


უპირველეს ყოვლისა უნდა დავადგინოთ მოზარდობის ასაკის საზღვრები. სხვადასხვა ლიტერატურაში განსხვავებულ მონაცემებს შევხვდებით, საშუალოდ, გარდატეხის ასაკის ადრეულ დასაწყისად შეიძლება 11 წელი ჩაითვალოს.
როგორც წესი, მშობლებისათვის ყველაზე რთულ პერიოდს 12-15 წლის ასაკი წარმოადგენს. დაახლოებით 16-17 წლისთვის მოზარდობის ასაკისათვის დამახასიეთებელი პრობლემები ნიველირდება, ადამიანი ახერხებს საკუთარი თავისა და გარემოს მიღებას, ჩამოყალიბებას, საკუთარი გზის პოვნას და ახდენს ადაპტაციას სოციუმში.
თუმცა შესაძლებელია მოზარდობის ასაკი გახანგრძლივდეს 20 წლამდეც კი, რაც დამოკიდებულია თითოეული ბავშვის ემოციური განვითარების თავისებურებეზე.


ოჯახური კონფლიქტები, დაუჯერებლობა, მშობლების მიმართ უპატივცემულობა, კონტროლის დაკარგვა – ეს არის ძირითადი პრობლემები, რომელიც მოზარდის მშობლებს აწუხებთ. მშობლები უჩივიან, რომ ჯერ კიდევ გუშინ დამჯერე და ბეჯით შვილებს სწავლა აღარ უნდათ, მთელ დღეს კომპიუტერთან ატარებენ, აცვიათ უცნაურად, ყველაფერს თავისებურად აკეთებენ. ნაცნობი სიტუაციაა? მოდით ამ საკითხს სხვა თვალით შევხედოთ და დავფიქრდეთ მექანიზმებზე.
მოზარდობის ხანის პრობლემები დაკავშირებულია სამ ძირითად ასპექტთან – ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ეგზისტენციალურ-ფილოსოფიური. ფიზიოლოგიურ დონეზე ამ პერიოდში მომდინარეობს ინტენსიური ჰორმონალური პროცესები, იცვლება სხეული, ხმა, ხდება სქესობრივი მომწიფება. მოზარდი იყურება სარკეში და ხედავს შეცვლილ სხეულს, რომელსაც თავიდან ვერ ეგუება, არ მოსწონს, ეშინია. იგი ხვდება, რომ ბავში აღარ არის, თუმცა გარშემომყოფები მას ჯერ უფროსადაც არ აღიქვამენ.

ეგზისტენციალური გაგებით მოზარდობის ასაკის ძირითად თავისებურებას წარმოადგენს ბავშვების მშობლებისაგან დისტანცირება, პიროვნული ზრდა, ჩამოყალიბება და საკუთარი გზის ძიება. ამ პერიოდში გარდაუვალია მშობლების ავტორიტეტის შესუსტება. მოზარდის ცხოვრებაში ჩნდებიან სხვა უფროსი ავტორიტეტები, რომელთაც ისინი მიბაძავენ. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება თანატოლების აზრი. გამოხატულია ეგრეთწოდებული „დაჯგუფების რეაქცია“ – ანუ მოზარდის სურვილი იტრიალოს თანატოლთა წრეში, სადაც მოქმედებს თავისებური მორალი, დაუწერელი კანონები და ქცევის კოდექსი.
შესაბამისად, ხდება ცვლილებები მშობლებთან ურთიერთობაში – მშობლები მოზარდს აღარ აღიქვამენ ბავშვად, მიაჩნიათ, რომ იგი უკვე დიდია და საკუთარ თავზე უნდა აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა, თუმცა აქვე მშობლები საპირისპირო მესიჯს უგზავნიან მოზარდს და აგრძნობინებენ მას, რომ ის ჯერ კიდევ „პატარაა“ და არ გააჩნია უფროსებთან გათანაბრებული უფლებები. ეს ორგვაროვანი მიდგობა აბნევს მოზარდს და იწვევს მასში პროტესტის გრძნობას, რომელიც გამოიხატება ოპოზიციური ქცევით, სიჯიუტით, კონფლიქტურობით, ზოგჯერ კი აპათიით.

მოზარდთა აგრესიული ქცევა ხშირად წარმოადგენს ემანსიპაციის ბუნებრივ რეაქციას. აგრესია შეიძლება გამოვლინდეს როგორც აქტიური, ასევე პასიური ფორმით. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ მშობლების მხრიდან ნებისმიერი აგრესიული ტიპის ქმედება და ზეწოლა გამოიწვევს მოზარდის აგრესიულობის მომატებას.
ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა ავუსრულოთ მოზარდებს და მათ ჭკუაზე ვიაროთ. აუცილებელია მკაცრი და თანმიმდევრული „ჩარჩოების“ განსაზღვრა. მოზარდმა უნდა გაიგოს, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება დაკავშირებულია პასუხისმგებლობასთან.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ მოზარდობის ასაკი ასევე ძალიან პრობლემურია მათი მშობლებისთვის: ისინი გრძნობენ, რომ მათი ავტორიტეტი და მნიშვნელობა შვილების ცხოვრებაში მცირდება. ამ პერიოდში მშობლების ცხოვრებისეულ ციკლში მიიღწევა ფუნქციონირების უმაღლესი წერტილი, რომელსაც მოყვება უკუსვლა. მშობლები განიცდიან შვილების დისტანცირებას, ეს პერიოდი მათთვისაც კრიზისულია. მათ არ იციან როგორ განაგრძონ ცხოვრება გაზრდილ შვილებთან და გრძნობენ, რომ უკვე ახლოვდება დრო, როდესაც შვილები ოჯახურ ბუდეს დატოვებენ. ამ გრძნობების ფონზე მშობლები ხშირად იწყებენ ბრძოლას საკუთარ შვილებთან, ერევიან მათ საქმეებში შეუფერებელ დროს, აწუხებენ ზედმეტი ზრუნვითა და ყურადღებით, შფოთვენ ან პირიქით, თავად დისტანცირდებიან შვილებისაგან და არ აწვდიან მათ ემოციურ მხარდაჭერას.

ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე რჩევა მოზარდის მშობლისათვის, რომელიც მათ დაეხმარებათ შეამცირონ დაძაბულობა ურთიერთბებში:



თუკი დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მაინც გიჭირთ მოზარდთან ურთიერთბის მოგვარება, მიმართეთ ფსიქოლოგს, ამაში არაფერია სამარცხვინო.
პროფესიონალი პრობლემას სხვა კუთხით დაგანახებთ და დაგეხმარებათ მის გააზრებაში. როგორც წესი, პირველ კონსულტაციაზე მშობლები მოზარდთან ერთად მოდიან, ფსიქოლოგი ესაუბრება მშობლებსაც და მოზარდსაც და აფასებს მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს, რომლებიც ხშირად ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, მშობლები აღნიშნავენ ცუდ ყოფაქცევას, სასკოლო მოსწრების გაუარესებას, მოზარდზე კონტროლის დაკარგვას. მოზარდები კი აღნიშნავენ პრობლემებს თანატოლებთან ურთიერთობაში, მარტოობის და თვითგამორკვევის პრობლემებს.




რაცშეეხება ბავშვის ბიზიკურ დატვირთვას გარდატეხის ასაკში რომ ჯანსაღი ცხოვრების წესმა ბავშვის გარდატეხის ასაკს შეუწყოს ხელი ეს საინტერესო თემაა
ჯანსაღი კვება არსასურველი საკვების რაციონიდან ამოღება. რაცშეიძლება მეტი ფიზიკური დატვირთვები ვარჯიში, ნებისმიერი სახეობის სპორტში სიარული.
ეს ყველაფერი ბავშვს უფრო მეტ თავდაჯერებულობას მიანიჭებს, მოიმატებს კუნთოვანი მასა და ძალა, კმაყოფილები იქნებიან თავიანთი სხეულის აგებულებით და ასევე ეს ყველაფერი მოზარდს გარდატეხის ასაკში უფრო, მეტ თავდაჯერებულობას მიანიჭებს.
გაუჩნდება ახალი ინტერესები რაც სიახლე იქნება მის ცხოვრებაში.


- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $2.99+) -
BUY THIS BOOK
(from $2.99+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!