






ანბანეთის ჯადოსნური სამყარო !
არის პირველი ხმოვანი,
ამწის კაუჭის მგვანი,
ანბანიც მისით იწყება,
მიხვდით, რა ჰქვია? ...
დაინახავ და გგონია
ყუნწზე ჰკიდია ბალი
"ანის" კვალდაკვალ
მოდის
და სახელად ჰქვია ...
მისი სახელის მიხვედრას
არ უნდა დიდი ხანი,
"ბანს" და "დონს" შუა
დასკუპდა
დიდრონმუცელა ...
მის გამოცნობას წვალება
სულ არ სჭირდება მგონი,
"განის" მომდენო ასოა
ფეხმორკალული ...
ეს კი მეხუთე ასოა,
მთელი ანბანის მშვენი,
მეორე ხმოვანია და
სახელად ჰქვია ...
ამას ისედაც მიხვდებით,
თუნდ არ დაძაბოთ ტვინი,
რიგით მეექვსე ასოა,
მაშ რა ყოფილა ? ...
შეხედავ - მოგაგონდება
ყალყზე შემდგარი ცხენი,
მეშვიდე ასოდ ანბანში
დასკუპებულა ...
აქვს მორკალული კუდი და
წრესავით მრგვალი ტანი,
ანბანის მერვე ასოა
"ზენის" მომდევნო ...
მეცხრე ცხენის ნალს
ჩამოჰგავს
ქვებზე რომ გასდის წკრინი,
არის მესამე ხმოვანი და
ეწოდება ...
მეათე ასო "ინს" მოსდევს
და "ვინის"მსგავსი ჩანს,
კოხტა ასოა, კამკამა
და ეძახიან ...
ამ მეთერთმეტე ასოს კი
მიხვდებით მთელი კლასი,
სამ თავს სულ ერთი ფეხი
აქვს
და ეწოდება ...
ვისა აქვს თავი კაუჭა
და მუცლიანი ტანი?
"ლამის" მომდევნო ასოა
სახელად ჰქვია ...
"მანს" მოსდევს ასო
ნარნარა,
რაღაცით "მანის" დარი,
მეცამეტეა რიგით და
დაურქმევიათ ...
აქლემის კუზებს მაგონებს
ორი გორაკის მქონი,
არის მეოთხე ხმოვანი,
სახელად ჰქვია ...
იერით "კანს" ჰგავს,
ოღონდაც მასზე მაღლაა
მდგარი
"ონის" მომდევნო ასოა,
გამოიცანით? ...
წინ კაუჭა აქვს პაწაწა
და "ანის" მინამგვანი
ასეთი უცნაურია
"პარის" მომდევნო ...
ის რიგით მეჩვიდმეტეა,
ყველას ახსოვდეს დაე,
"ონი" რომ რკალით
დავხუროთ
გამოვა ასო ...
რომ დავინახე, მაშინვე
ანკესად შევიცანი,
"რაეს" შემდგომი ასოა,
ნეტავ რა ჰქვია? ...
"სანის" მომდევნო ასოს კი
ტოლი აქვს სიგრძე-განი,
ტანად ყველაზე ბუთხუზას
ჰქვია სახელად...
"ტანის" შემდეგ რომ ასოა,
არ დაედება წუნი,
ანბანში ბოლო ხმოვანი
სახელად არის ...
"უნის" შემდგომი ასოა
"თანის" და "ვინის" დარი,
ცალ ხელში ხმალი
გვიჭირავს,
მეორეში კი ...
"ფარს" მოსდევს ასო
მაღალი
მასა ჰგავს ასო "კანი"
მაშ რიგით ოცდამეორე
რა ასო არის? ...
"ონს" თავი უგავს,
"დონს" - ფეხი,
აქვს "ქანზე" მეტი განი,
ოცდამესამე ასოა
და ეწოდება ...
თავში და ფეხში ამ ასოს
აქვს ერთნაირი ღარი,
მეზობელია "ღანისა"
სახელად ჰქვია ...
შაშვიც ორს იტევს,
შეშაც ორს,
არცერთს არ იტევს - ჯინი,
"ონის" მაგვარი ქუდი აქვს,
მიხვდით თუ ვერა ? ...
"შინის" მომდევნო ასოა,
ანბანის თვალისჩინი,
თუ ვერ გამოიცნობთ, ჩუმად
თქვით
მისი სახელი ...
ეს კი, სირცხვილი იქნება,
თუ სწრაფად ვერ იცანი,
"ჩინის" შემდეგი ასოა
ჩვენი ღიპუცა ...
ეს ასოც გამოიცანით,
ჯერ რა დროსია ძილი,
"ცანის" მომდევნო ასოა
"მანის" მაგვარი ...
ანბანის სილამაზეში
დიდია მისი წილი,
ულამაზესი ასოა
"ძილის" მომდევნო ...
ოცდამეათე ასომ
შემოხსნა უკვე კარი,
მეზობელია "წილის"
და ეწოდება ...
"ჭარის" მომდევნო ცნობას
სულ არ სჭირდება ხანი,
ანარეკლია "ძილის"
მიხვდით რა არის ? ...
"ხანს" გამოვცდით და
კიდევ
დაგვრჩა სიმხნევე და ჯანი.
ამ ბოლოსწინა ასოს
სახელად ჰქვია ...
ვიდრე ვირწევით ჰამაკში და
ვიდრე ვსუნთქავთ ჰაერს,
რა დაგვავიწყებს ,
მითხარით,
ხუჭუჭა ასო ...
ელ.წიგნის შექმნაზე მუშაობდნენ "პროგრესელები"
I ( ბ) კლასი
1. როსტაშვილი ლუკა
2. თვალავაძე ნიკოლოზი
3. ქურთაული სოფია
4. ჩიტორელიძე ანნა
5. ბერიკაშვილი ლუკა
6.მჭედლიშვილი სოფიო
7. ელოშვილი ვაჩე
8. ჩხოტუა ანიკა
9. კოკაია ნიკოლოზ
10. იმნაძე დანიელ
11. ბასილაძე ნიტა
12. ლომთაძე ზურაბ

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(3)
-
COMMENT()
-
SHARE
-
BUY THIS BOOK
(from $14.19+) -
BUY THIS BOOK
(from $14.19+) - DOWNLOAD
- LIKE (3)
- COMMENT ()
- SHARE
- Report
-
BUY
-
LIKE(3)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!