

ქვემო ქართლის შესახებ
ქვემო ქართლი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე მხარეა, რომელიც ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების ქვემო ქართლის და თრიალეთის ტერიტორიებს მოიცავს. ეს მხარე უდიდეს წარსულს ინახავს პრეისტორიული ხანიდან დღემდე. ქვემო ქართლში აღმოაჩინეს
1 800 000 წლის პირველი ევროპელები-ზეზვა და მზია.აქ არის ძვ.წ. IV ათასწლეულის საყდრისის მაღაროც. ქვემო ქართლი მდიდარია სხვადასხვა პერიოდის ძალიან საინტერესო კულტურული ძეგლებითა და ულამაზესი, მრავალფეროვანი ბუნებით,ტყეებით, ტბებით,მინერალური და თერმული წყლებითა და კურორტებით.
ქვემო ქართლის მოსახლეობა 423986 ადამიანია, რაც საქართველოს მოსახლეობის 11,42% -ია. მოსახლეობის 51,25% ეთნიკურად ქართველია, 41,75%აზერბაიჯანელია, 5.07%-სომეხი, ხოლო 1,93% აფხაზი, ოსი, რუსი, ბერძენი, უკრაინელი და ქურთი.
სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გარემო პირობებზე: ნიადაგზე, კლიმატზე, სეზონებზე, მდებარეობაზე და სხვა. მის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა ცალკეული დარგები:
ქვემო ქართლში არის განვითარებული მესაქონლეობა, მემინდვრეობა და მეხილეობა.


პირველი ევროპელები ,,ზეზვა და მზია".
ქვემო ქართლის ისტორია
ქვემო ქართლი უძველესი ისტორიის მქონე მხარეა. ამ რეგიონმა კაცობრიობის ფაქტობრივად ყველა ეტაპის ნაკვალევი შემოგვინახა. აქ ჯერ კიდევ 1 800 000 წლის წინ ცხოვრობდნენ ადამიანები. დმანისში აღმოჩენილ პირველ ევროპელებს, ზეზვასა და მზიას , როგორც სახეობას,მსოფლიო ქართველი ადამიანის(ჰომო გეორგიკუს) სახელით იცნობს. ქვემო ქართლის ტერიტორია უძველესი დროიდანვე დასახელებული იყო ქართველური ტომებით, რომელთა ხანგრლივი ურთიერთკავშირისა და ურთიერთშერწყმის შედეგად წარმოიშვა ქართველი ხალხი. აქ მოსახლე ტომებიდან წყაროები იცნობენ ქართველურ ტომ გუგარებს, იგივე გოგარებს. განვითარებასთან ერთად სხვადასხვა ეტაპზე აქ იქმნებოდა სხვადასხვა სახელმწიფროებრივი წარმონაქმნები. VII-XI სს-ში ქვემო ქართლის ტერიტორიაზე შეიქმნა თბილისის საამირო, კლდეკარის საერისთავო და ტარიშ-ძორაგეტის სამეფო. XII-XIII საუკუნეებში აქ გაგისა და ლორის სასაზღვრო საერისთავოები იყო.
მონღოლების ლაშქრობის შემდეგ საქართველომ დაკარგა ხუნანის საერისთავო და სახელმწიფო საზღვარმა ქცია-მტკვრის შესაყარზე გადაინაცვლა.XVII საუკუნიდან დაიწყო მომთაბარე თურქმენული ტომების ჩამოსახლება. ამავე პერიოდში ქვემო ქართლში შეიქმნა სათავადოები. საბარათიანო, საორბელიანო და სხვა. XVII საუკუნეში შაჰ აბასმა დებედის ხეობაში ბორჩალოს მომთაბარე ტომი ცამოასახლა და ლორის სახანო დაარსა. XVIII საუკუნეში ლეკი ფეოდალების თარეშის გამო ქვემო ქართლი მკვიდრი მოსახლეობისაგან თანდათან მოიცალა, მათი დიდი ნაწილი მტერს შეეწირა, ნაწილი კი საქართველოს სხვა კუთხეებში გაიხიზნა. მათ ადგილს უცხოტომელები იკავებდნენ რაც, განაპირობებს ამ მხარის ეთნიკურ სიჭრელეს.
ქვემო ქართლი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთი კერა იყო. სწორედ ამით ამით აიხსნება ამ მხარეში ეკლესია-მონასტრების სიუხვე. აქ ასევე მდებარეობდა ქართველ მეფეთა საზაფხულო რეზიდენციები.

ქვემო ქართლის გეოგრაფიული მდებარეობა
ქვემო ქართლი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს და იგი შემოსაზღვრულია თრიალეთის, ჯავახეთისა და ბამბაკ-ერევნის ქედებით. მას აღმოსავლეთით ესაზღვრება კახეთის, ჩრდილოეთით შიდა ქართლის და მცხეთა მთიანეთის, დასავლეთით სამცხე-ჯავახეთის რეგიონები, ხოლო სამხრეთით სომხეთი და აზერბაიჯანი. ქვემო ქართლის ადმინისტრაციული ცენტრია რუსთავი. იგი რუსთავის გარდა მოიცავს ექვს ადმინისტრაციულ ერთეულს,
ესესნია: ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული და წალკა. ქვემო ქართლი განლაგებულია ნახევრად უდაბნო მშრალი სუპტროპიკული და მაღალმთიანი ალპური ზონის საზღვრებში. მის ლანდშაფტს ძირითადად ველები და ტყეველები შეადგენს. ქვემო ქართლის უმსხვილესი მდინარეებია მტკვარი, ხრამი და ალგეთის ქვემო დინებები. რეგიონის ტერიტორიაზე გვხვდება ტბებიცა და წყალსაცავებიც. ქვემო ქართლის ბარში ნოტიო სუბტროპიკული და სუბტროპიკულ-კონტინენტური ჰავაა, ჯავახეთის ქედის მთიან რეგიონში ჰავა ზომიერად ნოტიოა, წალკის მიდამოებში კი ზომიერად ნოტიოდან მშრალ სუბტროპიკულზე გარდამავალი ჰავაა. რეგიონში საშუალო წლიური ტემპერატურა 15.3C-ია, იანვრის საშუალო ტემპერტურა--4C, ხოლო ივლისის- 25.2C.
დმანისის ნაქალაქარი

რა ვნახოთ ქვემო ქართლში
ქვემო ქართლი კულტურის მქონე მხარეა, აქ მრავლადაა არქეოლოგიური ,ეკლესია-მონასტრები და ციხესიმაგრეები. მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს დმანისის ნაქალაქარი მრავალსაუკუნოვანი კულტურული ფენებით. ქვემო ქართლშია ეგვიპტის პირამიდის ყორღანები სარიტუალო გზებით, სადაც მნიშვნელოვანი და მაღალმხატვრული ღირებულების სამკაულები, ჭურჭელი და სხვადასხვა დანიშნულების ნივთებია აღმოჩენილი. მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად ქვემო ქართლი ბუნების სილამაზითაც გამოირჩევა. აქ ნახავთ ულამაზეს კანიონებს, ჩანქერებს, ალპურ მდელოებსა და ფერად-ფერად უდაბნოშიც კი იმოგზაურებთ.
ალგეთის ეროვნული პარკი
გარდაბნის აღკვეთილი
დაშბაშის კანიონი
მრავალწყაროს ფერადი უდაბნო




სამსარის მთა
ეგრისის ჩანჩქერი
ბარეთის ტბა



არჯევანის მთა

სამშვილდის კანიონი
ხრამის ხეობა
ხორხების მღვიმე



ხრამჰესი


დმანისის ნაქალაქარი
სამშვილდის ნაქალაქარი
ბოლნისის სიონი



ბოლნისის წარწეები

ბირთვისის ციხე

გოხნარის ლოდოვანი

კლდეკარის ციხე

წუღრუღაშენის ეკლესია

გუდარეხის სამონასტრო კომპლექსი

ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი

ჰუჯაბაი

მარტყოფის მონასტერი

- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $5.39+) -
BUY THIS BOOK
(from $5.39+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!