდაპირველად?

წიგნში 60 ფურცელია. პირველ დღეს გოგონამ წაიკითხა წიგნის ნახევარი, მეორე დღეს- დარჩენილის მესამედი. რამდენი ფურცელი დარჩა წასაკითხი?


ნუნუ ქუსიკაშვილი
სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ.ბოდბეს საჯარო სკოლა
ერთი ნესვი ოთხჯერ ნაკლებს იწონის, ვიდრე საზამთრო და სამჯერ მეტს,ვიდრე ერთი ფორთოხალი. რამდენი ფორთოხლის წონის ტოლია ერთი საზამთროს წონა?

9 ერთნაირი ბურთულიდან ერთი მსუბბუქია, როგორ გავიგოთ ორი აწონვით რომელია მსუბუქი უღლიანი სასწორის საშუალებით.


გავყოთ 9 ბურთულ სამ -სამ გროვად. სასწორზე დავდოთ სამ- სამი ბურთულა, თუ გაწონასწორდა, მსუბუქი იქნება დარჩენილ სამეულში, თუ არა, მაშინ იმ სამეულში, რომელიც ზევით დარჩა.
არჩეული სამეულიდან დავდებთ სასწორის თეფშებზე თითოს, თუ გაწონასწორდა, დარჩენილი იქნება მსუბუქი, თუ არა, მაშინ ის, რომელიც ზევით დარჩება.
ამოცანა N3
მარის 3 ნაყინის საყიდლად დააკლდა 40 თეთრი, ხოლო 2 ნაყინის ყიდვისას დარჩა 20 თეთრი. რა ღირდა ნაყინი?

იზოლდა მოლაშვილი
სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის საჯარო სკოლა
ერთმანეთს შეხვდა 3 მეგობარი: შავაძე, წითლიძე და თეთრაძე. მათგან ერთს ეცვა შავი, მეორეს- წითელი, მესამეს- თეთრი კაბა. თეთრკაბიანი გოგონა ეუბნება შავაძეს: "ჩვენ უნდა გავცვალოთ კაბები, თორემ ჩემი კაბის ფერი არ შეესაბამება ჩემს გვარს". ვის რა ფერის კაბა ეცვა?


ტაფაზე ეტევა 2 მჭადი. მჭადის ერთი გვერდის გამოსაცხობად საჭიროა 5 წუთი.
როგორ გამოვაცხოთ 15 წუთში 3 მჭადი?


პასუხი: 1. ტაფაზე დავდოთ ორი მჭადი, 5 წუთში გამოცხვება თითო გვერდი. 2. გადმოვაბრუნოთ ერთი, მეორე ამოვიღოთ და ჩავდოთ მესამე. მომდევნო 5 წუთში ერთი სრულად გამოცხვა, მესამეს 1 გვერდი გამოუცხვა. 3. ამოვიღოთ გამომცხვარი მჭადი, მის ადგილზე დავდოთ მეორე. ბოლო 5 წუთში გამოცხვა მეორე და მესამე მჭადი სრულად.
მაგიდაზე ერთმანეთის მიყოლებით დგას 6 ჭიქა. პირველი 3 წყლითაა სავსე, ხოლო დანარჩენები ცარიელია. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მხოლოდ ერთ ჭიქაზე შეხებით სავსე და ცარიელი ჭიქები დალაგდეს მორიგეობით?


პასუხი: მარცხნიდან მეორე ჭიქიდან წყალი გადავასხათ მარჯვნიდან მეორე ჭიქაში
შეადგინეთ ამოცანა ნახატის მიხედვით

სასწორი გაწონასწორებულია. მის ერთ თეფშზე ორი კუბი და ერთი ბირთვი დევს, ხოლო მეორეზე - ხუთი ბირთვი.
რამდენ ბირთვს იწონის ერთი კუბი?
ხათუნა მარკოზაშვილი
სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. ფშავლის საჯარო სკოლა
ირმა ღანიაშვილი
სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის საჯარო სკოლა

1. სახურავზე ერთ რიგად ზის 6 კატა. ფუმფულასა და კრუტუნას შორის ზის ნაცარა და კიდევ ერთი კატა. შავცხვირასა და ვასკას შორის ზის ფუმფულა და კიდევ ერთი კატა. როგორ სხედან კატები, თუ ვასკა არ ზის ნაპირში?


ტყეში სეირნობისას დათვმა იპოვა სოკო და ყოველ 20 მეტრში პოულობდა ერთ სოკოს. რა მანძილი გაიარა დათვმა პირველიდან ბოლო სოკომდე, თუ სულ იპოვა 15 სოკო?




ციხესიმაგრეზე გარშემორტყმულია არხი, რომელსაც აქვს მართკუთხა ჩარჩოს ფორმა. არხის სიგანე ყველგან ერთი და იგივეა. არის ორი დაფა, რომლის სიგრძეები არხის სიგანის ტოლია. შეიძლება თუ არა ამ არხზე გადასვლა?



პინოქიოს მიართვეს ყავა. მან დალია ნახევარი ფინჯანი და შეავსო რძით. კიდევ დალია ნახევარი ფინჯანი და ისევ შეავსო რძით. შემდეგ ფინჯანი დაცალა. რა უფრო მეტი დალია პინოქიომ, ყავა თუ რძე?




საქართველოს დროშაზე ოთხი პატარა ჯვარია განთავსებული. მისი ზომები მოცემულია ნახაზზე. დახაზეთ მართკუთხედი, რომელშიც ჩახაზავთ საქართველოს დროშას მოცემული ზომების გამოყენებით. დაადგინეთ დიდი ჯვრის ზომა.

ნახატზე მოცემულია სამი დაფა, სადაც განლაგებულია პატარა მოძრავი კვადრატული ფიგურები. თუ თითოეულ დაფაში ფიგურებს ისე განვათავსებთ, რომ ყველა დალაგდეს ჯერ ჰორიზონტალურად და შემდეგ ვერტიკალურად, რამდენი სრული სტრიქონი და სვეტი მიიღება? დაფების ფიგურებით შევსების შემთხვევაში რამდენი ფიგურა დაემატება თითოეულ დაფას, შევსების შემდეგ რამდენი სტრიქონი და სვეტი მიიღება?
ტასო და ლიკა ბიბლუსის მაღაზიას ესტუმრნენ. ლიკამ ფლომასტერების ერთი შეკვრა, 2 ცალი საშლელი, 1 კალამი, და სახაზავი იყიდა. ტასომ კი 1 ბლოკოტი, პასტელები და მაკრატელი . გამოიყენე ნახატზე მოცემული ფასები და დაიანგარიშე რომელმა გოგონამ დახარჯა მეტი და რამდენით?

ლალი სანთელაძე
სსიპ ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა
ლურჯი და მწვანე ფანქრები ტოლი სიგრძის არის. ლურჯი ფანქარი წითელზე გრძელია, ხოლო მწვანე ფანქარი ყვითელზე მოკლეა. რომელი ფანქარი უფრო გრძელია ყვითელი თუ წითელი.



ნინოს ჰყავს 3 ძმა და 3 და. რამდენი ძმა და და ჰყავს მის ძმას გიორგის?




ოთახს აქვს ოთხი კუთხე. ყოველ კუთხეში ზის თითო კატა, თითოეული კატის წინ ზის სამი კატა, რამდენი კატაა ოთახში?











- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(1)
-
COMMENT()
-
SHARE
-
BUY THIS BOOK
(from $10.79+) -
BUY THIS BOOK
(from $10.79+) - DOWNLOAD
- LIKE (1)
- COMMENT ()
- SHARE
- Report
-
BUY
-
LIKE(1)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!