ლექსები და მოთხრობები
2025

ეს ხმოვანი ელექტრონული წიგნი
9 წლის მესამეკლასელის, ილია ზაქაიძის
უნიკალური შემოქმედებითი ნამუშევარია.
ილიამ თვითონ დაწერა წიგნის ტექსტები, გაახმოვანა საკუთარი მოთხრობები და შექმნა ილუსტრაციები ხელოვნური ინტელექტის https://piclumen.com/app/image-generator/create
გამოყენებით.
ეს წიგნი არის ილიას ნიჭისა და შრომისმოყვარეობის შესანიშნავი დემონსტრირება, რომელიც მის შემოქმედებით უნარებსა და ფანტაზიას საოცარი სიზუსტით ასახავს.
რედაქტორი: გულიკო თაბაგარი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
2025

ილია ზაქაიძე
სსიპ ქალაქ მცხეთის 1-ელი საჯარო სკოლის მე-3 ბ კლასის მოსწავლე
სარჩევი
1. მელია საჭმელს დაეძებს .................................. 6
2. გოგონა და ციყვი .............................................. 8
3. სითბო და სიცივე .............................................. 10
4. როგორ მოატყუა მელიამ მეთევზე ................... 14
5. დათვი და მელია ............................................... 18
6. მაიმუნი .............................................................. 20
7. ბოროტი ჯადოქარი, კატა და მეფე ................... 22
სარჩევი
8. თაგუნია ............................................. 26
9. შემოდგომა ............................................ 28
10. მელია .................................................. 30
11. გემი ..................................................... 32
12. კოდალა ................................................. 34
13. გაზაფხული ......................................... 36
მელია საჭმელს დაეძებს
მშიერი მელია ტყეში დაცუნცულებდა და საჭმელს დაეძებდა. უცებ, ხორცის ნაჭერი დაინახა. მიმოიხედა, ირგვლივ სხვა ცხოველი არ ჩანდა. მელია ხორცს ეცა და გემრიელად შეჭამა.
- „დღეს რა იღბლიანი დღე მაქვს! მუცელი კარგად ამოვივსე,“ – გაიფიქრა მელიამ.
- „სანამ ვინმე დამინახავს, სჯობს გავიქცე!“ – თქვა და სასწრაფოდ მოკურცხლა.

გოგონა და ციყვი
ერთხელ გოგონა და ბიჭი თხილს ინაწილებდნენ. უცბად, გოგონამ ციყვი დაინახა. ციყვი რაღაცას სთხოვდა, მაგრამ გოგონა ვერ მიხვდა, რა უნდოდა მას. ბოლოს გააცნობიერა – ციყვს თხილი სჭირდებოდა!
გოგონამ ციყვს თხილი გაუწოდა. ციყვს მადლიერებისგან თვალები გაუნათდა და კუდი გააქიცინა.
ასე გაახარა გოგონამ პატარა ციყვი.

სითბო და სიცივე
ზაფხულის ცხელი დღე იყო. შუადღისას სანდროს ძალიან დასცხა. ის ჩრდილს ეძებდა, მაგრამ ხეების ქვეშაც კი არ გრილოდა.
ბოლოს მზე ჩაესვენა და ცაზე კაშკაშა ვარსკვლავები გამოჩნდა. ჰაერში უცებ აცივდა და სანდროს ჟრუანტელმა დაუარა.

- „უი, როგორ შემცივდა!“ – თქვა სანდრომ და სახლისკენ გაიქცა.
სახლში მისულმა თბილი პლედი მოიხურა, ცხელი ჩაი დალია და ფანჯრიდან ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გახედა.
- „დღეს როგორი უცნაური დღე იყო – ცხელი და ცივი ერთად,“ – ჩაილაპარაკა სანდრომ ღიმილით.
ასე დასრულდა სანდროს უცნაური დღე, სითბოთი და სიცივით სავსე.

როგორ მოატყუა მელიამ მეთევზე
იყო და არა იყო რა. იყო ერთი მეთევზე.
ერთხელ მეთევზემ ოცდაათამდე თევზი დაიჭირა, თავის ორთვალაზე დააწყო და სახლისკენ გზას გაუდგა. გზაზე, ბუჩქებში მელია იმალებოდა. მან
დაინახა, რომ კაცს ბევრი თევზი მიჰქონდა და ეშმაკურმა აზრმა გაუელვა: ამ თევზებს ხელში ჩავიგდებო. თავი მოიმკვდარუნა და იმ გზაზე გაწვა, სადაც ორთვალას უნდა გაევლო.

მეთევზემ მელია დაინახა და გაიფიქრა: „ამისგან კარგი ბეწვი გამოვა, სახლში წავიღებ!“ მელია ორთვალაზე შემოდო და გზა განაგრძო.
ცოტა ხანში მელიამ თვალი გაახილა, ფრთხილად წამოდგა და თევზების გადმოყრა დაიწყო. ბოლოს თვითონაც გადახტა და თევზებით სავსე ბუჩქებში მიიმალა.
მეთევზე მშვიდად მივიდა სახლში და ცოლს დაუძახა:
— ქალო, მოდი, ნახე, რა მოვიტანე!
მეთევზის ცოლი გარეთ გამოვიდა და გაკვირვებულმა თქვა:
— კაცო, აბა რა მოიტანე, ცარიელი ორთვალა დაგიტოვებია!
მეთევზემ უკან მიიხედა და მართლაც – ორთვალა ცარიელი იყო.
ასე დატოვა მელიამ მეთევზე ხელცარიელი და მოტყუებული.
დათვი და მელა
დათვი და მელა დამეგობრდნენ და ერთად გაუდგნენ გზას საჭმლის საძებნელად. მალე ერთი პური იპოვეს. ორივემ ერთდროულად დასტაცა ხელი, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრეს ჩხუბი და პური ძმურად გაინაწილეს.
როგორც კი დანაყრდნენ, ერთმანეთს ხელი გადახვიეს და გზას გაუდგნენ. დათვი ხალისიანად ღიღინებდა, მელა კი კუდს აქიცინებდა.
ასე დარწმუნდნენ დათვი და მელა, რომ მეგობრობას ყველაზე ტკბილი გემო აქვს.

მაიმუნი
მაიმუნს უყვარს ძალიან ბანანი.
ხიდან ხეზე ხტუნია -
მაიმუნი პრანჭია.

ბოროტი ჯადოქარი, კატა და მეფე
ერთხელ ქალაქი ბოროტმა ჯადოქარმა დაიპყრო. ყველანი ძაღლებად გადაიქცეოდნენ, თუკი კოშკთან მივიდოდნენ.
იმ ქალაქში ცხოვრობდა ერთი გლეხი, რომელსაც სამი ვაჟი ჰყავდა. გლეხი ავად გახდა. იგრძნო სიკვდილის მოახლოება და სიცოცხლის ბოლო წუთებში შვილებს თავისი ქონება დაუტოვა. ქონება ასე გაანაწილა: უფროს ვაჟს დაუტოვა წისქვილი, შუათანას – ვირი, ხოლო ყველაზე უმცროს ვაჟს, მამისგან ჯადოსნური მოლაპარაკე კატა ერგო.

უმცროსმა ვაჟმა კატას ჩექმები და ქუდი უყიდა. კატამ იცოდა, რომ ქალაქი დიდ გასაჭირში იყო, ამიტომ გადაწყვიტა ბოროტი ჯადოქრის წინააღმდეგ ბრძოლა და ასეთ ხერხს მიმართა: ჯადოქართან მივიდა და ჰკითხა, თუ შეეძლო სხვადსახვა ცხოველად გადაქცევა. ჯადოქარმა თხოვნა შეუსრულა. შემდეგ სთხოვა, რომ თაგვად გადაქცეულიყო.
გაოგნებული ჯადოქარი ვერ მიხვდა რა ხდებოდა და როგორც კი თაგვად გადაიქცა, კატა მაშინვე ეცა და შეჭამა.
ქალაქში მშვიდობამ დაისადგურა. ყველა ძაღლად ქცეული ადამიანი თავის სხეულს დაუბრუნდა და აღარაფერი აშინებდა მათ.
ასე დასრულდა სასწაული, რომლისგანაც ქალაქი და ხალხი თავისუფალი გახდა.
თაგუნია
თაგუნია იცინის ეშმაკურადო-
მოიპარა ყველი და შეცუცუნდა სოროშიო.
მოერიდეთ თაგუნას,
არ წაგართვათ ყველი.
- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(1)
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $7.99+) -
BUY THIS BOOK
(from $7.99+) - DOWNLOAD
- LIKE (1)
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE(1)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem
"ილია ზაქაიძე ლექსები და მოთხრობები"
სსიპ-ქალაქ მცხეთის 1-ელი საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე
პედაგოგი: გულიკო თაბაგარი
2025 წელი

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!