სარჩევი:
შესავალი
სამეურნეო საქმიანობა
საცხოვრებელი გარემო
გუდაურის დასახლება(თქმულება)
საქმიანობის ძირითადი სფერო
ტოპონიმები, მიკროტოპონიმები
ტრესების სახელები გუდაურში
ტაძრები გუდაურში
სათხილამურო ტრასები გუდაურში
მოსახლეობა
გუდაური როგორც კურორტი

სარჩევი:
შავი კლდე
სკოლა გუდაურში
გუდაურის მდებარეობა
დასახლება გუდაურში
გართობის საშვალებები გუდაურში
ჩვენ ვართ გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები. ჩვენ USAID საბაზო განათლების პროგრამამ ახალი ინიციატივა შემოგვთავაზა იდიატორთა კლუბი, რომელიც მოსწავლეებს უბიძგებს ჩამოყალიბდნენ ინოვატორებად. ჩვენ პროგრამა storyjumper-ის გამოყენებით შევქმენით მოკრძალებული წიგნი. ახლა კი მინდა გაგაცნოთ თითეული ბავშვის მოძიებული ინფორმაცია.
მეოთხე კლასის მოსწავლის მაკა სეთურიძის მოძიებული ინფორმაცია:
სამეურნეო საქმიანობა
წინათ, გუდაურის ტერიტორიაზე მხოლოდ მიწათმოქმედების და მესაქონლეობის დარგები იყო განვითარებული. ცივი კლიმატის გამო ბოსტნეულიდან მხოლოდ კართოფილის კარგი მოსავალი მოდიოდა. მსხვილფეხა პირუტყვის გარდა, განსაკუთრებულ ადგილს მეცხვარეობა იკავებდა, რადგან ძველად, ყველა ცხვრის მატყლისგან მოქსოვილი შალის წინდებს და ზედატანებს (ფუფეინკებს) ატარებდა.
ახლა კი, გლობალური დათბობის შედეგად უკვე ხეხილმაც მოასწროს ნაყოფის დამწიფება, ოღონდ ნაყოფი მცირე ზომის დარჩა. ესენია: ვაშლი, მსხალი, ჭანჭური, ტყემალი, ტყის პანტა მსხალი, ჟოლო, მაყვალი და ქლიავი.
ბოსტნეულიდა კართოფილის გარდა, მინდვრის ლობიო, სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო, ხახვი და ნიორი მოჰყავთ.
ადგილობრვი მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები დაინტერესებულები არიან მეცხენეობით,რადგან ზაფხულობით საცხენოსნო ტურებს მართავენ.
განსაკუთრებულ ადგილს მეფუტკრეობა იკავებს, რადგან გარშმო ულამაზესი მთის ყვავილებით მორთული მინდვრები ფუტკარს იოლად კვებავს.
მეოთხე კლასის მოსწავლის ფლორა მამედოვას მოძიებული ინფორმაცია:
საცხოვრებელი გარემო
წინათ საცხოვრებელი სახლები, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ქვითკირით იყო ნაგები. ასევე ცალკე უშენებდნენ საქონლის სადგომს და ათბუნებდნენ მას, საქონლის გამოსაზამთრებლად.
საცხოვრებელი სახლები ძირითადად შუშაბანდიანი იყო. იშვიათად ნახავდით ორსართულიან სახლს.
ახლა საცხოვრებელი გარემო ძალიან კომფორტულად მოწყობილია. მესაქონლეობა ჩაანაცვლა ტურიზმის სფერომ და ყველა ცდილობს საკუთარის სახლი საოჯახო სასტუმროდ გადააკეთოს.
აშენდა მრავალსართულიანი კორპუსები, გაჩნდა სამუშაო ადგილები. გაუმჯობესდა მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა.
მეოთხე კლასის მოსწავლის ლუკა ბურდულის მოძიებული ინფორმაცია:
გუდაურის დასახლება (თქმულება)
გუდაურის შემდეგ, სტეფანწმინდისკენ არის თრუსოს ხეობა, სადაც წინათ ოსების სოფლები იყო.
ამ ხეობიდან საქონელზე ყაჩაღობის მიზნით, იპარებოდნენ ოსები გუდაურისკენ. რამდენიმე ოსმა გადაწყვიტა არაგვის ხეობაზე ჩასახლება, კერძოდ ,,ორმისოფელში"
დაბლა, ჭალაზე მდინარე არაგვმა, გამორიყა მათი სახლის მშნებლობის ნარჩენი ბევრი ხის ნაფოტი. ამ ნაფოტის ნახვის შემდეგ, დაინტერესდა არაგვის ერისთავი და მიადგა უნებართვოდ შემოსულ ოსებს 4 ოჯახს. მათ ითხოვეს ცხოვრების უფლება და ისინი, არაგვის ერისთავმა დაასახლა ღუდას ხეობაში.
რამოდენიმე წლის შემდეგ, გუდაურის გარშემო გაშნდა ოსური სოფლები:
ნეფისკალო,ერევანა,მექეთი, ღუდა, წინა განისა, უკანა განისა, ჩალაგიანი,ცოკურიანი,კუმლისციხე. სოფლების მიხედვით გაშნდაოსური გვარებიც: ჩალაგოვი, ცოკუროვი, ჯავაევი, დუდაევი, გზივაევიდა კოკაევი.
დღესდღეობით ამათგან მხოლოდ ნასახლარები და საფლავის ქვებიღა არის შემორჩენილი პოლიტიკური არეულობის დროს ისინი გადაასახლეს ვლადიკავკაზში (ორჯონიკიძეში)
მეოთხე კლასის მოსწავლის მიშიკო ბურდულის მოძიებული ინფორმაცია:
საქმიანობის ძირითადი სფერო
გუდაურში საქმიანობის ძირითად სფეროს მცირე მეწარმეობა წარმოადგენს.
ადგილობრივი მოსახლეობა დაკავებულია ვაჭრობით.
სასურველი და ჭარბი მოსავლის შემთხვევაში მოსახლეობა ადგილზევე, სასტუმროებში ახდენს რეალიზაციას.
ახალგაზრდა თაობა დაკავებულია (ვიზიტორებთან) დამსვენებლებთან შეთანხმებულ გასართობი საშუალების გაქირავებაზე. კერძოდ, თხილამურს ან სნოუბორდის სწავლება, ბურანით და პარაპლანით ფრენა.
მოსახლეობა ცდილობს, კერძო სახლები სასტუმროებად გადააქციოს და ზამთარ-ზაფხულ სულ გაქირავებული ჰქონდეს. უმეტესობას ასეთი შემოსავლის წყარო უკვე გააჩნია.
მეოთხე კლასის მოსწავლის მაშა სეთურიძის მოძიებული ინფორმაცია:
ტოპონიმები, მიკროტოპონიმები
სოფლის სახელები საიდანაც გუდაურის სკოლაში დადიან ბავშვები
ლაკათხევი სეთურები მთები:
ქვეშთი ქუმლისციხე საძელე განისა
ბედონი გუდაური საკოხე კობი
ხადა ცეცხლიჯვარი ღუდა
არახვეთი ჯვრის უღელტეხილი წითელი მთა
მლეთა ბიდარა
ზაქათკარი ვარცლა
ჯაღამიანი ჩირდილები
ერეთო
მწვერვალები:
დედაენის მწვერვალი
ცხრაძმულას მწვერვალი
გვარები:
ბურდული ბუთხუზი
სეთურიძე ნაზღაიძე
ჯაღამაიძე გაგაძე
წამალაიძე ბუჩუკური
ზაქაიძე კაიშაური
ქუმსიშვილი
ქარჩაიძე
ბედოიძე
ბენიაიძე
მეოთხე კლასის მოსწავლის მათე ზაქიძის მოძიებული ინფორმაცია:
ტრასების სახელები გუდაურში
გუდაურში ყოველწლიურად მრავალი კონკურსი იმართება. ამ კონკურსში ჩვენი სკოლის ახლანდელი და ყოფილი კურსდამთავრებულები
იღებენ მონაწილეობას.
ტრასები სხვადასხვა სირთულის და დასახელების არის. მაგალითად მეორე ტრასას სოლიკო ხებეიშვილის საპატივსაცემოდ ,,სოლიკო“ დაარქვეს
დანარჩენი ტრასების სახელწოდებები:
პირველი საბაგირო ახალი კუდები
ტატრა 1 საძელე
ტატრა 2 კობი
კიკილო 1 სოლიკო
კიკილო 2
სნოუ პარკი
სპორტული
გუდაურა
ახალი გუდაურა
კუდები
მოკლე კუდები
უკანა კუდები
ძველი კუდები
ახლანდელი სასრიალო ტრასა ჯამში 70კმ აღემატება
მეოთხე კლასის მოსწავლის ვასო ბუთხუზის მოძიებული ინფორმაცია:
ტაძრები გუდაურში
ამჟამად გუდაურში მოქმედებს ,,ამაღლების" სახელობის ტაძარი. იგი ახალი შენობაა და ლამაზად გაკეთებული ეზო აკრავს. ჩვენს დამრიგებელს ხშირად დავყავართ ამ ეზოში, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება.
მარინა მასი გვაკეთებინებს ჩანახატებს ულამაზესი პეიზაჟების ფონზე. ბოლოს, ჩვენი ჩანახეტი შემოდგომას მივუძღვენით. ახლა კი გაზაფხულის ულამაზესი ხედებს აღვწერთ.
სანამ გუდაურის გზას ავუყვებით შეგვხვდება ,, ლომისის წმინდა გირგის" სახელობის ტაძარი სოფ.მლეთაში. იგივე სახელობის ტაძარის, მთის წვერზეც არის აშნებული.
გუდაურის შემდეგ კი ნამდვილი სასწაული საქართველოს სავიზიტო ბარათი ,, გერგეტის სამება", დალოცვილი სალოცავი, სტეფანწმინდაში, მაღალ მთაზე არის აშნებული. ამ სალოცავში მანქანით მისვლა შესაძლებელია.
მეხუთე კლასის მოსწავლის ვასო წამალაიძის მოძიებული ინფორმაცია:
სათხილამურო ტრასები გუდაურში
კარგი სათხილამურო ტრასების გამზადება (გამართვა) ნამდვილი ხელოვნებაა. ადრე არსებული თოვლის სატკებნი მანქანები, ახლა უკვე ევროპიდან ჩამოსულმა თანამედროვე ტექნიკამ ჩაანაცვლა. ერთი და იგივე ფერდობი შესაძლებელია სხვადასხვა სირთულის ტრასად ვაქციოთ.
მთის რელიეფი ისე უნდა გამოიყენო რომ მოთხილამურის შესაძლებლობები მაქსიმალურად გამჟღავდეს. ტრასის გამზადების დროს ყველა დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. თოვლის ხარისხი უნდა გავითვალისწინოთ, ზოგან კარები ,,დახურო", ზოგან ,,გააღო".
კლაკნილებიც უნდა ჩაურთო, ალმებიც უნდა ჩაასო. მოზომილად უნდა ააგო სლოლომისა და გიგანტის ,,კონსტრუქცია". ეს ყველაფერი დიდ შრომასთან და რისკებთანაა დაკავშირებული. ყველაზე სასიამოვნო მომენტი დასრულებული, გამზადებული ტრასის დანახვაა. ეს ხომ შემოქმედებითი პროცესია.
გაზაფხულობით, თოვლის ნაკლებობის გამო ხშირად მიმართავენ ხელოვნურ გათოვლიანებს, რადგან სეზონი უფრო გაახანგრძლივონ.
მეხუთე კლასის მოსწავლის მარიამ კონსტანტინოვის მოძიებული ინფორმაცია:
მოსახლეობა
გუდაურის ამჟამინდელ მოსახლეობას 54 მაცხოვრებელი შეადგენს. დანარჩენი მოსახლეობა კი გუდაურში დასაქმებული პერსონლაია, რომლებიც სეზონების მიხედვით სტუმრობენ გუდაურს.
გუდაურის მოსახლეობა მრავალეთნიკურიააქ. ცხოვრობენ და მუშაობენ ინდოელები, რუსები, უკრაინელები, თურქები და აზერბაიჯანელები.
გუდაურში ყველა ეროვნების ტურისტი ჩამოდის. ჩვენ, მოსწავლეები ვხედავთ და საჭიროების შემთხვევაში ვურთიერთობთ ყველა ეროვნების დამსვენებელთან.
ჩვენს სკოლაში სწავლობენ სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები.ჩვენ ერთად ტოლერანტულად ვცხოვრობთ.
მეხუთე კლასის მოსწავლის ნინი ქარჩაიძის მოძიებული ინფორმაცია:
გუდაური, როგორც კურორტი
გუდაური-სამხრეთ კავკასიის ყველაზე დიდი ზამთრის კურორტია.
კურორტის აღიარება კლიმატურმა პირობებმა განაპირობა. ასევე ხელსაყრელმა რელიეფმაც.
გუდაურის პოპულარობა საქრთველოს სამხედრო გხამ განაპირობა.
კურორტი ნებისმეიერი ზამთრის სპორტის მოყვარულს დააინტერესებს. იგი თბილისიდან ყველაზე ახლოს მდებარეობს - 120კმ.
გამოირჩევა განსხვავებული, ექსტრემალური ტრასებით და ულამაზესი პლათმორმებით.
პირველი კეთილმოწყობილი სასტუმრო გუდაურში აშენდა 1988 წელს. ეს იყო,,მარკო პოლო" დღესაც ფუნქციონერებს. მოთხილამურეები მთაზე ხელოვნურად შექმნილი სარწევლებით ადიოდნენ/საბაგირო გზა ავსტიული კომპანიის მიერ 1988-1990 წლებში აშენდა. ბუგელიანი საბაგირო წლების შემდეგ 2 ადგილიანი სავარძლებით ჩაანაცვლეს. ახლა კი ტექნიკური პროგრესის შედეგად კომფორტული და დახურული გონდოლით შესაძლებელია გადაადგილება.
პირველი შეჯიბრი გუდაურში 1984 წლის 24-25 მარტს ჩატარდა. დაარსდებიდან დღემდე კურორტმა რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა. არის 16 საბაგირო და ათობით სასტუმრო.
მთები, ლეგენდები და თქმულებები გუდაურზე.
მთა ,,საძლე" არის მიძინებული ვულკანი და შსაძლოა ნებისმიერდროს ამოიფრქვას.
შავი კლდე
გოგონა, რომელიც შავ ქედზე სრიალებდა თხილამურებით, გარდაიცვალა იმიტომ, რომ სწრაფად მოსრიალე კაცი დაეჯახა. იქ სადაც გოგონამ სული დალია შავი ჯვარი დადგეს. გოგონას დედა გაგიჟდა და ზუსტად იმ ჯვართან დგას. ვინც იმ ადგილას ჩამოსრიალდება ყველას კლავს.
ამ ლეგენდის მიხედვით გადიღეს ფილმი, სახელწოდებით ,,დაე ითოვოს"
მეექვსე კლასის მოსწავლე ბარბარე ზაქაიძის მოძიებული ინფორმაცია:
სკოლა გუდაურში
გუდაურში სკოლა არსებობს უკვე 30 წელიწადია იგი აშენდა 1994 წელს.
ანზორ ხვედელიძის და ვახტანგ მიქელაძის დამსახურებით. თავდაპირველად სკოლას ,,სპორტული სკოლის"სახელწოდება ჰქონედა . მოგვიაბებით კი საჯარო სკლად გადაკეთდა და მიენიჭა "ანზორ ხვედელიძის გუდაურის საჯატო სკოლა"
სკოლაში იგრძნობა თბილი და კოლეგიალური გარემო, რაც თითეულიმასწავლებლის დამსახურეობაა.
გუდაურის საჯარო სკოლაში ამჟამად არის 11 მასწავლებელი 56- მოსწავლე და საუკეთესო დირექტორი.
ჩვენმა სკოლის დირექტორმა 2022 წ გადაიღო დოკუმენტური ფილმი სკოლაზე, სადაც დაწვრილებით მოგვითხრობს სკოლის ისტორიას.
მეექვსე კლასის მოსწავლის გიორგი ბედოიძის მოძიებული ინფორმაცია:
გადაადგილების საშუალებები გუდაურში
წინათ გუდაურში ძირითადად ცხენებით გადაადგილდებოდნენ, რადგან თითქმის ყველა ოჯახს ჰყავდა. ცხენით მიჰქონდათ ოჯახებში სურსათ-სანოვაგე სხვა სოფლებიდან. ცხენებით დადიოდნენ ცხვრის სამწყემსავად, უფრო მაღალ მთებში.
ახლა კი გუდაური ტურისტული ზონაა, შესაბამისად გადადგილების საშუალებებიც მოთხოვნილების მიხედვით იცვლება: კერძო ავტომობილები,
სამარშრუტო ტაქსები,ავტობუსები, ღია და დახურული საბაგირო გზები,ბურანები,თხილამურები,სნოუბორდები, ციგურები და ციგები.
როდესაც იმართება საერთაშორისო თუ სამოყვარულო შჯიბრებები მაგ დროს ვერტფრენის ხმასაც ხშირად გაიგებთ.




მეექვსე კლასის მოსწავლის ბარბარე ბურდულის მოძიებული ინფორმაცია:
გუდაურის მდებარეობა
გუდაური მდებარეობს მცხეთა - მთიანეთში, კერძოდ მთიულეთში .
მიეკუთვნრბა ყაზბეგის იგივე სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტს . გუდაურის მთები გადაჭიმულია კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე . ზღვის დონიდან 2200 მეტრზე.
გუდაურის სახელის წარმომავლობა უკავშირდება ჯვრის ურელტეხილზე არსებულ ღუდას ხატს და ამ ხატის უკან აღმართულ მთას ,
რომელსაც ადრე ,,ღუდაურა" ერქვა .ამ მთას ახლა მწვერვალი ,,დედაენა" ჰქვია.
მდებარეობს ალპურ ზონაში, ზამთარი თოვლიან- ყინვიანია .
განსაკუთრებით ლამაზია , მზიან ამინდში, ქათქათა თეთრი მთების ყურება.
როდესაც კარგ ამინდში მზის ჩასვლას ვაკვირდები ცა იისფერი ხდება .
ზამთარი დიდხანს გრძელდება თითქმის აპრილამდე. გაზაფხული და ზაფხული ცოტა ხნით , ზომიერად თბილი . შემოდგომა კი ადრე დგება , საკმაოდ სუსხიანი .
მეექვსე კლასის მოსწავლე ნიკიოლოზ ბუჩუკურის მოძიებული ინფორმაცია :
დასახლება გუდაურში
ამჟამად გუდაური 2 ნაწილად იყოფა:ზედა გუდაური,იგივე ახალი გუდაური და ქვედა გუდაური.
პირველი მკვიდრი მოსახლე ზუსტად ზედა გუდაურში არსებობდა.ეს იყო 19 საუკუნის 60-იან წლებში.ზედა გუდაურში არსებული ფოსტისა და მეტროლოგიური სადგური მომსახურე პერსონალი.
ოჯახს ჰქონდა საოჯახო მაღაზია, რაც იმ დროისთვის იშვიათი მოვალეობა იყო.გუდაურის ირგვლივ ქვედა სოფლების მოსახლეობა, ამ პატარა საოჯახო მაღაზიიდან მარაგდებოდა, როგორც პროდუქტით ასევე ტანსაცმლით. კურორტ-გუდაურის პოპულარიზაციამ ხელიშეუწყო დასახლების გაფართოებას როგორც ზედა გუდაურში ასევე ქვედა გუდაურში.
დასახლების ზრდას განაპირობებს ათობით სასტუმროში მომუშავე პერსონალი დასახლება.ფუნქციონირებს საბავშო ბაღი,სკოლა,სტადიონი,სამეცადინო პუნქტი,სპრტ დარბაზი.ამაღლების სახელობის ტაძარში მიმდინარეობს წირვა-ლოცვა.
მეექვს კლასის მოსწავლის ნინი გაგაძი მოძიებული ინფორმაცია. გართობის საშვალებები გუდაურში
გუდაურში გასართობი საშვალებები ძირითადად სტუმრების,დამსვენებლების მოთხოვნილების მიხედვით იქნება.
დიდ სასტუმროებს აქვთ კეთილმოწყობილი ბილიარდის,მაგიდის ჩოქბურთის და სპორტული დარბაზებისთვის განკუთვნილი სივრცეები.ასევე აუზი და სპა სალონი.
საუკეთესო გარტობის საშვალებები რა თქმა უნდა ღია სივრცეში სუფთა ჰაერზე უკეთსია ,ამიტომ განსაკუთრებულად გამოვყოფ ხელოვნურად გაკეთებულ ტბას.საბაგიროებს შორის.
ყველაზე მაღალი საბაგიროდან გადმოსვლის შემდეგ წარმოდგენა,გექმნება თითქოს ღრუბლებზე დასეირნობ .
სტუმრებს შეუძლიათ გიდის დახმარებით გაისეირნონ ბურანით ციცაბო მთებზე,აღფრთოვანდნენ ზიპლანი ასევე იფირიონ პარაპლანით.
აქტიურ სპორტსმენებს ძალიან მოსწონთ გაუკვალავი ციცაბო მთიდან დაშვება. ასეთ მთაზე ისინი ვერტფრენით ადიან.
პატარა ბავშვებისათვის მოწყობილია სააღმზრდელო და გასართობი სივრცეები.

მადლობთ ყურადღბისთვის!

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
BUY THIS BOOK
(from $7.99+) -
BUY THIS BOOK
(from $7.99+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!