პირველი მეფე, პირველი დედაქალაქი

მოგესალმებით ძვირფასო საზოგადოებავ! დღეს თქვენ იბერიის სამეფოს შექმნის მომსწრე გახდებით. თქვენ თვალწინ გაცოცხლდება ძველი ქართული მატიანის ფურცლებზე დაწერილი ისტორია და თანაზიარი გახდებით საქართველოს ისტორიაში მომხდარი ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენისა.


"ქართლის ცხოვრება"



ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნე იდგა. მსოფლიოს ახალი დამპყრობელი ალექსანდრე მაკედონელი მოევლინა. მან ყველასგან განსხვავებული რამ მოიმოქმედა; გადაწყვიტა ერთიანი სამყაროს შექმნა და ამისთვის მსოფლიოს დაპყრობა განიზრახა. მოდით, მოვუსმინოთ, თუ რას ამბობს ალექსანდრე დიდი:

- მე ალექსანდრე მაკედონელი ვარ, სამყაროს მბრძანებელი. ჩემი უმთავრესი მოწინააღმდეგე აქემენიდური სპარსეთი და მისი მეფე დარიოს მესამეა. მე ის გავგამელას ბრძოლაში დავამარცხე, მისი იმპერია დავიპყარი და იქ მაცხოვრებელი ერები დავიმორჩილე. წესად მაქვს, ვინც მე უბრძოლველად დამნებდება, მას ჩემს მოკავშირედ მივიჩნევ. ვინც არა- მიწასთან ვასწორებ მის ქვეყანას.

- დიდო ალექსანდრე, მე არიან - ქართლის მეფე იარედოსი ვარ, ირანს ჩემი ქვეყანა დაპყრობილი ჰქონდა, ხარკს ვიხდიდით და მის სატრაპიაში შევდიოდით. თქვენი გამოჩენის შემდეგ, გადავწყვიტე დაგემორჩილოთ და მოკავშირეობა გამოგიცხადოთ. ასევე გთავაზობთ, არიან - ქართლის ჩრდილოეთით ერთობლივი ლაშქრობა მოვაწყოთ, რათა მეორე ქართული გაერთიანება, მცხეთის ცენტრით, დავიმორჩილოთ. იქ ჩემი ძე აზო გავამეფოთ, რომელიც მუდამ თქვენი მოკავშირე იქნება.


- მომწონს შენი წინადადება, ჩემს ინტერესშიცაა კავკასიონის ქედამდე მისვლა, გადასასვლელების გაკონტროლება და იქ მაცხოვრებელი ხალხის დამორჩილება.
- მცხეთელებო, არიან-ქართლის მეფის ძე- აზო გიბრძანებთ დამემორჩილოთ! მე მაკედონიის მეფის, ალექსანდრე დიდის, ჯარის თანხლებით უკვე ავაოხრე თქვენი ქვეყნის დიდი ნაწილი. ავიღე წუნდის, ოძრხის, კასპის, უფლისციხის, სხვა ციხესიმაგრეები და მიწასთან გავასწორე მცხეთის ქალაქის გალავანი, რათა ვერასდროს შეძლოთ ჩემთვის წინააღმდეგობის გაწევა. ახლა ჯერი თქვენზეა, მცხეთელებო ! დამნებდით !

-ჩემო მცხეთელებო, თქვენი მამასახლისი სამარა, სამწუხარო ინფორმაციას გაწვდით. მცხეთას მტერი მოადგა, არიან-ქართლის მეფისწული აზო გვიტევს. მას სურს ჩვენი ქვეყანა დაიპყროს და თვითონ გაბატონდეს. აზო მარტო არა არის, ბერძნების ჯარი უმაგრებს ზურგს. ქვეყანა საფრთხეშია! ძმაო, სასწრაფოდ შეკრიბე ლაშქარი, დავიცვათ ჩვენი სამშობლო!


-ფიცხელი ომი იყო, უბედურების ზარმა ჩამოჰკრა. სამწუხაროდ, ვერ შევძელით მტრის შეჩერება. მცხეთის მამასახლისი, ჩემი ძმა სამარა, ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. მე კი სასიკვდილოდ ვარ დაჭრილი, დიდი დღე არ დამრჩენია.


- მომგვარეთ ჩემი ცოლი! უკანასკნელი სურვილი მსურს გავუმხილო.
შენ გაბარებ ჩემს ერთადერთ ვაჟს ფარნავაზს, გადაარჩინე და გამიზარდე ჩემი მემკვიდრე, რათა აღასრულოს სამართალი, იძიოს შური აზოზე, ჩემი და ჩემი ძმის მოკვლისთვის და ქვეყნის აოხრებისთვის.


-შვილო ფარნავაზ, აზო დაეუფლა ჩვენს ქვეყანას. ის სასტიკი დამპყრობელია. აზომ გადაწყვიტა ყველა ჭაბუკი დახოცოს, რათა არავინ შეეცილოს ტახტის ფლობაში. ის არც შენ დაგინდობს. ამიტომ გადავწყვიტე ჩრდილოეთ კავკასიის მთებში გაგხიზნო, რათა ვერ მოგაგნოს და უსაფრთხოდ იყო. ასე შევძლებ მამაშენს პირობა შევუსრულო.

-მცხეთელებო, დღეიდან მე თქვენი ერთადერთი მბრძანებელი ვარ! ჩემი ნათესავები თქვენზე გაბატონდებიან . ჩემი სურვილია მცხეთაში ორი ღვთაება აღვმართო. გაცისა და გას ქანდაკებებს მოვაბრძანებ, თქვენ კი მათ თაყვანისცემას გავალებთ.


გავიდა დრო, ფარნავაზი გაიზარდა და დავაჟკაცდა, იგი უბადლო მეომარი და მონადირე გახდა. ერთ დღეს ნადირობისას მას ასეთი რამ შეემთხვა:

- დედა, წუხელ ნადირობისას დიდ განძს მივაგენი. ჩემი დებისა და შენი დახმარებით ეს განძი გამოქვაბულიდან უსაფრთხო ადგილას უნდა გადავმალო. ამ განძით გადავწყვიტე ჯარი დავიქირავო, რათა აზო დავამარცხო და ტახტი დავიბრუნო.


ფარნავაზმა აზოს წინააღმდეგ ომის მზადებისას წერილი მიიღო.
- ჩემო ძმაო, ფარნავაზ, შენ როგორც ქართლის ტახტის კანონიერ მემკვიდრეს, გაღიარებ მე, ქუჯი, ეგრისის მბრძანებელი. შენს გვერდით მიგულე აზოს წინააღმდეგ ბრძოლაში. აზომ დალაშქრა ეგრისი, ააოხრა და დაიპყრო ჩვენი მხარე. ამიტომ ჩვენც გვსურს მისი ბატონობის გადაგდება, ჩვენი ჯარი მზადყოფნაშია. მტრისგან ქვეყნის გათავისუფლების შემდეგ, გავაერთიანოთ ჩვენი სამფლობელოები, შენ მის მეფედ, ხოლო მე ეგრისის ერისთავად დავრჩები.

- სასწრაფოდ შევკრიბოთ ლეკებმა ჯარი, მცხეთის მამასახლისის, სამარას ძმისწული ფარნავაზი, უძლეველი ჭაბუკი გამხდარა. მან აზოზე შურისძიება გადაწყვიტა, ჩვენც შევუერთდეთ და აზოს მიერ დაკისრებული ხარკისგან გავთავისუფლდეთ.

- ჩვენც შევკრიბოთ მეომარი ალან-ოსები. გავერთიანდეთ კავკასიის ხალხები დამპყრობლების წინააღმდეგ, რომლებმაც ხარკი დაგვაკისრეს და მძიმე დღეში ჩაგვყარეს. გადავლახოთ დარიალი და შევუერთდეთ მოძმე ქართველებს!

- ფარნავაზის წერილი მივიღე, აღმოსავლეთის მბრძანებელს მიწოდებს მე ანტიოქოსს და დახმარებას მთხოვს აზოს წინააღმდეგ ბრძოლაში. აზოს ჩემი მტრები, ბერძნები ეხმარებიან. აზო მე არ მაღიარებს, არ მემორჩილება, ამიტომ გადავწყვიტე ფარნავაზს დავუჭირო მხარი და აზოს წინააღმდეგ ბრძოლაში მივეხმარო. მას სომხებს გავუგზავნი, მე მას ჩემს შვილად ვაღიარებ და მეფის გვირგვინსაც გავუგზავნი.



- ძმაო ფარნავაზ, ანტიოქოსმა ეს გვირგვინი შენ გამოგიგზავნა. ის შენ მეფედ გაღიარებს. ჩვენ. სომხები შენს დასახმარებლად მან გამოგვზავნა. ჩვენ, როგორც სელევკიდური სირიის მოკავშირეები ვემორჩილებით მის ბრძანებას და თქვენს გვერდით ვართ.

- ბერძნები აზოს დავუჭერთ მხარს, ქართლი და კოლხეთი ჩვენთვის სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს. ჩვენ აქ კოლონიები დავაარსეთ, მასთან ვვაჭრობთ, ფინანსურ სარგებელს ვნახულობთ. ამ ადგილის დაკარგვით ბერძნები გავლენას დავკარგავთ კავკასიაზე. ანტიოქოსს ვერ დავუთმობთ მას.

გაიმართა ფიცხელი ომი და აღსრულდა სამართალი! ფარნავაზმა სძლია მტერს! ბრძოლის ველზე აზო უსულოდ დაეცა.


-დღეიდან ქართლი თავისუფალია, მე მისი კანონიერი მმართველი ვარ. ქართლის სამეფოს დაარსებას ვაცხადებ, მე კი მისი პირველი მეფე ვარ, რომელსაც ჩემი ხალხი და თვით ანტიოქოსიც, აღმოსავლეთის მპყრობელი, მაღიარებს. მსურს კავკასიის ხალხებთან მჭიდრო კავშირი შევქმნა და დინასტიური ურთიერთობა დავამყარო. დურძუკთა ბელადს ულამაზესი ქალიშვილი ჰყავს. მას მე ბავშვობიდან ვეტრფი, მსურს მასზე ვიქორწინო.


-დურძუკმა ხალხმა და მამაჩემმა, მათმა ბელადმა, გადაწყვიტა ჩემი გათხოვება თქვენზე. ამ ქორწინებით მჭიდრო კავშირს შევქმნით ჩვენს ერებს შორის და შევძლებთ ძალების გაერთიანებას მტრის წინააღმდეგ. ასევე, მინდა გამოგიტყდეთ, მას შემდეგ რაც დედამ ჩვენს მთებში გადაგმალათ, არაერთხელ შევხვედრილვართ, მეც მაქვს თქვენს მიმართ დიდი სიმპატია.

- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors


- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(3)
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $7.59+) -
BUY THIS BOOK
(from $7.59+) - DOWNLOAD
- LIKE (3)
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE(3)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!