წიგნი გახმოვანებულია ამავე სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეების მიერ, დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის აღსანიშნავად.
2025 წ.

მკვეხარა ქოთანი
( კითხულობს მე-3 კლასის მოსწავლე გიორგი მერებაშვილი)
ქოთნები ერთად შეგროვილიყვნენ.
ერთი უფრო მაღლი ქოთანი შუაში ჩამდგარიყო და იკვეხნიდა: მე თქვენისთანა როდი ვარ, მე ოქროს ძირი მაქვსო.
უცებ თავს წაადგა ციცხვი.
- ერთი ამას დამიხედეთ, მე მაინც ხომ ვიცი რა ოქროს ძირიც გაქვსო!
მკვეხარა ქოთანს შერცხვა და ხმა გაკმინდა.
ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო

კეთილი სანდალა
(კითხულობს მე-4 კლასის მოსწავლე ანა პავლიაშვილი)
სოფლის სკოლაში მოსწავლეებს საუზმის დრო დაუდგათ.
ყველა ჭამას შეუდგა. მხოლოდ ერთი ბავშვი არ საუზმობდა, საგზალი შინ დარჩენოდა და ხელცარიელი მოსულიყო .
იდგა საწყალი და თვალი გაურბოდა ამხანაგების საუზმისაკენ.
კეთილმა სანდალამ დაინახა ეს, მაშინვე შუაზე გაყო თავისი ყველი და პური და ამხანაგს შესთავაზა.

ნუცას სკოლა
(კითხულობს I კლასის მოსწავლე ბარბარე ბერიანიძე)
პატარა ნუცამ თქვა: ჩემს დედოფალებს უთუოდ კითხვა უნდა ვასწავლოო.
გადმოიღო დედოფალები, დაუდო წინ წიგნი, გადაუშალა და ეუბნებოდა:
- ეს არის "ანი", ეს არის "ბანი"; ისწავლეთ, გენაცვალეთო!

სწავლაში ზარმაცი, ცეკვაში მამაცი
(კითხულობს I კლასის მოსწავლე თორნიკე თოფჩიშვილი)
- ვანო, სკოლაში წადიო!
- ფეხები საშინლად მტკივაო .
- ვანო, მოდი, რა, ლეკური დაუარეო!
- აბა, ერთი კარგი ტაში დაუკარითო!

ურგო ამხანაგი
(კითხულობს I კლასის მოსწავლე თინიკო მერებაშვილი)
- კოტე, მელანი მასესხე.
- შენთვის როდი მიყიდიაო?
- კოტე, აჰა ვაშლიო.
- მოიტა, ჩქარა მომეციო!

ცხვირს მაღლა ვინ იწევს?
(კითხულობს მე-4 კლასის მოსწავლე მარიამ მერებაშვილი)
მამა და შვილი დამწიფებული ყანის პირას იდგნენ.
შვილი დააცქერდა თავთავებს და მამას ჰკითხა: - მამილო, რისგან არის, რომ ზოგ თავთავს თავი ძირს დაუხრია, ზოგს კი ზევით აუშვერიაო?
მამამ უპასუხა:
- რომელი თავთავიც სავსეა მარცვლებით, თავი დაუღუნავს, ცარიელს, ფშუტეს კი, თავი აუშვერიაო.
- ჰო, ახლა კი მივხვდი, ჩემი უვიცი ამხანაგი ცხვირს მაღლა რად იწევსო, - თქვა შვილმა.

ცალი ხარი
(კითხულობს მე-4 კლასის მოსწავლე ანანო ჩახვაშვილი)
ცხრა ძმას ცხრა ხარი ჰყავდა. ბევრი ეგონათ. გაიყარნენ და ხარები გაიყვეს. თითეულს ცალ-ცალი ხარი ერგო.
ძმები დაღონდნენ: რა სისულელე მოგვივიდა, რომ გავიყარეთო. მერე კი გული ასე გაიმაგრეს: სულ არარაობას ისევ ცალ-უღელა ხარი სჯობიაო.

ყვავი და კაჭკაჭი
(კითხულობს მე-3 კლასის მოსწავლე ელენე მამალაძე)
ერთ ხეზე ყვავი და კაჭკაჭი ისხდნენ. ჭრელი კაჭკაჭი ხის ტოტებზე მოუსვენად დახტოდა და განუწყვეტლივ ჩხაოდა და ყბედობდა. ყვავი კი გაჩუმებული იჯდა.
კაჭკაჭმა ჰკითხა: - რას გაჩუმებულხარ, ნათლიავ, იქნებ არა გჯერა, რასაც მე გიამბობო?
- შენი არაფერი მჯერაო, - მიუგო ყვავმა: ვინც შენსავით ბევრს ყბედობს, ის ბევრსაც სტყუისო.

მუქარა
(კითხულობს მე-3 კლასის მოსწავლე გაბრიელ გიგაური)
მთვარიანი ღამე იყო. სოფლის მოედანზე ბიჭები მოგროვილიყვნენ და ერთობოდნენ.
სანდრომ თავი მოიწონა:
- თქვენზე ხელის გასვრა არ მინდა, თორემ ყველას ერთად მოგერეოდითო!
მეგობრებს გული მოუვიდათ და სანდრო სასაცილოდ აიგდეს:
- ჩვენს მკვეხარა დევს გაუმარჯოსო!
- მთვარიანი ღამე არ ყოფილიყო, მე თქვენ გიჩვენებდით სეირსო, - მუქარით თქვა სანდრომ .
- რას იზამდიო?
- რას და დავიმალებოდიო.
ნაპოვნი სავარცხელი
(კითხულობს მე-4 კლასის მოსწავლე ნონა მერებაშვილი)
ორი კაცი ერთად მიდიოდა, ორივე ქაჩალი იყო.
გზაზე სავარცხელი იპოვეს და წაიჩხუბნენ:
არა მე მერგება, არა მეო.
მესამემ დაინახა, გაიცინა და უთხრა:
სავარცხლისთვის რა გაჩხუბებთ? დასავარცხნი თმა არც ერთს გაქვთ და არც - მეორესო.
- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(1)
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $4.59+) -
BUY THIS BOOK
(from $4.59+) - DOWNLOAD
- LIKE (1)
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- REMIX
- Report
-
BUY
-
LIKE(1)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!