
თბილისიდან რომ აღმოსავლეთისკენ წახვიდეთ მივადგებით ცივ მთას. ცივი მთიდან რომ გადაიხედო დაინახავ კახეთის ველს და მდინარე ალაზანს, რომელიც კახეთს ორ ნაწილად ყოფს გაღმა მხარე და გამოღმა მხარე. გაღმა მხარეს ესაზღვრება დაღესტანი.


აქ ყვაოდა სოფელი ვაშლოვანი. ვაშლოვანის ნაპირას, იდგა ორ სართულიანი სასახლე. ეს სასახლე ეკუთნოდა თავად ზურაბ ქართველაძეს, მის მეუღლეს ერქვა მაგდანი, ხოლო მის ერთადერთ შვილს ქეთო. მეტად ლამაზი ბავშვი იყო. ქეთოს უყვარდა თავისი დედის სიმღერა.დედ-მამას მასზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ.
კახეთში ხშირად დაიარებოდნენ ლეკები. ტკბილი განწყობა არსებობდა დაღესტანსა და საქართველოს შორის.
ისინი მტრები გახდნენ რაც ლეკები მაჰმადიანები გახდნენ და ქართველები მართმადიდებლები.
სოფელ ვაშლოვანში სავაჭროდ დაიარებოდა ორი უშნო ადამიანი. ისინი ისეთი წყალწაღებულები იყვნენ, რომ თვითონ ლეკები ცუდად ექცეოდნენ.

ერთხელ ლეკებმა ბევრი იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ თავადის ქალიშვილი მოეტაცებინად. სასახლესთან ტყის მხრიდან მივიდნენ და ქეთო გაიტაცეს.
ქეთოს დედ-მამას ეგონათ, რომ ქეთო და ძიძა მეზობელთან იყვნენ. დაღამდა და ბავშვი არსად ჩანდა შეშინებულმა მშობლებმა დაიწყეს ძებნა.
ბოლოს ძიძას მიაგნეს ტყეში.


შეშფოთებულმა ძიძამ მშობლებს უამბო რომ ქეთო ლეკებმა გაიტაცეს. სად არ ეძებეს თავადმა და მისმა რაზმა მაგრამ ქეთო ვერსად იპოვეს. სახლში კი ხელცარიელები დაბრუნდნენ.
ლეკებმა ქეთო გაატარეს დაღესტნის დიდ სოფელში. ამ სოფელში ცხოვრობდა ნაიბი, რომელსაც შვილი არ ჰყავდა. გადაწყვეტილი ჰქონდათ ბავშვი ეშვილებინათ. პატარა ქეთო ძლიერ მისუსტებული იყო. ნაიბის ცოლმა ლეკებს უთხრა რას ითხოვდნენ გოგონას სანაცვლოდ. ლეკებმა კი ქალბატონს უთხრეს რომ საჩუქრად მიეღოთ.
ნაიბმა ლეკებს ოქროთი სავსე ქისა მისცა. ნაიბის და მისი ცოლის ალერსმა, სიყვარულმა ქეთოს დაავიწყებინა ძველი დრო.

ორი-სამი წლის შემდეგ ქეთო თავის ნამდვილ მშობლებად ნაიბს და მის ცოლს მიიჩნევდა.
ღვიძლი დედ-მამის კვალი მთლიანად იყო წაშლილი. ქეთო მხოლოდ დიდხანს ვერ ივიწყებდა დედის მშვენიერ ხმას, ესეც დაივიწყა ოღონდ ყველაზე გვიან.
რას ფიქრობდა ამ დროს ქეთოს დედ-მამა? მათ არ იცოდნენ სად წაიყვანეს ლეკებმა ქეთო. ამასობაში გავიდა სამი, ოთხი წელიწადი. ბოლოს ერთმა ლეკმა მიუტანა ამბავი, ნაიბს ჰყავს ქეთო და ზრდის როგორც საკუთარ შვილს. ნაიბს შეუთვალეს, რომ მათი შვილი მოიტაცეს და ევედრებოდნენ მის დაბრუნებას. ნაიბმა კი შეუთვალა რომ მას და მის ცოლს ძლიერ უყვარდათ ქეთო და ქეთოსაც აღარ ახსოვდა ისინი. ამ პასუხის შემდეგ ზურაბს სხვა გზა არ ჰქონდა ქეთო ძალით უნდა დაეხსნა, ძალით რომ ვერაფერი შეძლო შემდეგ მიმართა ერთ ხერხს.
ხმა გააგდო, რომ ქეთოს დაბრუნება აღარ უნდოდა. ეს ხმა ნაიბის ყურამდე მივიდა. ამ ამბის მერე ორი წელიწადი ქართველაძისგან ჩამიჩუმიც არ ისმოდა და ქეთოსაც მეტი თავისუფლება მიეცა.
ქეთოს მოტაცებიდან მეათე გაზაფხულიც დადგა.
ტყე შეფოთლილი იყო და ადვილი იყო ნაიბის სახლამდე მისვლა. ზურაბმა გაიგო რომ ქეთო ერთ ქალთან დადიოდა ყოველდღე. მამამ როდესაც დაინახა ქალიშვილი გული უზომო სიხარულით აევსო. როდესაც მამა ქეთოს სთხოვა გაყოლა მან წივილ-კივილი დაიწყო. ნაიბმა გაიგო ქეთოს მოტაცება და მდევარი დაიბარა.
- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(1)
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $5.59+) -
BUY THIS BOOK
(from $5.59+) - DOWNLOAD
- LIKE (1)
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE(1)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!