
მე გიგა ვარ, პატარა ბიჭი ზღვისპირა ქალაქიდან.
ვცხოვრობ ბებიასთან, რადგან ჩემი მშობლები შორე
ულ ექსპედიციაში არიან წასულები.
მარტო ვარ, მოწყენილი, არც და-ძმა მყავს. ბებიას
ძალიან ვუყვარვარ და სულ მეფერება, მაგრამ მე
დიდ ოჯახში მინდა ცხოვრება: დედასთან, მამასთან
და და-ძმასთან ერთად, მაგრამ ...


მალე ახალი წელი მოვა, ყველასთვის
საყვარელი დღესასწაული. ყველა ოჯახში
წინასაახალწლო საზეიმო განწყობა
სუფევს, რთავენ ნაძვის ხეს, ერთმანეთს
უმზადებენ საჩუქრებს, ჩემი საახალწლო
ნატვრა კი მშობლებთან ერთად ყოფნაა.
ამიტომ გადავწყვიტე მალულად
მშობლებთან გამგზავრება.
ვიცოდი, რომ პორტში იდგა იმ ქვეყნის
გემი, სადაც ჩემი მშობლები იმყოფებოდნენ.
ჩავალაგე ზურგჩანთა , დაველოდე ბებიას
ჩაძინებას და გავემართე ნავსადგურისკენ.
გამიმართლა, მოვახერხე გემზე ჩუმად აპარვა და
გემბანის ერთ ბნელ კუთხეში მივიკუნჭე.
იმდენად დიდი იყო მშობლების ნახვის სურვ
ილი, რომ შიშსაც ვეღარ ვგრძნობდი. ემოციებით
დაღლილს მაშინვე ჩამეძინა.

არ ვიცი რამდენხანს მეძინა, მაგრამ
თვალი რომ გავახილე, თავზე მადგა გოლიათური აღ
ნაგობის მზეზე გარუჯული
წვერებიანი მეზღვაური, რომელიც გაოცებული
სახით დამყურებდა.სახეზე ეტყობოდა, რომ ვერ გაე
გო, თუ საიდან გავჩნდი გემზე. თვალის დახამხამება
ც ვერ მოვასწარი, რომ მეზღვაურმა ჰაერში ამიტაცა
და კაპიტნის კაიუტაში ამომაყოფინა თავი.

შიშით ველოდი მოვლენების განვითარებას, მაგრამ ჩე
მთვის აღარავის ეცალა. ზღვაზე ამოვარდნილმა ქარიშხ
ალმა გემი ნაფოტივით აათამაშა.
აქეთ-იქით ვეხეთქებოდი კაიუტის კედლებს და ისი
ც კი ვერ გავიგე, გონი როდის დავკარგე. ცივი
ტალღების შეხებამ გამომაფხიზლა. ვგრძნობდი
როგორ ვიძირებოდი, რადგან ცურვა არ ვიცოდი. უკანა
სკნელი ძალ-ღონე მოვიკრიბე და წყლიდან თავი
ამოვყავი. ბოლო რაც ვიგრძენი ,მოულოდნელად გა-
მოჩენილი ძაღლის ბასრი კბილები იყო ჩემს
სხეულზე და ისევ გავითიშე.
- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(3)
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $3.39+) -
BUY THIS BOOK
(from $3.39+) - DOWNLOAD
- LIKE (3)
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE(3)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!