ჯადოსნური ფოთოლი

ავტორი: ქეთევან გვარიშვილი
სსიპ ქალაქ მცხეთის 1-ელი საჯარო სკოლის
IV - დ კლასის მოსწავლე
ილუსტრაციები შექმნილია
ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით
მასწავლებელი: გულიკო თაბაგარი
2025 წელი
წინასიტყვაობა
გამარჯობა, ჩემო ძვირფასო მკითხველო!
ძალიან მიხარია, რომ ჩემს ელექტრონულ წიგნს კითხულობ. ეს ზღაპარი განსაკუთრებულია, რადგან ის დავწერე დიდი მეზღაპრის, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღისთვის. ალბათ იცი მისი არაჩვეულებრივი ზღაპრები, რომლებიც სავსეა სითბოთი, სიბრძნით და ფერად-ფერადი ჯადოსნობით.
ამ ამბავს "ჯადოსნური ფოთოლი" ჰქვია და ის კეთილ ბებიასა და პატარა ფოთოლზეა.
იმედი მაქვს, ჩემი ზღაპარი მოგეწონება და შენს გულშიც სითბოს და სიხარულს დატოვებს!
კეთილი მოგზაურობა ფანტაზიის სამყაროში!
გმადლობ, რომ წაიკითხავ!
ქეთევან გვარიშვილი
IV კლასი
ჯადოსნური
ფოთოლი
იყო და არა იყო რა, ერთ ქოხში ცხოვრობდა მოხუცი ბებია, რომელიც ყველას და ყველაფერს ელაპარაკებოდა — ქარსაც კი, როცა ის ფანჯრებს ეხეთქებოდა, და ფინჯანსაც, როცა ჩაიში ზედმეტი შაქარი მოუვიდოდა.
ერთ შემოდგომის დღეს, ბებიამ ბაღში ძირს დავარდნილი პატარა ფოთოლი იპოვა. ის სულ დამჭკნარი და გაცრეცილი იყო.
ბებიამ ხელში აიღო და ჩუმად ჰკითხა:
— რატომ ძაგძაგებ, ჩემო პატარა?
ფოთოლმა, თითქოს ქარმა შთაბერა ხმა, ჩურჩულით უპასუხა:
— მცივა... ძალიან მცივა. თუ შეიძლება, გამათბე...
ბებიას გული შეეკუმშა. ქაღალდივით თხელი ფოთოლი გულზე მიიკრა და სახლში შეიყვანა. ბებიამ ფოთოლი ღუმელთან , ბალიშზე დააბრძანა, თითქოს ჩვეულებრივი სტუმარი ყოფილიყოს.
იმ ღამით ბებიას თავი ასტკივდა. გაიფიქრა: „ასაკი მახსენებს თავს...“ მაგრამ ის იყო, თვალები მიელულა, რომ ჩურჩული მოესმა:
— არ შეგეშინდეს, დაგეხმარები...
და ის პატარა ფოთოლი ისე ნაზად დაედო შუბლზე, თითქოს მკურნალობა იცოდა. მართლაც — მეორე დილას ბებია სრულიად ჯანმრთელი წამოდგა.
მადლიერებით სავსე ბებიამ გადაწყვიტა: „თუ ფოთოლმა მე მიშველა, იქნებ სხვებსაც უშველოს?“ და საავადმყოფოს მიაშურა.
თუმცა, ერთი ფოთოლი ხომ მთელ სამყაროს ვერ ეყოფა? ბებიას გულში სინანული გაჩნდა.
- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $3.99+) -
BUY THIS BOOK
(from $3.99+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!