გამარჯობა ჩემო მეგობარო!
ალბათ გაინტერესებს, რა უნდა გიამბო...
ამ წიგნს ბევრი ელოდება, მაგრამ ამჯერად ის შენს ხელთაა...
მე მოგიყვები საინტერესო ისტორიას, თუმცა, შენი გადასაწყვეტია, შეგეშინდება თუ არ შეგეშინდება...
მე მაინც გავრისკავ...

ვიცი, ყველა ასე იწყებს მოყოლას: ,,იყო და არა იყო რა'', მაგრამ მე ასე ვერ დავიწყებ!
რატომ?
იმიტომ, რომ ეს ნამდვილი ამბავია.
მე მოგიყვები ისტორიას, რომელზეც წლების განმავლობაში ჭორები დადიოდა.
ჭორები დიდად საინტერესო არ არის, მაგრამ ამბავი
მართლაც საოცარი იყო.
ძალიან ძალიან დიდი ხნის წინ, როცა ჯერ ელექტრო მოწყობილობები არ იყო გამოგონებული, ერთ ქალაქში ცხოვრობდა ძალიან ჭკვიანი მეცნიერი, დოქტორი ტვიქსი, უფრო სწორად, ეს მისი ზედმეტსახელი იყო. ისე კი დოქტორი ექსპერინტუსი ერქვა.


ტვიქსი რა შუაშია?
ეს ხომ კანფეტის სახელია? შოკოლადის ორი ჯოხია ერთად. სწორედ ამიტომ დაარქვეს ექსპერინტუსს მოგვიანებით ტვიქსი, თორემ იმ დროს კანფეტი ,,ტვიქსი'' აბა, ვის ეცოდინებოდა?
მაგრამ ამას თქვენც მოგვიანებით შეიტყობთ, ახლა კი დავიწყოთ მოყოლა.




დოქტორი მთელ ღამეებს ათენებდა, რომ გამოეგონებინა, რამე უკეთესი. ის თანდათანობით წინ მიდიოდა, იგონებდა ისეთ რაღაცეებს, რაც ჯერ არავის ენახა და რაზეც ჯერ არავის სმენოდა. ამიტომ მას ყველა იცნობდა და ხალხი დიდ პატივს სცემდა.
მაგრამ დოქტორი ზოგჯერ ძალიან ბრაზიანი იყო, რადგან საშინლად იღლებოდა... ასეთ დროს მასთან ყველა ერიდებოდა საუბარს.
ერთ დღეს, როცა ლაბორატორიაში მუშაობდა,
უცებ აღმოაჩინა რაღაც შეცდომა დოქტორი განრისხდა,
მაგიდას ხელი დასცხო...
კოლბებს სულ ზანზარი გაუდიოდა...
ჭურჭლიდან შხეფებიც გადმოისხა და...
რამდენიმე ძლიერი ელექსირი დოქტორს ერთდროულად დაესხა ტანზე და...
მალე დაღლილობა იგრძნო და დაეძინა. დილას კი... ლოგინიდან წამოდგა, თვალები მოიფშვნიტა და პირის დასაბანად აბაზანაში შევიდა, სარკეში ჩაიხედა და...
ისევ მოიფშვნიტა თვალები...


ყველაფერი გუშინდელი ნერვიულობის ბრალია, - ჩაილაპარაკა დოქტორმა და კიდევ ერთხელ შეათვალიერა თავი სარკეში.

როცა ტანისამოსის მეტი ვერაფერი დაინახა, კინაღამ გული გაუსკდა, რადგან მიხვდა,
რომ ყველაზე საოცარი და
ყველაზე საშიში ექსპერიმენტი
საკუთარ თავზე ჩაატარა. ის მიხვდა,
რომ ილუზიისა და სიცრუის ელექსირების
ნარევის მსხვერპლი გახდა.

აბა რას იტყვით? საინტერესო ამბავია?
როგორ გგონიათ, რას იზამდა დოქტორი?
თავიდან ძალიან დადარდიანდა, ვერც კი მოისაზრა, რა უნდა გაეკეთებინა; მერე ჩვეულმა სიბრაზემ მოუარა და სხვებზე დაიწყო ჯავრის ამოყრა.




მოჩვენება ვააარ...ჰაჰაჰა, - გაიძახოდა...
დაქროდა ქუჩებში ცარიელი ქუდი
ან ქოლგა, ხანაც მარტო ხმა და
რა თქმა უნდა, ყველას აშინებდა ეს გაუგებარი მოვლენები...
პროფესორი კი თავიდან ძალიან ხალისობდა, მერე დაიღალა, ბოლოს მოწყინდა და მოიწყინა კიდეც. აღარ იცოდა, რა ეკეთებინა. ის ხომ გამქრალი კაცი იყო, არც დღე ჩანდა,
არც - ღამე.
- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors
მომავალ შეხვედრამდე, ჩემო საყვარელო მკითხველო!
როცა მოვიცლი, კიდევ მოგიყვებით დოქტორი ტვიქსის ისტორიებს.

ნიკოლოზ ვასაძე
9 წლის
თბილისი 2017 წ.

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(3)
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $3.39+) -
BUY THIS BOOK
(from $3.39+) - DOWNLOAD
- LIKE (3)
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE(3)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!