მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო.ამ ჟურნალში გაგიზიარებთ ჩვენს ემოციებს წაკითხულ წიგნებზე,ასევე შემოგთავაზებთ ჩვენს პრეზენტაციებს შემოქმედებას(ჩვენებურად გაგრძელებულ ბალადას, კომიქსსა და მოთხრობას) მივიღებთ თქვენს რჩევებს და გავითვალისწინებთ თხოვნას შეძლებისდაგვარად.
მკითხველთა კლუბი
1
წინასიტყვაობა


ეს პირველი სემესტრული ჟურნალია,სადაც რამდენიმე მოსწავლის შემოქმედება და მათი ნამუშევრებია განთავსებული.
იაქტიურე და შენც გახდი მეორე გამოცემის ავტორი.
სარჩევი
1. სიამაყე და თავმოყვარეობა- ნინო კიპაროიძე.-(მოთხრობა).გვ.4
2.ბავშვები დედამიწის გადასარჩენად.(ესე). ნინო კიპაროიძე .გვ.6.
3.თავფარავნელი ჭაბუკი.-ბარბარე ცუცქირიძე-ხალხური ლექსის გაგრძელება. გვ.10
4.როგორ შეუძლიათ ბავშვებს დედამიწის გადრჩენა-მარი კიპაროიძე .ესე .გვ 13
5.პატარა ალინა-მარიამ კობახიძე (მოთხრობა) გვ.17
6.კომიქსი "უჩინარი"-გაგრძელება.ნინო კიპაროიძე.გვ.27
7.კომიქსი "უჩინარი" -გაგრძელება .მარი კიპაროიძე.გვ.30
8.კომიქსი "უჩინარი "-გაგრძელება.VII აკლასის ჯგუფური ნამუშევარი გვ.35
9. პრეზენტაცია -აკაკი წერეთელი "ბაში აჩუკი"-IX ა კლასის ჯგუფური ნამუშევარი-გვ.47
10.პრეზენტაცია -რა შუძლიათ ლექსებს- VII ა კლასის მოსწავლეთა რვეულებიდან გვ.50
სიამაყე და თავმოყვარეობა
მოთხრობა
დილა იყო. მზის შუქი ნუცას ოთახს ანათებდა. სიჩუმე იდგა... ოჰ, არა! საათი წიკწიკებდა! ოთახში სიჩუმე ნუცამ დაარღვია: კარი გააღო, ჩანთას ხელი დაავლო და გაიქცა. სკოლაში აგვიანდებოდა. თავქუდმოგლეჯილი გარბოდა. ჯერ კიდევ ძილბურანში გახვეული, შუა გაკვეთილზე შევარდა. ამის გამო ნუცას მასწავლებელმა უსაყვედურა და გარეთ გაუშვა. ეს ნუცას არც კი ეწყინა. პირიქით, სახეზე ღიმილმა გადაურბინა. სკამზე მოკალათდა და ამოცანის ამოხსნას შეუდგა: x - 2 = 58 → x = 58 + 2 → x = 60. ასე ერთობოდა ნუცა მანამ, სანამ ზარი არ დაირეკა. კალამი შეინახა და კლასში შევიდა. მერხზე ჩანთა .
დააბრახუნა, ქართული წიგნი ამოიღო, გადაშალა 157-ე გვერდზე და გასაგებად ამოიკითხა: "ფრთხებიან ყვავები დამბაჩისხმაზე?" — რევაზ ინანიშვილი.
ამასობაში, ქართულის მასწავლებელიც შემოვიდა. ჯერ სია ამოიკითხა და მერე ნუცა გამოიძახა. — აბა, აბა, იცი გაკვეთილი, ნუცა? — დიახ, მას! — თავდაჯერებით უპასუხა ნუცამ და მოყოლა დაიწყო. გაკვეთილს ასრულებდა, როცა სიცილის ხმა შემოესმა. ბიჭები იყვნენ... გოგონებიც. რაღაცას ჩურჩულებდნენ. ნუცამ მასწავლებელს გახედა, მუდარით მიანიშნა: "ხელს მიშლიანო." მასწავლებელმა გაუგო ნუცას, ბავშვებიც დააწყნარა, თუმცა ნუცას მაინც ესმოდა მათი ჩუმი სიცილი. გადმოხედა ბრბოს და მარი იცნო. მარიც იცინოდა. ზარი დაირეკა. ქართულის მასწავლებელმა
ნუცა შეაქო, სხვებს კი უსაყვედურა უზნეო საქციელის გამო. შექებამ ნუცას არ უშველა — გაბრაზებული იყო. მივიდა მარიამთან, უსაყვედურა, ეჩხუბა და გაებუტა. — მარიამ! ნუ იქცევი თავხედი გოგოსავით! — უთხრა დამრიგებელმა, როცა გაბუტული ნუცა დაინახა. — მაგით რისი თქმა გინდათ, მას? — რატომ არ პატიობ მარიამს? — იმიტომ, რომ იგივეს გაიმეორებს! — ყოველთვის უნდა მისცე ადამიანს მეორე შანსი, — თქვა დამრიგებელმა ოსტატურად. — დიახ, მას, მაგრამ გამონაკლისებიც ხომ არსებობს, — უპასუხა ნუცამ ყოყმანით. — ნუ ხარ ჯიუტი გოგო! — გმადლობთ რჩევისთვის, მას, — ჩუმად უპასუხა ნუცამ. — ოხ, ოხ, ნუცა! თავშიც ქვა გიხლია, — თქვა მოფერებით ანერვიულებულმა დამრიგებელმა დაოთახიდან გავიდა.
ნუცამ თავისი ღირსება დაიცვა ისე, როგორც ეს ვიტგენშტეინმა გააკეთა. მეტი რაღა უნდა ექნა? დიახ, ამიტომაც უყვარს ლიტერატურა. მერე აპატიებს მარიამს... მერე, როცა ის მოუბოდიშებს. მანამდე კი დარჩება , როგორც "ვიტგენშტეინი."
ნინო კიპაროიძე
VIII ა კლასი
ნინო კიპაროიძე
"ბავშვები დედამიწის გადასარჩენად"
ესე
ბავშვები... ჰო, ბავშვები! ჩვენი პატარა ეკო-გმირები. ისინი დიდ როლს თამაშობენ ეკოლოგიის გადარჩენაში. როგორ? განა ისინი არ არიან ყველაზე სათუთი, გამგებიანი და პასუხისმგებლიანები? ისინი ცნობისმოყვარეობითა და ინტერესით არიან აღსავსე. მათ ხომ უკეთ ესმით ბუნების... მეტად უყვართ გარემო, სიმწვანე, ტყე, ცხოველები, ცა და მზე... და... დედამიწა! განა ჩვენც ბავშვობიდანვე არ ვიწყებთ დედამიწის გადარჩენის სურვილზე ფიქრს? ზუსტად! ბავშვებს უყვართ ხატვა მდინარეების, ტყეების და მზის. მათ უყვართ მოთხრობები: "შვლის ნუკრის ნაამბობი",
"ხმელი წიფელი", "ძალიან პატარა დიდ ქვეყნაში" და სხვა. ისინითავიდანვე იწყებენ მომავალზე ფიქრს... განა ზუსტად ბავშვები არ ჩქარობენ გაზრდას? აანალიზებენ, რომ მომავალი ჩვენს საქციელზეა დამოკიდებული — იმაზე, თუ როგორ მოვიქცევით, როგორ გავუფრთხილდებით დედამიწას, ბუნებრივ რესურსებს და ჩვენს პატარა დედამიწელ მეგობრებს. ხვდებიან, რომ გარემო უნდა გადაარჩინო ..ბავშვები მონაწილეობენ სხვადასხვა ეკო-პროექტებში. ისინი უვლიან ბაღებს, რგავენ ხეებს, რწყავენ ყვავილებს და აქტიურად იღებენ მონაწილეობას იმ პროცესებში, რომლებიც ბუნების გამწვანებასა და დასუფთავებას ემსახურება. ამიტომაც თამამად ვამბობთ : "ბავშვები დედამიწის გადასარჩენად !"
თავფარავნელი ჭაბუკი
ხალხური
(გადაკეთებული ვერსია)
თავფარავნელი ჭაბუკი ასპანას ქალსა ჰყვარობდა, ზღვა ჰქონდა წინად სავალი, გასვლას შიგ არა ზარობდა. ქალი ანთებდა სანთელსა, სანთელი კელაპტარობდა. ერთი ავსული ბებერი ვაჟისთვის ავსა ლამობდა, სარკმელზე ანთებულ სანთელს აქრობდა,აბეზარობდა, თან ამას ეუბნებოდა: -წინათაც ეგა გყვარობდა. ვაჟი მიანგრევს ტალღებსა, გულ-მკერდი არა ჩქამობდა. ცალ ხელით დოლაბი მიაქვს, ცალ ხელით ნიავქარობდა, ზღვის გაღმა ერთი სანთელი გამოღმა კელაპტარობდად. ჩაფიქრებული ჭაბუკი ფიქრში გულს აღარ ახარებს, ქალის ხმა
სადღაც შორიდან ხმაურად ფიქრებს ახარებს. თუმცა, ნაპირის ველები ზღვასთან კვლავაც კი თამაშობს, ჭაბუკს ცეცხლივით გულში სწვავს ავბედით ბებრის ამბები. "სინათლე გულში ანთია, ქალი ხომ ჩემკენ კრთებოდა, მხოლოდ ავსულის ქცევებით არავინ არსად რჩებოდა. ზღვას გავივლი მე მშვიდადაც, ტალღა გზად უკან დარჩება, ხოლო ფიცი, რაც გულში მაქვს, ქალს სიყვარულით დარჩება."ჭაბუკმა ასე იფიქრა, ზღვას გასცდა ვაჟი, სარკმელთან ქალს კვლავ სანთელი ენთება, თვალებში მისთვის მოლოდინია, გული კი მხურვალედ ედება. "მოხვედი," - ჩურჩულით ამოსთქვა, თითქოს სიტყვები ეკრთოდა, ჭაბუკი ჩუმად მიეგება, სიყვარულს ეფიცებოდა. და მაშინ თაღლითმა ბებერმა,განმეორებით ცდა სცადა, მაგრამ მათ შორის
სინათლემ ბნელის ყველა გეგმა ასახა "სიყვარული ხომ მტკიცეა, სიბოროტე ვერ ჩაყლაპავს, მე და შენ ერთად ვიქნებით, ყველასგან დაცულ ალაგად." ასე იდგნენ ისინი ჩუმად, გულში ნდობა და რწმენა ჰქროდა, სანთელი, როგორც მარადიული, სამყაროს შუქად კელაპტარობდა.
ბარბარე ცუცქირიძე
VII ა კლასი
როგორ შეუძლიათ ბავშვებს დედამიწის გადარჩენა. ესე
დედამიწა ჩვენი საერთო სახლია, რომელიც მზარდი საფრთხეების წინაშე დგას, ამიტომ თითოეულ ჩვენგანს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია მის დაცვაში. ბავშვებს განსაკუთრებული როლი აქვთ გარემოს შენარჩუნებაში. პირველ რიგში, მათ შეუძლიათ ჩაერთონ გარემოს დასუფთავებაში: პლასტმასის ნარჩენების შეგროვება, მდინარეებისა და პარკების გაწმენდა მშობლებისა და მასწავლებლების მხარდაჭერით მნიშვნელოვანი ნაბიჯია დაბინძურების შემცირებისკენ. ასევე, ყოველდღიური ქცევებით, როგორიცაა ენერგიის დაზოგვა, ხელს უწყობენ ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას.
შუქის გამორთვა, წყლის გამოყენების შემცირება და ნარჩენების გადამუშავება მათი ჩვევებით მაგალითს აძლევს სხვებს. ბავშვებს შეუძლიათ შექმნან კამპანიები ეკო-პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის, ჩაატარონ ღონისძიებები .. გაავრცელონ ინფორმაცია მაგალითად, სკოლაში ,კონკურსებში სადაც ბავშვები ქმნიან პლაკატებს გარემოს დაცვის შესახებ, ან აშენებენ მცირე პროექტებს, რომლებიც აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად გამოიყენონ ნარჩენები. ბავშვებს ასევე შეუძლიათ დედამიწის გადარჩენაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მოხალისეობრივი აქტივობებით. ისინი შეიძლება ჩაერთონ სხვადასხვა ეკოლოგიურ პროექტებში, როგორიცაა ხეების დარგვა,
პლაჟებისა და ტყეების დასუფთავება. ამის ნათელი მაგალითი არის გრეტატუნბერგი.. გრეტა 15 წლის იყო, როდესაც 2018 წელს დაიწყო პარასკევის გატარება შვედეთის პარლამენტის წინ და მოითხოვდა შვედეთის მთავრობის აქტიურ ჩართულობას კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ. გრეტას მალევე სხვა ახალგაზრდებიც შეუერთდნენ. მას შემდეგ, გრეტა გახდა მსოფლიოში ცნობილი ფიგურა, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება მიიქცია გარემოს დაცვის საკითხების მიმართ. იგი მხარს უჭერს კლიმატის ცვლილების პრევენციასა და კლიმატური ვადების დადგენას, აღიარებს გარემოს მდგრად განვითარებაზე საფრთხეს, და მოუწოდებს მკაფიოდ ვალდებულებების შესრულებას.
გრეტა ტუნბერგი არ ყოფილა საქართველოში. თუმცა, მისი გავლენით საქართველოში ბევრი ახალგაზრდული მოძრაობა და აქტივისტი დაესწრო საერთაშორისო აქციებს. რაც უფრო ვსწავლობდი და ვფიქრობდი ამ საკითხებზე, მით უფრო ვგრძნობდი, რომ ჩემს ქმედებებსაც შეუძლია დედამიწა უკეთესობისკენ შეცვალოს. ბავშვები არიან ახალი სუპერგმირები, რომლებიც დედამიწის გადარჩენას ისახავენ მიზნად. ისინი სხვებს ასწავლიან რომ ერთი ადამიანის მოქმედებამ შეიძლება დიდ ცვლილებები მოიტანოს. თუ ყველა ბავშვი მინიმუმ ერთი კარგი საქმეს გააკეთებს ყოველდღიურად, მთელი მსოფლიო უკეთესი იქნება.
მარი კიპაროიძე
პატარა ალინა
ალინაზე
თავი I
პატარა ალინა არის ობოლი გოგონა. მას დედა გარდაეცვალა, მამა კი, ჯარში დაეღუპა. ალინა არის 8 წლის. მას, მისი მეზობელი, დეიდა კარენა სზრდის. ისინი ქალაქიდან მოშორებით პატარა ხის სახლში ცხოვრობენ. დეიდა კარენა არის ძალიან კეთილი და საყვარელი ქალი. ალინას ძალიან უყვარს წერა-კითხვა. მაგრამ დეიდა კარენას არ აქვს საშუალება რომ, წიგნები უყიდოს და სკოლაში ატაროს, ამიტომაც ის თავად ასწავლის მას. ალინა არის ძალიან ცელქი გოგონა.
მოთხრობა
ერთხელ ალინა გავიდა გარეთ და დაინახა პატარა ლეკვი, გაიქცა მასთან, აიყვანა ხელში და წაიყვნა სახლში. დეიდა კარენას სთხოვა:
- შეიძლება დავიტოვოთ ეს ლეკვი, დეიდა კარენა?
- არა! - გაბრაზებით უპასუხა მან.
ალინა დანაღვლიანდა ლეკვი დასვა და თავის ოთახში შევიდა.
დეიდა კარენა, იმ დღის შემდეგ ძალიან ცუდად გრძნობდა თავს და გადაწყვიტა ალინას დალაპარაკებოდა. ამ ლაპარაკის შემდეგ ალინს სევდამ გადაუარა და დეიდა კარენას ჩაეხუტა.
ალინამ მოიწმინდა ცრემლები, ჩაიცვა ფეხზე, მოიცვა ქურთუკი, გავიდა ეზოში და მხიარულად თამაშობდა
ბავშვებთან.
ალინამ, საუკეთესო მეგობარს, რიდას უთხრა:
- მალე ჩემი დაბადების დღეა და თუ შეგეძლება მოსვლა, დიდი სიამოვნებით მიგიღებთ!
- არ ვიცი, დედა თუ გამომიშვებს და მუსიკის გაკვეთილს გამაცდენინებს აუცილებლად მოვალ! - უპასუხა რიდამ.
- კარგი იცოდე რომ დაპატიჟებული ხარ და თუ მოახერხებ მოდი! - უთხრა ალინამ და დაემშვიდობა.
ასე ჩამოიარა უბანი და მოახსენა ყველას ამ ამბის შესახებ. ამიტომაც მთელი უბანი არის დაპატიჟებული მის დაბადების დღეზე.
დაბადების დღე
თავი II
დღეს ალინას დაბადების დღეა. დეიდა კარინამ
გაიღვიძა თუ არა, დაიწყო სახლის დალაგება და მისი მორთვა. როდესაც სახლის მორთვა-დალაგებას მორჩა, დაიწყო, საჭმელების გაკეთება: შეწვა ქათამი, დაჭრა ხილი, გააკეთა სალათა, მოამზადა ფორთოხლის წვენი, დაალაგა მაგიდაზე ტკბილეულობა, გააკეთა პატარა ნამცხვარი და გააწყო სუფრა.
ამასობაში, ალინასაც გაეღვიძა. დაინახა მორთული სახლი და გაწყობილი სუფრა. გაუკვირდა ეს ყველაფერი რისთვის იყო და დეიდა კარენას ჰკითხა:

ალინას დაბადების დღე, პირველ საათზე იწყება და უკვე 12 საათია.
დეიდა კარენა ფიქრობდა, თუ რა ეჩუქნებინა ალინასთვის, უცბად გაახსენდა, ალინას ძალიან უნდოდა ლეკვი და გადაწყვიტა რომ ეს მისთვის საუკეთესო საჩუქარი გამოვიდოდა.
დეიდა კარენამ მოიცვა ქურთუკი, ამოიცვა ფეხსაცმელები და წავიდა ლეკვის მოსაძებნად. ლეკვიც მალევე იპოვა, ჩასვა პატარა ყუთში და ისიც გააფორმა.

ალინას დაბადების დღეც დაიწყო! ალინა მოემზადა დაბადების დღისთვის: ლამაზად ჩაიცვა, თმა ჩაიწნა და
ბანტიც გაიკეთა. მალევე მოვიდნენ სტუმრებიც, მათ შორის ალინას საუკეთესო მეგობარი, რიდაც. ალინას ძალიან გაუხარდა რიდას დანახვა, მასთან გაიქცა და ჩაეხუტა.
- ძალიან გამიხარდა რომ მოხვედი რიდა! - უთხრა გახარებულმა გოგონამ მას.
- აი ეს შენი საჩუქარიც! - ჩაიკისკისა რიდამ.
- ძალიან დიდი მადლობა!
ალინამ, საჩუქარი გახსნა და ყუთიდან, ამოიღო, დიდი, ფუფმულა დათუნია. ალინა დათუნიას ჩაეხუტა და სხვა საჩუქრებთან ერთად, მოათავსა.
- წამოდი რიდა, სუფრასთან დავსხდეთ და გემრიელი საჭმელები, მივირთვათ. - შესთავაზა ალინამ და ხელ-
ჩაკიდებულები მივიდნენ, სუფრასთან.
როცა ბავშვებმა ჭამა-სმა დაამთავრეს, დაიწყეს, ცეკვა-თა-მაში. ითამაშეს: დაჭერობანა, დამალობანა, ორდროშობანა...
ბავშვები, როცა მორჩნენ თამაშს, დასხდნენ სუფრასთან და დეიდა კარენამ, გამოიტანა ტორტი.




დეიდა კარენამ სანთელი აანთო, ალინამ სურვილი ჩაიფიქრა და სანთელს სული შეუბერა ამასობაში დეიდა კარენამ ლეკვი შემოიყვანა ალინამ ყუთი გახსნა და დაინახა თეთრი ფუმფულა ლეკვი. ალინა თვალებს ვერ უჯერებდა, ძალიან გაუხარდა დეიდა კარენას საჩუქარი და ჩაეხუტა. ალინას დაბადებისდღეც დასრულდა და ბავშვები დაღლილ-დაქანცულები გაეშურნენ სახლებისკენ
_ გათენდა მეორე დღეც ალინამ გაიღვიძა თუ არა ლეკვს მოეფერა და შემდეგ შეუდგა თავის მოწესრიგებას. შემდეგ ისაუზმა და მოემზადა სკოლისთვის, სკოლის ავტობუსიც მალე მოვიდა ალინა ავთობუსში ჩაჯდა და დეიდა კარენას ხელი დაუქნია ასე გადიოდა დღეები. ალინაც მალე გაიზარდა ის უკვე 23 წლისაა. გადაწყვიტა, რომ მისი
კარიერის გასაგრძელებლად წასულიყო ამერიკში. ბევრი შრომის შედეგად საჭირო თანხა შეაგროვა და გაემგზავრა ამერიკაში. როდესაც ამერიკაში იყო მას შეატყობინეს, რომ დეიდა კარენა გარდაიცვალა. ალინა სასწრაფოდ, ჩავიდა თავის ქვეყანაში. ეს ამბავი ალინამ ძალიან რთულად გადაიტანა, ის ხომ ალინას პატარაობიდანვე ზრდიდა. 1 წლის შემდეგ ალინა დაქორწინდა და მას შვილი ეყოლა. ის ბევრს ფიქრობდა თუ რა დაერქმია მისთვის. ალინამ გადაწყვიტა რომ ბავშვისთვის დაერქმია კარენა, რათა დეიდა კარენა სულ მის გვერდით ყოფილყო და არასდროს დავიწყებოდა იგი.
მარიამ კობახიძე
VII ა კლასი
კომიქსის გაგრძელება-ნინო კიპაროიძე





ეს წიგნი ,მიუხედავად იმისა ,რომ მასწავლებელს ეგონა ვერ გავიგებდი,საოცარ ემოციას ქმნის და გირჩევთ განიცადოთ ეს გრძნობა.ვეცადე ნახატით გადმომეცა ჩემი განცდა .
ნინო კიპაროიძე

"უჩინარი"-გაგრძელება
მარიამ კიპაროიძე









- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $10.39+) -
BUY THIS BOOK
(from $10.39+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!