ავტორები, მე-6 კლასის მოსწავლეები: ლუკა გოგიჩაშვილი, ნათია თედეშვილი, სოსო ბირთველიშვილი, ნინო ცერცვაძე, გიორგი ნადირაძე, გოგა ზანაძე
რედაქტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ნინო ჯახველაძე
გამომცემლობა - სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის საჯარო სკოლა
ატოცი - 2022

ჩანახატი - შთაბეჭდილებების, ემოციების გადმოცემა ხატოვანი ენით
ლუკა გოგიჩაშვილი - დაიბადა 2010 წლის 16 აგვისტოს, ცხოვრობს ატოცში. ჰყავს მშობლები და ერთი ძმა. ძალიან უყვარს ქართული და მათემატიკა.
მისი ჰობია ფეხბურთის თამაში. მას უნდა, რომ გამოვიდეს მზარეული.

შემოდგომა
ადრიან დილით, აივანზე ვიდექი და ბუნების ხმებით ვტკბებოდი, გავხედე ხეებს და შევნიშნე, რომ ხეები გატიტვლებულიყვნენ, საცოდავად იდგნენ. ბეღურები სიცივისგან ერთმანეთს ეკვროდნენ, თითქოს ერთმანეთის გათბობას ცდილობდნენ... შემოდგომის ცივი სიო გაშიშვლებულ ტოტებს აქეთ-იქით არხევდა, მიწაზე სხვადასხვა ფერის ფოთლები მიმოფანტულიყო და მზე საუცხოოდ ანათებდა. ვუყურებდი და ვფიქრობდი, როგორ შეუძლია ამ საოცარ სილამაზესა და სითბოს სამყაროს გადარჩენა..
ნათია თედეშვილი - დაიბადა 2010 წლის 25 თებერვალს, ამჟამად სწავლობს ატოცის საჯარო სკოლაში, მე-6 კლასში, ცხოვრობს ატოცში დასთან, ძმასთან და მშობლებთან ერთად. უყვარს ბუნებაში სეირნობა და ძაღლებთან თამაში. სკოლაში განსაკუთრებით მოსწონს სამი საგანი: მათემატიკა, ქართული და რუსული.

სიცოცხლე
ხეებს შორის დავეხეტებოდი, შევნიშნე, რომ ერთ ხეს დაჭრილი ადამიანი მიყრდნობოდა.. ბუნება საოცრად მოწყენილი იყო, თითქოს ტიროდა, თითქოს გრძნობდა ადამიანის ტკივილს.. დავნაღვლიანდი.. მინდოდა მასაც ეცოცხლა. ჭრილობა შევუხვიე და მალე ფეხზეც დადგა, ბუნებამაც თითქოს დარდი მოიშორა, ერთი ადამიანის ბედნიერებით ხარობდა... მეც ბედნიერი ვიყავი, რადგან შევძელი სიკეთის გაკეთება.
ბიოგრაფიული მოთხრობები
ნინო ცერცვაძე - არის 12 წლის, დაიბადა 2009 წლის 4 ოქტომბერს. ცხოვრობს ქარელის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭვრინისში, ჰყავს მშობლები და ორი და. ძალიან უყვარს მუსიკა და ცეკვა, მისი ჰობია წიგნების კითხვა. სურს, რომ გახდეს ექიმი.

სიცოცხლე მშვენიერია
ერთხელ მე და ჩემი მეგობრები ტყეში წავედით გასართობად, მდინარეზე ვაპირებდით ბანაობას და თან ფეხით სეირნობაც სასიამოვნო იქნებოდა ჩვენთვის.
ერთი ძალიან ლამაზი ადგილი ვიპოვეთ და გადავწყვიტეთ პატარა ქოხი აგვეშენებინა, ხმელი ტოტებითა და მწვანე ბალახებით... ქოხი მშვენიერი გამოგვივიდა და იქ დროს ხშირად ვატარებდით. ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა გვირილების ნერგები მოიტანა, რათა ჩვენი ადგილი უფრო გაგველამაზებინა და მომავალში ეს დღე სამახსოვროდ დაგვრჩენოდა. დავრგეთ გვირილები და დავბრუნდით შინ.
გავიდა დრო. მე და ჩემი მეგობრები კვლავ ვსტუმრობდით ჩვენს ქოხს, ერთ დღესაც, ვნახეთ, რომ გვირილები მზისგან დამწვარიყო.. ძალიან შევწუხდით, ვეცადეთ როგორმე დავხმარებოდით გვირილებს, მაგრამ ჩვენი ყოველი მცდელობა ამაო იყო...
ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ აზრი აღარ ჰქონდა, გვირილებს ვეღარ დავეხმარებოდით..
მეორე დილით მე მარტო მივედი გვირილებთან, ძალიან ვდარდობდი და ცრემლები თავისით მომდიოდა თვალებიდან, ჩემი ცრემლები გვირილებს ეცემოდა.. უცებ დავინახე, რომ გვირილამ თავი მზისკენ მიიქცია, გამიკვირდა და თან ძალიან გამიხარდა, ფოთლები ხასხასა მწვანე გაუხდა, ჩემი გვირილები დღესაც ამშვენებენ და ალამაზებენ მდინარის სანაპიროზე მდგარ პატარა ქოხს.


ნინო ცერცვაძე
ვარდის განსაცდელი
ეს ამბავი მოხდა სოფელ ატოცში, ჩემს ეზოში, რამდენიმე წლის უკან... მაშინ ჯერ კიდევ ბოლომდე არ მესმოდა ბუნების შვილთა ტკივილი, მაგრამ მაინც განვიცდიდი, როდესაც რაიმეს ზიანს აყენებდნენ...
ჩემს ეზოში, სახლის გვერდით ვარდმა ამოყო თავი, თანდათან გაიზარდა და უმშვენიერეს ბუჩქად იქცა... ყოველ ზაფხულს ყვაოდა, იფარებოდა ლამაზი ვარდისფერი ყვავილებით, საოცარ სურნელს აფრქვევდა და ფუტკრებიც თავს ევლებოდნენ...
ეზო, სადაც ვთამაშობდით პატარა იყო, ვარდის ბუჩქმა კი საკმაოდ დიდი ადგილი დაიკავა, ერთ დღეს ჩემი და პეპლებს დასდევდა, წაიქცა და ვარდის ბუჩქის ეკლებმა ძალიან დაჩხვლიტეს...
დედა გაბრაზდა... იფიქრა, რომ ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა თუ უფრო დიდ ეზოში ვითამაშებდით.. მეორე დილით ვარდი მოჭრა, გული მეტკინა, დავინახე, ღეროდან ვარდს თითქოს ცრემლები სდიოდა...

ნათია თედეშვილი
მურა და მაქსი
ზამთრის ერთ საღამოს მამამ სამსახურიდან ორი შავტუხა, პრიალაბეწვიანი, შავი დიდი თვალებით მობრიალე ძაღლები მოგვიყვანა მე და ჩემს ძმას. შეშინებულები თვალებს აქეთ-იქით აცეცებდნენ, ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა, სად იყვნენ, ვისი ბინადრები გახდნენ..
ისინიც ძმები იყვნენ და ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, მე და ჩემი ძმა სიხარულით ხან ერთს მოვეფერებოდით, ხან - მეორეს, რომ ეგრძნოთ ჩვენი სიყვარული და სითბო. იმისთვის, რომ თავი კარგად ეგრძნოთ, ავუშენეთ სახლი, მოვუმზადეთ ყველაფერი, რათა ზამთარში არ შესცივნოდათ და წვიმიან ამინდში თავი შეეფარებინათ... ჩვენი შავთვალება ლეკვები - მურა და მაქსი, გაიზარდნენ..
სადაც მე და ჩემი ძმა ვიყავით მურა და მაქსიც იქ იყვნენ.. მდინარეზეც ჩვენთან ერთად დადიოდნენ..
ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც სოფელში ვცხოვრობდით... როდესაც ქალაქში გადმოვედით საცხოვრებლად, მამა იძულებული გახდა ძაღლები თავშესაფარში ჩაებარებინა, რადგან მათ ბინაში ვერ შევინახავდით... მე და ჩემი ძმა ძალიან დავნაღვლიანდით.. გვიჭირდა ჩვენს ძაღლებთან განშორება... ასეთი გულისტკენით დამთავრდა ერთი ეპიზოდი ჩემი და ჩემი ძაღლების ცხოვრებიდან...

ლუკა გოგიჩაშვილი
ჩვენი იგავ-არაკები




კეთილი გამყიდველი
იყო ერთი მოხუცი კაცი, რომელიც ღარიბულად ცხოვრობდა, ძალიან უჭირდა, შვილები არ ჰყავდა, ის ხალხისგან დახმარებას ითხოვდა და ასე ცოტ-ცოტა ფულს შოულობდა, პურის საჭმელად.
ერთხელ მაღაზიაში შევიდა, გამყიდველი მიხვდა, რომ ამ მოხუც კაცს არ ჰქონდა ფული პურისა და ხილის საყიდლად,მან იაფად გაატანა პროდუქტი, მოხუცს ძალიან გაუხარდა, რადგან შეძლებდა მორჩენილი ფულით სხვა მნიშვნელოვანი რაღაცების ყიდვასაც.
შეგონება: კაცისთვის კარგი საქმე მხოლოდ სიკეთეა.
ნინო ცერცვაძე

მელია და ძაღლი
იყო ერთი ადამიანი, რომელსაც ჰყავდა გაწვრთნილი ძაღლი ქათმების დასაცავად, მის ქათმებს მელია მიეჩვია, რაც ჰყავდა სულ გაუნახევრა. ამ კაცმა ძაღლი ჩაუსაფრა მელიას, უნდოდა, რომ დაეჭირა და გადაერჩინა თავისი ქათმები.
მოვიდა მელია, გამოეკიდა ძაღლი და დაიჭირა.
- ახლა თუ გამიშვებ, მეორედ ახლოს არ გავეკარები თქვენს სახლსო. - სთხოვა ძაღლს მელიამ.
- მე ჩემი პატრონის ერთგული ვარ, მას ვერ ვუღალატებო. - უპასუხა ძაღლმა.
- თუ ერთგული ხარ, მაშინ შენს პატრონს იმით უფრო გაახარებ, რომ უკან დაუბრუნებ დაკარგულ ქათმებსო. - ეშმაკურად უთხრა მელიამ.
ძაღლს ეგონა მელია პირობას შეასრულებდა და გაუშვა, მაგრამ ის აღარ გამოჩენილა.. დაბრუნდა სახლში მელიასგან მოტყუებული ძაღლი.
რამდენიმე დღის შემდეგ მელია კვლავ მივიდა ქათმებთან, მაგრამ საქათმის წინ ძაღლი იჯდა, ამჯერად გადაწყვეტილი ჰქონდა აღარ გაბმულიყო მელიას მახეში, მაგრამ მელია თავად აღმოჩნდა ხაფანგში, ძაღლის დანახვაზე შეშინებული გაიქცა და ვერ დაინახა ორმო, რომელიც ძაღლის პატრონს ამოეთხარა მის დასაჭერად.
შეგონება: ადამიანს ცუდი ყოველთვის უკან უბრუნდება.
ნათია თედეშვილი.
გოგა ზანაძე - დაიბადა ქალაქ გორში, 2010 წლის 19 აპრილს, ამჟამად ცხოვრობს ქარელის მუნიციპალიტეტ სოფელ ატოცში, ჰყავს დედა, მამა და ერთი და. უყვარს ქართული და ხელოვნება. ასევე, ბედნიერია, როდესაც ველოსიპედით სეირნობს.

ტრაბახა სანდრო
იყო ერთი ბიჭი, სახელად სანდრო. ის სკოლაში კარგად სწავლობდა, ყველაზე ბეჯითი იყო, მასწავლებლებიც აქებდნენ, მასაც მოსწონდა ეს ქება, მაგრამ მალე გაამპარტავნდა და ის თავის კლასელებთანაც ტრაბახობდა.
ამდენმა ქებამ ცოტა გააზარმაცა, თანაც ერთ დღესაც მისი კლასელები სწავლაში დაეწივნენ, რაც სანდროს ძალიან არ მოსწონდა და მათთან ჩხუბი დაიწყო, მასწავლებელმა შენიშნა და დაარიგა, რომ ცუდად მოქცევა არ შეიძლებოდა.
სანდრო მაინც ისევ ისე აგრძელებდა, მას ჰყავდა ერთი მეგობარი, რომელმაც ვერ შეძლო მისი მიტოვება.. მან უთხრა, დაკვირვებოდა ყველას, სანდრომ აღმოაჩინა, რომ მეგობრები აღარ ჰყავდა, მასწავლებლებიც აღარ აქებდნენ. დაუფიქრდა თავის საქციელებს.
მეორე დღეს მივიდა სკოლაში და ბოდიში მოუხადა ყველას, ამის შემდეგ მათ შორის კარგი ურთიერთობები იყო.
შეგონება: ტრაბახი და სხვისი დაცინვა გვაკარგვვინებს მეგობრებს.
გოგა ზანაძე
გიორგი ნადირაძე - დაიბადა 2009 წლის 15 დეკემბერს, ის სწავლობს ატოცის საჯარო სკოლაში, უყვარს სპორტი, განსაკუთრებით ფეხბურთის თამაში. აინტერესებს სხვადასხვა ნივთის მექანიზმი, დაშლა-აწყობა.

ორი ძაღლი
ერთ დღეს ორი ძაღლი ერთმანეთს შეხვდა, ერთს ერქვა ბობი, მეორეს - რიკი. ერთმა უთხრა მეორეს: - შენ საჭმელი არ გაქვს, საცოდავი ძაღლი ხარ, უპატრონოდ დაწანწალებ აქეთ-იქით.
- არც შენ გყავს არავინ, ჩემს დაცინვას სჯობს დავმეგობრდეთ და ერთად ვიშოვოთ საჭმელი. - უპასუხა მეორემ.
- შენთან ერთად ქუჩაში როგორ გავივლი, ფუჰ, რა სუნი გიდის! - უთხრა რიკიმ.
ბობიმ არაფერი თქვა და თავისთვის გააგრძელა გზა.
იმავე დროს რიკი ორმა დიდმა ძაღლმა დაიჭირა, ბობიმ გაიგო, მივიდა და დაეხმარა მას.
რიკის შერცხვა, ბობისთან მივიდა და პატიება სთხოვა. ამის შემდეგ ისინი განუყრელი მეგობრები გახდნენ.
შეგონება: სიკეთე არ დაიკარგება.
გიორგი ნადირაძე
კეთილი კაცი
ერთი კაცი ცხოვრობდა პატარა ქოხში, ის იყო პატიოსანი და ალალი, მას ბევრი ფული არ ჰქონდა, მაგრამ რითაც შეეძლო ეხმარებოდა ღარიბებს.
მის მეზობლად იყო ერთი კაცი, რომელიც ცხოვრობდა მდიდრულ სასახლეში, ის არც ღარიბებს ეხმარებოდა და, პირიქით, ძალიან ჩაგრავდა და ავიწროებდა მათ.
ერთხელაც ეს მდიდარი კაცი გახდა ავად, მას არავინ დაეხმარა თავისი ნაცნობებიდან. ღარიბმა კაცმა შეამჩნია, რომ რამდენიმე დღე არ გამოჩენილა, მივიდა მასთან სახლში და ნახა, რომ ძალიან ცუდად იყო. მდიდარმა სთხოვა დახმარებოდა.
- მე ახლა კი დაგეხმარები, მაგრამ ამის შემდეგ შენ უნდა იყო კეთილი და რითაც შეგეძლება უნდა დაეხმარო ადამიანებს. - მიუგო ღარიბმა კაცმა.
მდიდარი კაცი მიხვდა თავის ყველა დანაშაულს და გამოსწორება დაიწყო. ის ეხმარებოდა ღარიბებს და ნელ-ნელა კეთილ ადამიანად იქცა.
შეგონება: უნდა ვიყოთ კეთილები და რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ სხვებს.
ლუკა გოგიჩაშვილი
სოსო ბირთველიშვილი - დაიბადა 2010 წლის 21 ივნისს, ჰყავს მშობლები, ერთი და და ერთი ძმა. უყვარს თავის ძაღლებთან თამაში. მისი ჰობია ფეხბურთი. ასევე, თავს კარგად გრძნობს, როდესაც ხატავს. აინტერესებს ბევრი პროფესია, მაგრამ ჯერ არ იცის რომელს აირჩევს მომავალში

ძაღლი და კატა
იყო ერთი შავი კატა და თეთრი ძაღლი, ისინი ცხოვრობდნენ ერთმანეთის მეზობლად. ძაღლი ყოველთვის ცდილობდა სხვებს დახმარებოდა, ერთხელ ძაღლი გასაჭირში იყო, თავისმა პატრონმა გამოაგდო სახლიდან, მშიერი დაიარებოდა და ამბობდა: - ნეტავ ცოტა საჭმელი მომცა, როგორი ბედნიერი ვიქნებოდი..
მან დაინახა საჭმელი, რომელიც სახლის აივანზე ეყარა, ნახა, რომ არავის სჭირდებოდა და ტყუილად ფუჭდებოდა.
გამოიარა კატამ.
- ხომ შეგიძლია სიმაღლეზე ხტომა, დამეხმარე და ეს საჭმელი ჩამომიყარე. - სთხოვა ძაღლმა.
- შემიძლია, მაგრამ შენთვის რატომ უნდა შევწუხდე? - უპასუხა კატამ, ზურგი აქცია და წავიდა.
გავიდა დრო, სამმა ძაღლმა დაიჭირა კატა, ეს დაინახა ქუჩაში გამოგდებულმა ძაღლმა, ვერ მოითმინა და დაეხმარა გასაჭირში მყოფ კატას.
კატას შერცხვა, გაახსენდა თავისი სიტყვები. ბოდიში მოუხადა, ძაღლიც კეთილი იყო, აპატია და ამის შემდეგ ისინი კარგი მეგობრები გახდნენ.
შეგონება: აკეთე სიკეთე უანგაროდ.
სოსო ბირთველიშვილი
წერილი:
1. შინაარსი: რაიმე მიზნით ადრესატს ვუზიარებთ ჩვენს დამოკიდებულებებს, სათქმელს, რაიმე ინფორმაციას და ა.შ.
2. აგებულება, სტრუქტურა: შედგება სამი ნაწილისგან: ა) მიმართვა/მისალმება, ბ) ძირითადი ნაწილი, გ) დამშვიდობება, ავტორის ხელმოწერა.
3. ენა: ვირჩევთ ყოველდღიურ სასაუბრო მეტყველებას ან თავაზიანად საუბრის ფორმებს, ვიყენებთ სიტყვებს, რომლებიც შთაბეჭდილებას მოახდენს მკითხველზე, დააინტერესებს მას;
გამარჯობა, ადამიანო!
ბევრი მსმენია და წამიკითხავს შენზე, გავიგე, რომ ძალიან ცუდად ექცევი ტყის ბინადრებს, მაინტერესებს, რატომ იქცევი ასე? გიფიქრია იმაზე, რომ ისინიც სულიერები არიან? მათაც ხომ უნდათ სიცოცხლე, დედის მოფერება? თქვენ უფრო ძლიერი ხართ და, პირიქით, უნდა დაიცვათ ტყის ბინადრები და იზრუნოთ მათ სიცოცხლეზე. გთხოვ, დაფიქრდი ჩემს რჩევაზე.
გწერ დაუცველი არსებების სახელით, ნინო ცერცვაძე
გამარჯობა, მონადირევ!
არ ვიცი, იცი თუ არა, გიფიქრია თუ არა ამაზე, მაგრამ მინდა, რომ იცოდე და შენც გაითვალისწინო, ბუნების გაფრთხილება მნიშვნელოვანია არა მარტო ცხოველებისა და მცენარეების, არამედ ადამიანებისა და, საერთოდ, სამყაროს სიცოცხლისთვის. თუ არ გავუფრთხილდებით ბუნებას, არ ვიზრუნებთ ცხოველებზე, მცენარეებზე, გარემოზე, მაშინ ჩვენც ვერ შევძლებთ სიცოცხლის გაგრძელებას, ისინიც ცოცხალი არსებები არიან და უნდა გავუფრთხილდეთ მათ.
სულ ეს იყო ჩემი სათქმელი, გახსოვდეს, ბუნება გვაცოცხლებს ჩვენ.
სოსო ბირთველიშვილი.
გამარჯობა, ადამიანო!
მსურს, ყველა ადამიანმა დაიცვას ბუნება, რადგან თუ ბუნებას გავუფრთხილდებით, ცხოველები და მცენარეებიც აღარ გადაშენდებიან. ვიცი, რომ ძალიან გიყვარს ხორცის ჭამა, მაგრამ, მგონია, რომ თუ მოინდომებ შეძლებ მის გარეშე ცხოვრებას, მარტო საკუთარ თავზე არ უნდა იზრუნო. ცხოველებსაც უნდათ სიცოცხლე და საკუთარ შვილებსა და დედებთან ყოფნა.
გოგა ზანაძე
გამარჯობა, მოქალაქევ!
გწერ ერთი საკითხის შესახებ, ვიცი, რომ ბევრ ცხოველს კლავ და აზიანებ ბუნებას, შეიძლება თქვა, რომ შენც გინდა ჭამა, არსებობა, რომ ეს ბუნების კანონია, მაგრამ გიფიქრია იმაზე, რომ ამ კანონებს ჩვენ თავადვე ვქმნით? იქნებ არ არის სწორი, როდესაც შვილს დედას ვუკლავთ? მერე რა რომ ცხოველია, მასაც ხომ სტივა, ისიც, ხომ დარდობს?
მინდა იცოდე, რომ ამით საფრთხეს უქმნი ცოცხალ არსებებს, მათ შენთვის არაფერი დაუშავებიათ, ამიტომ შენც ნუ დააზიანებ, ნუ მოკლავ! შენ ეს შეგიძლია, მიუხედავად იმისა, რომ მიჩვეული ხარ, შეეცადე გადაეჩვიო და გაუფრთხილდე ბუნებას.
გწერ ბუნების შვილთა დამცველის სახელით, ნათია თედეშვილი.
იმედია ჩემს რჩევას გაითვალისწინებ!
გამარჯობა ადამიანო!
შენ იქცევი ძალიან ცუდად, არ უნდა დახოცო ცხოველები, თორემ ამით სიმშვიდეს ურღვევ ბუნების მკვიდრთ. პატარა, უსუსურ და უმწეო ცხოველებს დედის გარეშე ტოვებ, ეს არ არის სწორი საქციელი, შენ ძლიერი ხარ და ჩაგრავ მათ.. ადამიანო, შენ უნდა იზრუნო ბუნების შვილებზე, რათა შენც უკეთესი ცხოვრება გქონდეს, არ უნდა დახოცო ცხოველები, არ უნდა გაანადგურო მცენარეები, თორემ სამყაროც განადგურდება.
გიორგი ნადირაძე
გამარჯობა მონადირევ!
ვიცი, რომ ნადირობა ძალიან გიყვარს, ჩაუსაფრდები მსხვერპლს და ელოდები როდის ჩაიგდებ ხელში, არ აქვს მნიშვნელობა პატარა, საცოდავი შველის დედა იქნება ეს თუ სხვა ცხოველი ან ფრინველი, მთავარია შენი სურვილები აისრულო.. მაინტერესებს, რატომ იქცევი ასე, რატომ ხოცავ ცხოველებს, რატომ არღვევ ბუნების სიმყუდროვეს? შენ შეგიძლია სხვანაირად იცხოვრო, არ ჩაერიო ცხოველებისა და ცოცხალი არსებების ცხოვრებაში, ისინი ჩვენთვის, ადამიანებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანნი არიან, მათი წყალობით გვაქვს მრავალფეროვანი ბუნება, სუფთა ჰაერი, ეს ჩვენ მოგვცემს საშუალებას, ვიცხოვროთ უკეთეს სამყაროში.
მეექვსეკლასელი, ლუკა გოგიჩაშვილი.
ანოტაცია
ავტორები: ნათია თედეშვილი, ნინო ცერცვაძე, ლუკა გოგიჩაშვილი
ანოტაცია "ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავლის" შესახებ
მოთხრობა "ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი" დაწერა გერმანელმა მწერალმა, რუდოლფ ერიხ რასპემ, ხოლო ქართულად თარგმნილია მზია ერისთავის მიერ. როცა ეს ტექსტი წავიკითხე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა.
ავტორი ბარონ მიუნჰაუზენის საშუალებით გვიყვება საინტერესო და სახალისო ამბებს რვაფეხა კურდღლის, გალხობილი ბგერების, ჩინური ღვინოს შესახებ.
მოთხრობა გვასწავლის, რომ თავი არ უნდა ვიქოთ ყველაფერზე, ისე, როგორც ხონთქარი იქცევა, რადგან უკეთესზე უკეთესი ამ სამყაროში არ დაილევა, ასევე, მოთხრობაში გადმოცმემული ამბები გვასწავლის, თუ როგორ შეიძლება არარეალური ამბების ისე საინტერესოდ და სახალისოდ გადმოცემა, როგორც ბარონი მიუნჰაუზენი გვიყვება.
ვფიქრობ, ჩვენმა თანატოლებმა უნდა წაიკითხონ ეს წიგნი, რადგან ძალიან ისიამოვნებენ და იხალისებენ საინტერესო ისტორიების მოსმენით.
- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(1)
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $8.39+) -
BUY THIS BOOK
(from $8.39+) - DOWNLOAD
- LIKE (1)
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE(1)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!