ერთად ამოვხსნათ
"გუდაურის საიდუმლო" !





სარჩევი
I. გუდაურის საიდუმლო
II. გადაადგილების საშუალებები გუდაურში
III. გუდაური, როგორც კურორტი I
IV. გუდაური, როგორც კურორტი II
V. გუდაურის გამოჩენილი ადამიანები
VI. გუდაურის დასახლება
VII. გუდაურის სიძველეები
VIII. გუდაურის, როგორც კურორტის აღმოჩენა
XI. ზღაპარი გუდაურზე
X. ინტერვიუ ბუნების მასწავლებელთან
XI. ლეგენდა - ლომისის მთაზე
XII. მითები, ლეგენდები და თქმულებები
გუდაურზე
XIII. მოსახლეობა
XIV. სათხილამურო ტრასები გუდაურში
XVI. სამეურნეო საქმიანობა
XVII. სახიფათო ადგილები გუდაურში
XVIII. სკოლა გუდაურში
XIX. სრიალის სახეობები გუდაურში
XX. ტაძრები გუდაურში
XXI. ტრასების სახელები გუდაურში
XXII. ციხე- სიმაგრეები
"გუდაურის საიდუმლო"
1.მდებარეობა ზღვის დონიდან 2200მ (მზესთან სიახლოვე)
2. ალპური ზონა, თოვლიანი მთები
3.მრავალფეროვანი და ექსტრემალური ტრასები
4.საბაგირო გზის არჩევანი
5.სრიალის სახეობების არჩევანი
6.პარაპლანით ფრენა
7.ულამაზესი ხედები (ზღაპრული სამყარო)
8. ჯანსაღი სპორტი (ჯანსაღი საკვები)
9.სათავგადასავლო დღეები, ღიმილიანი სახეები (ყველა ბედნიერია)
10.კმაყოფილი დამსვენებელი
გადაადგილების საშუალებები გუდაურში
წინათ გუდაურში ძირითადად ცხენებით გადაადგილდებოდნენ, რადგან თითქმის ყველა ოჯახს ჰყავდა. ცხენით მიჰქონდათ ოჯახებში სურსათ-სანოვაგე სხვა სოფლებიდან. ცხენით დადიოდნენ ცხვრის სამწყემსავად, უფრო მაღალ მთებში.
ახლა კი გუდაური ტურისტული ზონაა, შესაბამისად გადაადგილების საშუალებებიც მოთხოვნილების მიხედვით იცვლება:კერძო ავტომობილები, სამარშუტო ტაქსები, ავტობუსები, ღია და დახურული საბაგირო გზები, ბურანები, თხილამურები, სნოუბორდები, ციგურები და ციგები.
როდესაც იმართება საერთაშორისო თუ სამოყვარულო შეჯიბრებები, მაგ დროს ვერტმფრენის ხმასაც ხშირად გაიგებთ.
I. გუდაური, როგორც კურორტი
გუდაური - სამხრეთ კავკასიის ყველაზე დიდი ზამთრის კურორტია . კურორტის აღიარება კლიმატურმა პირობებმა განაპირობა. ასევე, ხელსაყრელმა რელიეფმაც.
გუდაურის პოპულარობა საქართველოს სამხედრო გზამ განაპირობა, კურორტი ნებისმიერი ზამთრის სპორტის მოყვარულს დააინტერესებს. იგი თბილისიდან ყველაზე ახლოს მდებარეობს- 120 კმ. გამოირჩევა განსხვავებული, ექსტრემალური ტრასებით.
პირველი კეთილმოწყობილი სასტუმრო გუდაურში 36 წლის წინ, 1988 წელს აშენდა. ეს იყო „მარკო პოლო“, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. მოთხილამურეები მთაზე ხელოვნურად შექმნილი სარწეველებით ადიოდნენ.
საბაგირო გზა ავსტრიული კომპანიის მიერ 198-1990 წლებში აშენდა. ბუგელიანი საბაგირო წლების შემდეგ 2 ადგილიანი სავარძლებით ჩაანაცვლეს . ახლა კი, ტექნიკური პროგრესის შედეგად, კომფორტული და დახურული გონდოლათი შესაძლებელია გადაადგილება.
პირველი შეჯიბრი გუდაურში 1984 წელს 24-25 მარტს ჩატარდა. დაარსებიდან დღემდე კურორტმა რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა. არის 16 საბაგირო და ათობით სასტუმრო.
II. გუდაური, როგორც კურორტი
გუდაური - სამხრეთ კავკასიის ყველაზე დიდი ზამთრის კურორტია . კურორტის აღიარება კლიმატურმა პირობებმა განაპირობა. ასევე, ხელსაყრელმა რელიეფმაც. გუდაურის პოპულარობა საქართველოს სამხედრო გზამ განაპირობა, კურორტი ნებისმიერი ზამთრის სპორტის მოყვარულს დააინტერესებს. იგი თბილისიდან ყველაზე ახლოს მდებარეობს- 120 კმ. გამოირჩევა განსხვავებული, ექსტრემალური ტრასებით. პირველი კეთილმოწყობილი სასტუმრო გუდაურში 36 წლის წინ, 1988 წელს აშენდა. ეს იყო „მარკო პოლო“, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. მოთხილამურეები მთაზე ხელოვნურად შექმნილი სარწეველებით ადიოდნენ.
საბაგირო გზა ავსტრიული კომპანიის მიერ 198-1990 წლებში აშენდა. ბუგელიანი საბაგირო წლების შემდეგ 2 ადგილიანი სავარძლებით ჩაანაცვლეს . ახლა კი, ტექნიკური პროგრესის შედეგად, კომფორტული და დახურული გონდოლათი შესაძლებელია გადაადგილება.
პირველი შეჯიბრი გუდაურში 1984 წელს 24-25 მარტს ჩატარდა. დაარსებიდან დღემდე კურორტმა რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა. არის 16 საბაგირო და ათობით სასტუმრო.

გუდაურის გამოჩენილი ადამიანები
ჩემი გულწრფელი შეხედულებით გუდაურის გამოჩენილი ადამიანი გახლავთ -ჩვენი სკოლის დირექტორი, ბატონი ანზორ ხვედელიძე. ადამიანი, რომელმაც პირველმა დააარსა გუდაურში "სპორტული სკოლა". იმ დროს გუდაურში საგანმანათლებლო დაწესებულებები არ არსებობდა. ბატონი ანზორის დამსახურებით ყველა მოსწავლეს აქვს ხელშეწყობა სათხილამურო ინვენტარზე, რადგან სკოლას აქვს საკუთარი სათხილამურო აღჭურვილობა სრულიად უფასოდ.
სპორტული სკოლა 1994წელს გახდა საჯარო სკოლა და მიენიჭა "ანზორ ხვედელიძის სახელობის გუდაურის საჯარო სკოლის" სახელწოდება.
ბატონ ანზორს დიდი წვლილი მიუძღვის, როგორც თითოეული მასწავლებლის პროფესიულ წინსვლაზე, ასევე სკოლაში არსებულ თბილ კოლეგიალურ გარემოზე. ჩვენი სკოლის დირექტორი ამაყია იმით, რომ "საქართველოს ეტალონი" მოსწავლე-ლუკა ბურდული, ჩვენი აბიტურიენტი მოსწავლეა. ასევე ამაყია იმით, რომ დღეს არსებული საქართველოს და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები ზუსტად გუდაურის სკოლის ყოფილი მოსწავლეები არიან: ალექს ბენიაიძე, ნინო წიკლაური, ლუკა ჩოფიკაშვილი.
გუდაურის დასახლება
გუდაურის შემდეგ, სტეფანწმინდისკენ არის თრუსოს ხეობა, სადაც წინათ ოსების სოფლები იყო. ამ ხეობიდან საქონელზე ყაჩაღობის მიზნით, ხშირად იპარებოდნენ ოსები გუდაურისკენ, რამდენიმე ოსმა გადაწყვიტა არაგვის ხეობაზე ჩასახლება, კერძოდ "ურმისოფელში". დაბლა, ჭალაზე მდინარე არაგვმა, გამორიყა მათი სახლის მშენებლობის ნარჩენი ბევრი ხის ნაფოტი. ამ ნაფოტის ნახვის შემდეგ, დაინტერესდა არაგვის ერისთავი და მიადგა უნებართვოდ შემოსულ ოსების 4 ოჯახს. მათ ითხოვეს ცხოვრების უფლება და ისინი, არაგვის ერისთავმა დაასახლა ღუდას ხეობაში.
რამდენიმე წლის შემდეგ, გუდაურის გარშემო გაშენდა ოსური სოფლები: ნეფისკალო, ერევანა, მექეთი, წინა განისა, უკანა განისა, ჩალაგიანი, ცოკურიანი, კუმლისციხე. სოფლების მიხედვით გაშენდა ოსური გვარებიც: ჩალაგოვი, ცოკუროვი, ჯავაევი, დუდაევი, გზივაევი და კოკაევი. დღესდღეობით ამათგან მხოლოდ ნასახლარები და საფლავის ქვებიღა არის შემორჩენილი პოლიტიკური არეულობის დროს ისინი გადაასახლეს ვლადიკავკაზში (ორჯონიკიძეში).
გუდაურის სიძველეები
გუდაურის სიძველეებიდან გამოირჩევა 1983 წელს აშენებული მონუმენტური ძეგლი. ეს ძეგლი უნიკალური არქიტექტურის ნიმუშია იგი წრიული ფორმის გადასახედი პლატფორმაა. შედგება რამდენიმე თაღისგან. მას ირგვლივ ქვის გალავანი ამშვენებს, რომლის კედელიც ფერად მოზაიკას წარმოადგენს. მოზაიკაზე გადმოცემულია ისტორია, სადაც საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი პერიოდი-გეორგიევსკის ტრაქტატის ისტორიაა აღბეჭდილი. ამ მონუმენტიდან გასაოცარი პანორამული ხედები იშლება. ადგილობრივი მოსახლეობა მას პანორამას გადასახედს ვეძახით.
წინათ გუდაურში მხოლოდ სტეფანწმინდა-მლეთის დამაკავშირებელი გზა არსებობდა იდგა მხოლოდ ერთი ფოსტის შენობა, ეს ფოსტის შენობა, მთელ კავკასიაში ყველაზე მაღლა მდებარე ფოსტის შენობად ითვლებოდა.
1887 წელს გუდაურში გაიხსნა მეტეოროლოგიური სადგური და გაჩნდა პირველი მკვიდრო მოსახლე, ეროვნებით ოსი.
გუდაურის, როგორც კურორტის აღმოჩენა
1974 წ. თბილისის ბავშვთა სათხილამურო კლუბის მესვეურთა: ნუკრი კოტრიკაძის, ვახო მიქელაძის და მათი მეგობრების ინიციატივით, სოფ. მლეთის მისასვლელთან, ხევში 250 მეტრიანი საბაგირო დადგეს, მაგრამ მლეთამ არ გაამართლა, ხევი ძალიან სუსხიანი და საშიში აღმოჩნდა. ტემპერატურა -10°-მდე ვარდებოდა, ამიტომ საბაგირო გზა მლეთიდან სეთურებში გადაიტანეს. არც სეთურებში გაჩერდა დიდხანს საბაგირო, რადგან უკვე გუდაურის მთიან რელიეფს აკვირდებოდნენ და წელიწადის ყველა დროს ფერდობებზე შემორჩენილ თოვლის ხანგრძლივობას იკვლევდნენ. საბოლოოდ დადგინდა, რომ გუდაურის ფერდობები უხვთოვლიანია, ქარები არ იცის, მზიანი და თბილია, თოვლი კარგი ხარისხისაა და მაისამდე ძლებს, საბაგირო გზის გუდაურში გადასატანად.
ნუკრი კოტრიკაძემ, ვახტანგ მიქელაძემ და მათმა მეგობრებმა დახმარება ხელისუფლებაში მყოფ სოლიკო ხაბეიშვილს სთხოვეს. "ჩინოვნიკური კანონების ჩარჩოში" სოლიკოს ყველაფერზე ხელი მიუწვდებოდა. მან შეუკვეთა ვერტმფრენი, შეკრიბა მთამსვლელები მოთხილამურეები, გაიყოლა კინოოპერატორი და გუდაურისკენ გაეშურა. თვითონაც მოირგო თხილამური და თავად მოსინჯა გუდაურის ფერდობები. 1979წ.
6 თებერვალი გუდაურის დაბადების დღეა. მალე გუდაურში უცხოელებიც გამოჩნდნენ "დოპელმაიერი" და "ბაუსბეკი"- ს ფირმის წარმომადგენლები და დაიწყო საბაგირო გზების მშენებლობა.
ზღაპარი გუდაურზე
გუდაურის თავზე აღმართულ კლდეს „გუდას“ ეძახდნენ. კლდეს, საშინლად სძულდა გლეხი სოსიკოს და ოსი ქალიშვილის ნინოს ბედნიერება. ბოროტ სულს-გუდას უნდოდა, რომ სოსიკო მოეკლა და როდესაც სოსიკო ნინოსთან ერთად სახლში იყო, ბოროტმა სულმა სახლს კლდის ნაშალი ქვების გროვით კარი ამოუვსო(ამოუქოლა). თავიდან შეყვარებულებმა ვერ შენიშნეს ქვების გროვით ამოვსილი კარი. შემდეგ შიმშილმა შეაწუხათ და ყველაფრის იმედი დაკარგეს. მეოთხე დღეს, ბოროტი სულით შეწუხებული სოსიკო, ქალს მხარზე უკბენს. იმ წამს კარი იღება და საშველად ხალხი მოდის, სოსიკო და ნინო გარეთ გამოდიან უკვე ერთმანეთის მიმართ გრძნობა ჩამქრალნი.
ბოროტმა სულმა გუდამ თავის მიზანს მიაღწია მიზანს, იმდენი იცინა, რომ კლდის ქვებმა, სქელი ღრუბლებივით მთიდან დაიწყეს დაშვება. ახლა გზის მიმდებარედ, ხშირად შეხვდებით გუდას სიცილის დამადასტურებელ ფაქტებს, ანუ ქვის დიდ ლოდებს, ამ ლოდებს, კოხ ქვებს ეძახიან, ხოლო მთებს, საკოხის მთებს. ასეთი დიდი ქვებით წინათ საფლავის ქვებს აკეთებდნენ ახლა კი სამშენებლოდ იყენებენ.
ინტერვიუ ბუნების მასწავლებელთან
გაზაფხულში სტუმრობის დროს ნახავთ ალპური ზონისთვის დამახასიათებელ ჭრელ-ჭრელი ყვავილებით აყვავებულ ულამაზეს მთებს. შეხვდებით ცივ, ანკარა წყაროებს.
აი, შემოდგომა ზღაპრული სანახაობით მოგხიბლავთ. ულამაზესი ფერთა გამა შერწყმულია უკვე საზამთროდ გამზადებულ მთებთან.
გვეწვიეთ გუდაურში და დატკბით ჩვენი კუთხის სილამაზით წელწადის ყოველ დროს.
ინტერვიუზე მუშაობდა:
მოსწავლე - გაგაძე ნინი
მასწავლებელი - ვენერა წიკლაური
ლეგენდა „ლომისის ტაძარზე“
ერთ დროს სპარსელები თავს დასხმიან საქართველოს აუოხრებიათ მთა და ბარი, მათ შორის ქსნისა და არაგვის ხეობებიც.
მტერს ხოროსანში 7000 ქართველი ტყვე წაუყვანია, მოხდა სასწაული და 7 წლის განმავლობაში მათ ქვეყანაში ბავშვი არ დაბადებულა, ცხვარს ბატკანი არ მოუგია და ცხენს კვიცი. როცა საზრდოს მომცემი მომცემი მიწაც გაბერწდა და ქვეყანა სრულმა უბედურებამ მოიცვა, შეძრწუნდნენ მმართველი წრეები, მოიწვიეს მისანი და ამკითხავეს, მან უთხრა: ქვეყანას მანამ არაფერი ეშველება სანამ, 7000 ქართველ ტყვეს არ გაათავისუფლებთ და მათთან ერთად წამოღებულ ხატებს. ხატებს შორის არის ერთი უმთავრესი ლომისის წმ.გიორგის ხატი და იმის მიზეზი არის ყველაფერიო.
შეშინებულ სპარსელებს მოუგროვებიათ საქართველოდან წამოღებული ხატ-ჯვრები და ანთებულ საკირეში ჩაუყრიათ, მაგრამ უვნებელი ლომისის ხატი საკირედან ამოფრენილა, ლომა ხარის რქებზე დაბრძანებულა და ტყვედყოფილ ქართველებს ხართან ერთად სამშობლოსკენ გამოძღოლია.
მანამდე ტყვეები სათითაოდ დაუთვლიათ, დაჰკლებია ერთი მთიული, კოჭლი, ლამაზი ქალი, რომელიც ირანელ დიდებულს ერთ შორეულ პროვინციაში მოახლედ ჰყოლია წაყვანილი.
ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ 7000 ტყვე, ხარის რქებზე დაბრძანებულ ლომისის წმ.გიორგის ხატთან ერთად დაიძრა საქართველოსაკენ. მოდიოდნენ და სადაც კი დაისვენებდნენ, ყველგან ნიშებს აგებდნენ.
ბოლოს ხარი ასულა ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე, დაწოლილა, მომკვდარა და იქვე გარჩეულა. ხატიც იმ ადგილზე დაფრენილა და 7000 ტყვედყოფილს იმ ლომისის მთაზე აუშენებია წმ.გიორგის სახელზე სალოცავი.
მითები, ლეგენდები და თქმულებები გუდაურზე
მთა „საძელე“ არის მიძინებული ვულკანი და შესაძლოა ნებისმიერ დროს ამოიფრქვას.
„შავი კლდე“ ლეგენდა
გოგონა, რომელიც შავ ქედზე სრიალებდა თხილამურით, გარდაიცვალა იმიტომ, რომ სწრაფად მოსრიალე კაცი დაეჯახა. იქ სადაც გოგონამ სული დალია შავი ჯვარი დადგეს. გოგონას დედა გაგიჟდა და ზუსტად იმ ჯვართან დგას, ვინც იმ ადგილას ჩამოსრიალდება ყველას კლავს. ამ ლეგენდის მიხედვით გადაიღეს ფილმი, სახელწოდებით „დაე ითოვოს“.
მოსახლეობა
გუდაურის ამჟამინდელ მოსახლეობას 54 მაცხოვრებელს შეადგენს. დანარჩენი მოსახლე კი დასაქმებული პერსონალია, რომელიც სეზონების მიხედვით სტუმრობენ გუდაურს.
გუდაურის მოსახლეობა მრავალეთნიკურია აქ. ცხოვრობენ და მუშაობენ: ინდოელები, რუსები, უკრაინელები, თურქები და აზერბაიჯანელები.
გუდაურში ყველა ეროვნების ტურისტი ჩამოდის. ჩვენ, მოსწავლეები ვხედავთ და საჭიროების შემთხვევაში ვურთიერთობთ ყველა ეროვნების დამსვენებელთან.
ჩვენს სკოლაში სწავლობენ: თათარი, ბერძენი, დედით რუსი და დედით უკრაინელი მოსწავლეები.
ჩვენ ერთად ტოლერანტულად ვცხოვრობთ.
სათხილამურო ტრასები გუდაურში
კარგი სათხილამურო ტრასების გამზადება (გამართვა) ნამდვილი ხელოვნებაა. ადრე არსებული თოვლის სატკეპნი მანქანები, ახლა უკვე ევროპიდან ჩამოსულმა ტექნიკამ ჩაანაცვლა. ერთი და იგივე ფერდობი შესაძლებელია სხვადასხვა სირთულის ტრასად ვაქციოთ. მთის რელიეფი ისე უნდა გამოიყენო, რომ მოთხილამურის შესაძლებლობები მაქსიმალურად გამჟღავნდეს. ტრასის გამზადების დროს ყველა დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. თოვლის ხარისხიც უნდა გავითვალისწინოთ, ზოგან კარები ,,დახურო“, ზოგან ,,გააღო“. კლაკნილებიც უნდა ჩაურთო, ალმებიც უნდა ჩაასო, მოზომილად უნდა ააგო სლალომისა და გიგანტის ,,კონსტრუქცია“.
ეს ყველაფერი დიდ შრომასთან და რისკებთანაა დაკავშირებული. ყველაზე სასიამოვნო მომენტი დასრულებული, გამზადებული ტრასის დანახვაა, ეს ხომ შემოქმედებითი პროცესია. გაზაფხულობით, თოვლის ნაკლებობის გამო ხშირად მიმართავენ ხელოვნურ გათოვლიანებას, რადგან სეზონი უფრო გაახანგრძლივონ.
სამეურნეო საქმიანობა
წინათ, გუდაურის ტერიტორიაზე მხოლოდ მიწათმოქმედების და მესაქონლეობის დარგები იყო განვითარებული. ცივი კლიმატის გამო ბოსტნეულიდან მხოლოდ კარტოფილის კარგი მოსავალი მოდიოდა. მსხვილფეხა პირუტყვის გარდა, განსაკუთრებულ ადგილს მეცხვარეობა იკავებდა, რადგან ძველად, ყველა ცხვრის მატყლისგან მოქსოვილ შალის წინდებს და ზედატანებს(ფუფეინკებს) ატარებდა.
ახლა კი, გლობალური დათბობის შედეგად უკვე ხეხილმაც მოასწრო ნაყოფის დამწიფება, ოღონდ ნაყოფი მცირე ზომის დარჩა. ესენია: ვაშლი, მსხალი, ჭანჭური, ტყემალი, ტყის პანტა მსხალი, ჟოლო, მაყვალი და ქლიავი.
ბოსტნეულიდან კარტოფილის გარდა, მინდვრის ლობიო, სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო, ხახვი და ნიორი მოჰყავთ.
ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები დაინტერესებულები არიან მეცხენეობით, რადგან ზაფხულობით საცხენოსნო ტურებს მართავენ.
განსაკუთრებულ ადგილს მეფუტკრეობა იკავებს, რადგან გარშემო ულამაზესი მთის ყვავილებით მორთული მინდვრები ფუტკარს იოლად კვებავს.
სახიფათო ადგილები გუდაურში
სახიფათო ადგილი ძირითადად სასრიალო ტრასებზეა. განსაკუთრებით საშიშია კობის სასრიალო ტრასა, რომელიც ძალიან ციცაბოა და წარმოადგენს ზვავსაშიშ ზონას. ზოგიერთ სპორტსმენს გაუკვალავში უყვარს სრიალი და სწორედ ამ დროს ხდება თოვლის ფენის დაცურება. უამინდო და ქარბუქიანი დღის შემდეგ ხშირად საბაგირო გამორთულია, რადგან მოსალოდნელია ზვავის ჩამოსვლა, ასევე გაუარესებულია ხილვადობა და მოსალოდნელია სპორტსმენების გზის აბნევა. ასეთი შემთხვევებიც ხდება გუდაურში, როდესაც მოთხილამურეს გზა აებნა და ხადას ხეობაში ჩასრიალდა. გზა აბნეულ სტუმრებს ,,სკიპატრული“ ეხმარება, ასევე მაშველებიც. სახიფათო ადგილად მიიჩნევა ჯვრის უღელტეხილი, იგი ყველაზე მაღალ ადგილზე მდებადეობს 2379 მ . ამ ადგილზე ხშირია ძლიერი ქარიშხალი, ქარბუქი, რომელიც ტრანსპორტსაც კი აზიანებს. ასევე, სახიფათო ადგილია განისის კანიონი, სადაც დამალული ბილიკებია. ბილიკები წარმოადგენს სამოკლეო გზას, რომელიც ახლა ტყითაა დაფარული და ძალიან საშიშია ამ გზის გამოყენება.
სკოლა გუდაურში
გუდაურში სკოლა არსებობს უკვე 30 წელიწადია. იგი აშენდა 1994 წელს. ანზორ ხვედელიძის და ვახტანგ მიქელაძის დამსახურებით. თავდაპირველად სკოლას „სპორტული სკოლის“ სახელწოდება ჰქონდა. მოგვიანებით კი საჯარო სკოლად გადაკეთდა და მიენიჭა „ანზორ ხვედელიძის სახელობის გუდაურის საჯარო სკოლა“.
სკოლაში იგრძნობა თბილი და კოლეგიალური გარემო , რაც თითოეული მასწავლებლის დამსახურებაა.
გუდაურის საჯარო სკოლაში ამჟამად ასწავლის 11 მასწავლებელი და სწავლობს 56 მოსწავლე.
სკოლის დირექტორმა 2022 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი სკოლაზე, სადაც დაწვრილებით მოგვითხრობს სკოლის ისტორიას.
სრიალის სახეობები გუდაურში
წინათ, დიდ ყურადღებას სათხილამურო სპორტს აქცევდნენ. იქმნებოდა ბავშვთა სათხილამურო კლუბები და ყველა ბავშვს ჰქონდა ხის თხილამური, რომლებზეც ფეხსაცმელები თასმებით იყო შებმული.
ახლა კი სრიალის სახეობებიც გამრავალფეროვნდა და თხილამურს სნოუბორდიც დაემატა. თანამედროვე თხილამური ძალიან დახვეწილი და კომფორტულია, რადგან არჩევანის საშუალება ძალიან დიდია როგორც დამწყები მოსრიალისთვის ასევე სპორტსმენისთვისაც. განსხვავდება ზომითაც და ფორმითაც.
სნოუბორდის შექმნა პავლე ბურდულის სახელთანაა დაკავშირებული, რადგან ის იყო პირველი ქართველი გამარჯვებული სპორტის ამ სახეობაში. მან 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ეს გამარჯვება. ახლა თხილამური მზადდება ლითონისა და ქიმიური პლასტიკატებისგან.
თხილამურზე სრიალის სახელწოდებებია: სლალომი, გიგანტური სლალომი, ფრირაიდი, და ფრისტაილი.
ტაძრები გუდაურში
გუდაურში მოქმედებს „ ამაღლების“ სახელობის ტაძარი. იგი ახალი შენობაა და გარს ულამაზესი ეზო აკრავს. ჩვენს დამრიგებელს ხშირად დავყავართ ამ ეზოში, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. მარინა მასი გვაკეთებინებს ჩანახატებს ულამაზესი პეიზაჟების ფონზე. ბოლოს, ჩვენი ჩანახატი შემოდგომას მივუძღვენით, ახლა კი გაზაფხულის ულამაზეს ხედებს აღვწერთ. სანამ გუდაურის გზას ავუყვებით შეგვხვდება „ლომისის წმინდა გიორგის“ სახელობის ტაძარი, რომელიც მთის მწვერვალზეა აშენებული.
გუდაურის შემდეგ კი ნამდვილი სასწაული, საქართველოს სავიზიტო ბარათი „გერგეტის სამება“, დალოცვილი სალოცავი, სტეფანწმინდაში, მაღალ მტაზე არის აშენებული. ამ სალოცავში მანქანით მისვლა შესაძლებელია .
ტრასების სახელები გუდაურში
გუდაურში ყოველწლიურად მრავალი კონკურსი იმართება. ამ კონკურსში ჩვენი სკოლის ახლანდელი და ყოფილი კურსდამთავრებულები იღებენ მონაწილეობას. ტრასები სხვადასხვა სირთულისა და დასახელებისაა . მაგალითად მეორე ტრასას სოლიკო ხაბეიშვილის საპატივცემულოდ ,, სოლიკო“ დაარქვეს. დანარჩენი ტრასების სახელწოდებებია: ,,პირველი საბაგირო“, ,, ტატრა 1“, ,,ტატრა 2“, ,,კიკილი 1“, ,,კიკილო 2“, ,, სნოუ პარკი“, ,,სპორტული“, ,,გუდაურა“, ,,ახალი გუდაურა“, ,,კუდები“, ,,მოკლე კუდები“, ,,ახალი კუდები“, ,,ძველი კუდები“ და ბოლოს ,, კობი“. ახლანდელი სასრიალო ტრასა ჯამში 70 კმ. აღემატება.
ციხე სიმაგრეები
გუდაურის მიმდებარედ, სოფელ სეთურების თავზე არის მაღალი კოშკი, რომელიც „ცეცხლიჯვარი“ ჰქვია. ეს კოშკი არის მაღალ მთაზე აშენებული. მისი დანიშნულება ძველ დროში, მტრის მოახლოების დროს, ცეცხლით მინიშნება ყოფილა.
როდესაც სეთურებში ცეცხლს ანთებდნენ, მისი ცეცხლის ალი ანანურამდე ჩადიოდაო.
ასეთი დანიშნულების ციხე-კოშკები ხადის ხეობის მხარეზე ბევრი შეგვხვდება: ქოროღოს ციხე, მუღუროს ციხე.
წიგნის შექმნაზე მუშაობდნენ - იდეატორები :
1. ბედოიძე გიორგი
2. ბურდული ბარბარე
3. ბურდული ლუკა
4. ბურდული მიშიკო
5. ბუთხუზი ვასო
6. ბუჩუკური ნიკა
7. გაგაძე ნინი
8. კაიშაური მაშა
9. კონსტანტინოვი მარიამი
10. მამედოვა ფლორა
11. ზაქაიძე მათე 15. ქარჩაიძე ნინი
12. ზაქაიძე ნოე 16. წამალაძე ვასო
13. ზაქაიძე აბო 17. სეთურიძე მაკა
14. ზაქაიძე ბარბარე
მასწავლებელი: მარინა ბურდული
USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მენეჯერი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში: ლია ახალაძე
USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ტრენერი: თამარ შინჯიაშვილი
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები: ელენე ქავთარაძე,
ანა ახალაია


"წარმატებული იდეატორები"




"წერილები"




ჩვენი კლუბი შეიქმნა მარტში, იდეატორობა არის - ძალიან მხიარული და ხალისიანი...
გვაერთიანებს: მე-4, მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეებს.
მარინა მასი, საინტერესო დავალებებს გვაკეთებინებს ....
იდეატორთა სურვილები, შეხედულებები .......
ბიბლიოგრაფია:
I. ვიტალი ქენქაძე - „ლომისის მთავარმოწამე წმინდა გიორგი“ .2008წ.
II. ფოტო-მასალა - https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98
III. ადგილობრივებისგან, მასწავლებლებისგან მიღებული ინფორმაციები, გამოკითხვა, ინტერვიუ
ასე დასრულდა ჩვენი ფერადი თავგადასავალი.
შევეცადეთ, ამოგვეხსნა "გუდაურის საიდუმლო" და ულამაზეს მთებში გვემოგზაურა.
ჩვენს ისტორიას გაგრძელება ექნება ......



- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(1)
-
COMMENT()
-
SHARE
-
BUY THIS BOOK
(from $12.59+) -
BUY THIS BOOK
(from $12.59+) - DOWNLOAD
- LIKE (1)
- COMMENT ()
- SHARE
- Report
-
BUY
-
LIKE(1)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!