
რა არის დებატები? დებატები არის ფორმალური შეჯიბრება არგუმენტებით ორ გუნდს, ან ორ ადამიანს შორის. უფრო ფართო გაგებით, დებატები არის უმნიშვნელოვანესი იარაღი დემოკრატული და ღია საზოგადოების განვითარებისა და შენარჩუნებისათვის. გარდა სიტყვიერი და გამომსახველობითი უნარებისა, დებატები ავითარებს არგუმენტირებული მსჯელობის უნარებს. ფრანგი ფილოსოფოსი ჟოზეფ შუბერტი ამბობდა: „სჯობს იდებატო პრობლემაზე და თუნდაც ვერ გადაჭრა ის, ვიდრე გადაჭრა პრობლემა დებატების გარეშე“.
რატომ დებატები?
გარდა იმისა, რომ დებატები ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, ის ხელს უწყობს ეფექტური კომუნიკაციის უნარების გამომუშავებას, ასევე დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიების და კონკრეტული საკითხის კვლევის უნარებს. დებატები მონაწილეს გუნდური მუშაობის უნარებს გამოუმუშავებს, ასევე იმ უნარებს, რომელსაც ის გამოიყენებს სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურში, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცვხოვრებაში... იგი ეხმარება პიროვნებას დამოუკიდებელი საზოგადოების ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში. დებატები ასწავლის მოქალაქეებს ტოლერანტობის პრინციპებს, შემწყნარებლობას, საპირისპირო აზრისპატივისცემას...
დებატების ფორმატები
ფორმატები დებატების სხვადასხვა ფორმატი არსებობს. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება თამაშის სტილით, მონაწილეთა რაოდენობით, დროის ხანგრძლივობით და სხვადასხვა ასპექტით. ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმატია საპარლამენტო დებატები. გავრცელებული დებატების ფორმატებს მიუეკუთვნება: 1. ბრიტანული საპარლამენტო დებატები; 2. კარლ პოპერის ფორმატი; 3. ლინკოლნ–დუგლასის ფორმატი; 4. საჯარო ფორუმ–დებატები...
არლ პოპერის სახელობის დებატები
უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ უნდა ავღნიშნო, რომ ეს არის თამაში და ისევე როგორც ყველა თამაშს მასაც გააჩნია თავისი წესები. ამ წესების კარგად ცოდნა და მათი მაქსიმალურად დაცვა განაპირობებს ამა თუ იმ გუნდის გამარჯვებას.
რეზოლუცია და დეფინიციები
ნებისმიერი სახის კამათისათვის აუცილებელია საკამათო თემის არსებობა, რათა შედგეს აზრთა რეალური დაპირისპირება. აქედან გამომდინარე, კარლ პოპერის დებატებსაც, როგორც კამათის ერთ–ერთ სახეს, რა თქმა უნდა, გააჩნია საკამათო თემა,რომელსაც დებატებში რეზოლუცია ეწოდება. ასე რომ თამაში რეზოლუციის გარშემო მიმდინარეობს – მტკიცებითი გუნდი იცავს და ამტკიცებს რეოზლუციას, ხოლო უარმყოფელი გუნდი უპირისპირდება და უარყოფს მას. რეზოლუცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებ
თამაშის მსაჯობა
მსაჯი დებატებში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვინაიდან სწორედ ის იღებსგადაწყვეტილებას ამათუ იმ გუნდის გამარჯვებასთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილება აუცილებლად თამაშიდან გამომდინარე და აბსოლუტურად ობიექტური უნდა იყოს. მსაჯს არ აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება საკამათო რეზოლუციისადმი თავისი სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომმდინარე. იგიუნდა ეყრნობოდეს მხოლოდ მოთამაშეების მიერ დაშვებულ შეცდომებს,გაუბათილებელ არგუმენტებს და წესების დარღვევებს. აქედან გამომდინარე მსაჯი აკეთებს თამაშის დეტალურ ჩანაწერს, რათა შემდეგ მოახდინოს თავისი გადაწყვეტილების დასაბუთება და მოთამაშეებისთვის სამომავლო რეკომენდაციების მიცემა.
თამაშს უნდა ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე მსაჯი, მაგრამ მსაჯების რაოდენობა არ უნდაიყოს ლუწი, რათა გადაწყვეტილების მიღების დროს არ მოხდეს ხმების გაყოფა. მსაჯის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება და თამაშის დასრულების შემდეგმსჯელობის გაგრძელება და მსაჯდთან დავა არასასურველი გადაწყვეტილების გამოდებატებში ძალზედ ცუდ ტონად ითვლება.
თამაშის მსვლელობა და სპიკერთა პასუხისმგებლობები
დებატებში გამარჯვებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო იმას, თურამდენად კარგი ქეისი აქვს მომზადებული გუნდს, არამედ იმასაც, თუ როგორ შეძლომან ამ პოზიციის ჩამოყალიბება და დაცვა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დებატები გუნდური თამაშია. ამიტომ გუნდის თითოეულ წევრს გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრია, რაც გამოიხატება იმაში, რომ იგი მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციას ასრულებს. ფუნქციების შუსრულებლობას ან არევას კი, როგორც წესი, გუნდიდა მარცხებამდე მიჰყავს.
უშუალოდ თამაშში მონაწილეობას იღებს ექვსი ადამიანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას,რომ საკლასო აქტივობისთვის აღნიშნული ფორმატი მიუღებელია. ძირითადი დატვირთვა მაინც ენიჭება თამაშისათვის მომზადებას: ქეისების შედგენას, მასალების მოძიებას, კრიტერიუმისა და არგუმენტების ჩამოყალიბებას. ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს მთელი კლასი, კარგი იქნება თუ მოსწავლეები წილის ყრით გაიყოფიან ორდიდ გუნდად, რომლებიც შემდეგ, თავისმხრივ აირჩევენ თავიანთ წარმომადგენლებს-სპიკერებს.
- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $2.99+) -
BUY THIS BOOK
(from $2.99+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!