
1. ლიზი კონიაშვილი
2. თამარ სუხიაშვილი
3. მათე ახვერდაშვილი
4. ანასტასია სუხაშვილი
5. ანი პაპუნაშვილი
6. მაიკო როჭიკაშვილი
7. ელენე შიოშვილი
8. ბარბარე გაგნიაშვილი
9. თაზო მახარიკაშვილი

10. მარიამ როსტომაშვილი
11. დაჩი ბერიძე
12. ელენე ბაქარაშვილი
13. ნატალი ტაბახმელაშვილი
14. ნიკოლოზ როსტომაშვილი
15. მონიკა ბურდული
16. გიორგი ახვერდაშვილი
17. ლუკა დათუნაშვილი
კატო და კატა
(კითხულობს ლიზი კონიაშვილი)
ბანზე პურის მარცვლები ეყარა. ახლოს კატა იწვა, თვალები დახუჭული ჰქონდა, კუდი გადაგდებული.

ჩიტის ბარტყს ეგონა, კატას სძინავსო და ახლოს დაუჯდა მარცვლების ასაკენკად.

ბედად იმავე ბანზე კეთილი კატო წინდას ქსოვდა. იმან კარგად იცოდა კატის ეშმაკობა. შეეცოდა გამოუცდელი ბარტყი, აუქშია, გააფრთხო და გადაარჩინა კატის კლანჭებს.

მერცხალი და მეცხვარე
(კითხულობს თამარ სუხიაშვილი)
ზამთარი იწურებოდა.
ახმაურდნენ ნაკადულები.
ენძელებმაც ამოყვეს თავი თოვლიდან.
ერთი მერცხალი დაწინაურდა, თბილი ქვეყნებიდან ადრე დაბრუნდა და ჭიკჭიკი მორთო.

მეცხვარეს ეგონა, ეს არის გაზაფხული დადგაო და ცხვრები დაკრიჭა.

მეორე დღეს კვლავ აცივდა. თოვლი მოვიდა და ყინვამ გაკრეჭილი ფარა კინაღამ გაწყვიტა.
მაშინ მეცხვარემ თქვა:
- ახლა კი ვხედავ, რომ ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო.

ირემი
(კითხულობს მათე ახვერდაშვილი)
ირემმა ჩაიხედა წყალში და თავისი ჩრდილი დაინახა. ძალიან მოეწონა თავისი გრძელი და ტოტიანი რქები. მერე ფეხებზე დაიხედა და თქვა: რა ლამაზი ვიქნებოდი, ეს წვრილი და თხელი ფეხები რომ არ მაუშნოებდნენო.

უცებ გამოხტა ლომი და გაექანა ირმისაკენ. ირემი ტრიალ მინდორზე ისარივით გაფრინდა, მაგრამ, როცა ტყეში შევარდა, რქები ხის ტოტებში გაეხლართა და ლომმა დაიჭირა.

იღუპებოდა ირემი და ამბობდა:
- აი, შე სულელო ჩემო თავო, რასაც იწუნებდი, იმათ ხიფათს გადაგარჩინეს და რაც მოგწონდა, იმათ კი დაგღუპესო.

ორი მეგობარი და დათვი
(კითხულობს ანასტასია სუხაშვილი)
ორი მეგობარი გზაზე მიდიოდა. შემოხვდათ დათვი. ერთი მაშინვე ხეს ეცა, ავარდა ზედ და ფოთლებში დაიმალა.
მეორემ კი, მარტოდ დარჩენილმა, სხვა რომ ვეღარაფერი მოიფიქრა, წაიქცა მიწაზე და თავი მოიმკვდარუნა.

მოვიდა დათვი და გულზე ყური დაადო მწოლიარეს.
კაცმა სული შეიგუბა. იცოდა, რომ დათვი მკვდარს არ ერჩოდა. მართლაც დათვს არაფერი დაუშავებია, ისე წავიდა.

როგორც კი ის მიეფარა თვალს, ჩამოვიდა ხეზე ასული და კაცს ჰკითხა:
- რა იყო, დათვი ყურში რას გეჩურჩულებოდაო?
- მირჩია, არასდროს დავუმეგობრდე მას, ვინც გაჭირვებისას ღალატი იცისო, - უპასუხა გადარჩენილმა.

ჩურჩხელები
(კითხულობს ანი პაპუნაშვილი)
დედამ დიდ ქვაბში თათარა მოადუღა.უხარიათ ქეთის, ნინოს, ლადოსა და საბას. სიხარულისგან ხტიან და მღერიან. დედამ მათ ბევრი ჩურჩხელა ამოუვლო. ორი სარი უკვე გაავსეს ჩურჩხელით.

სად იყო, სად არა, ეზოში შაქროს თხა გაჩნდა. თხა ჩურჩხელებისაკენ გაეშურა და ერთი ჩურჩხელა კიდეც იგემა.

ბავშვებმა ყვირილი ატეხეს. საბა თხას გამოუდგა. თხა კიკინით გორაკზე ავარდა.

მუდამ მწვანე ხეები
(კითხულობს მაიკო როჭიკაშვილი)
ერთმა შოშიამ ფრთა მოიტეხა და ამხანაგებს თბილ ქვეყნებში ვერ გაჰყვა.
ფრთამოტეხილი შოშია მიფრინდა მუხასთან და სთხოვა:
- ძლიერო მუხავ! შეიძლება, ზამთარი შენს ტოტებზე გავატარო?
- მალე ფოთლები დამცვივდება და ჩემი ტოტები ბინად არ გამოგადგება, - მიუგო მუხამ.

დაღონებულმა ჩიტუნამ ცაცხვისაკენ გასწია.
- ფოთლები მეც ჩამომცვივა და სიცივისაგან ვერ დაგიფარავ, - მიუგო ცაცხვმა.

- მოდი ჩემთან, ჩიტუნია, - ალერსით ჩამოსძახა ნაძვმა, - ჩემს ტოტებში გაატარე ზამთარი.
მალე ცივმა ქარმა დაუბერა. მუხისა და ცაცხვის ფოთლები ქარს აქეთ-იქით მიჰქონდა. ნაძვს კი მთელი ზამთარი
წიწვი არ გასცვენია და შოშიას სითბო არ მოჰკლებია.

ჯიუტი თხები
(კითხულობს ელენე შიოშვილი)
მდინარეზე ვიწრო ხიდი იყო გადებული. ამ ხიდზე ორი ჯიუტი თხა შეხვდა ერთმანეთს.
გვერდის აქცევა ვერ მოხერხდებოდა. ერთ-ერთს გზა უნდა დაეთმო.

- უკან დაიხიე! - უთხრა ერთმა მეორეს.
- ნურას უკაცრავად! რატომ უნდა დავიხიო? მე პირველი ამოვედი ამ ხიდზე. შენ თვითონ დაიხიე! - შეეპასუხა მეორე.

არც ერთს არ უნდოდა უკან დახევა. მოუვიდათ ჩხუბი. რქებით დაეჯახნენ ერთმანეთს.
ჯიუტმა თხებმა თავი ვეღარ შეიმაგრეს და ორივე თავდაყირა გადაეშვა წყალში.

ალექსი და აქლემი
(კითხულობს ბარბარე გაგნიაშვილი)
პატარა ალექსის აქლემი არასოდეს ენახა. მინდორში გავიდა და დაინახა მწოლიარე აქლემი.

ალექსი ძლიერ გამბედავი ბავშვი იყო. გაექანა და აქლემზე შეჯდა.

აქლემმა ადგომა დაიწყო. ალექსი ძალიან მაღლა-მაღლა მიიწევდა. ეგონა, ზეცისკენ მივყავარ ამ აქლემსაო და დაიძახა: მშვიდობით, ჩემო საყვარელო დედ-მამაო.

ხეების კამათი
(კითხულობს თაზო მახარიკაშვილი)
ერთხელ ხეები წაკამათდნენ, არა მე გჯობივარ, არა მეო.
მუხამ დაიკვეხნა:
- მიწაში ღრმად მიდგას ძლიერი ფესვები, ტოტები ცამდე მაქვს აწვდილი და ქარიშხალიც ვერას მაკლებსო.

ვაშლის ხემ ბაღიდან გამოსძახა:
- ძმობილო, ტყუილად ტრაბახობ. შენს ნაყოფს მხოლოდ ღორები თუ იკადრებენ, ჩემი ნაყოფი კი მეფის სუფრასაც დაამშვენებსო.

ფიჭვმა ორივეს ასე უპასუხა:
- თქვენ ზამთარში ფოთლები გცვივათ. მე კი მაშინაც ხასხასა წიწვებით შემოსილი ვარ. ჩემი გირჩებით გლეხის ღუმელსაც ვაგიზგიზებ და სახლსაც ვანათებო.

- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $8.79+) -
BUY THIS BOOK
(from $8.79+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!