რა არის ,,რანინა''?
როგორი იყო ჩემი ცხოვრება ,,რანინაში''?
ყველაფერს სულ ცოტა ხანში შეიტყობთ...
...ეს ამბავი ერთ დღეს დაიწყო...

მე და ჩემი ტყუპისცალი, მარიკო, ნიჭიერთა ათწლედში საფორტეპიანოზე ვსწავლობთ, მაგრამ ...
ამ ბოლო დროს საყვირმა გაგვიტაცა, თანაც რამდენიმე სიმღერას ისე მოუხდა...
ერთ დღეს დედამ გვითხრა, კონკურსში უნდა მიიღოთ მონაწილეობაო. ბევრი არ გვიფიქრია, გადავწყვიტეთ, ის დუეტები გვემღერა, სადაც საყვირსაც დავუკრავდით.
თუმცა, ყველაფერი არც ისე კარგად დაიწყო... -
დილას ადრიანად წავედით შესარჩევ ტურზე, - ბევრი ხალხი იქნება და მერე ლოდინი მოგვიწევსო... და მგონი, სულ პირველები მივედით :)
მალე ხალხი მოგროვდა და მივხვდით, რომ მონაწილეების შეყვანა დაიწყებოდა.
დედამ საყვირები ამოგვაღებინა, - ტუჩები გაავარჯიშეთო, - მაგრამ... უი... ჩემი მუნშტუკი იქ არ აღმოჩნდა, სადაც უნდა ყოფილიყო :(
დილას რომ გავივარჯიშე, სახლში დამრჩა :( :(
მამა
სასწრა-ფოდ
გაქანდა სახლში!
ჩვენ შეღონე-ბულები
ვუცდი-დით...

მამა მალევე მოვარდა და ჩვენი დროც მოვიდა.
შევედით მოსაცდელში. ჩვენი მეგობრებიც იქ იყვნენ და თავს მშვენვრად ვგრძნობდით.
ჟიურის წევრები სულ იღიმებოდნენ და ჩავთვალე, რომ ნამღერი მოეწონათ.
მერე გვითხრეს, სოლოები იმღერეთო...
მარიმ ცოტა დაირცხვინა, რადგან ამაზე წინასწარ არ გვიფიქრია, მაგრამ მე არ შევიმჩნიე და რაც კი გამახსენდა, ყველაფერი ვიმღერე,
დუეტებიც სოლოებად გადავაკეთე:)
რა პრობლემა იყო?!
ძალიან კარგ განწყობაზე ვიყავი...
მაგრამ დღეები რომ გავიდა, ლამის დამავიწყდა ეს კონკურსი და
ზუსტად მაშინ დარეკეს - ნიკოლოზი შემდეგ ტურში გადავიდაო...
ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა!
,,ქუჩქუჩელა ქალმა ხელში ამიყვანა და მერე წამყვანმა ორივე აგვიყვანა-მეთქი ხელში'',- ვთქვი
და...
არ დამიჯერეს,
სანამ ეს სურათი არ ნახეს ,,რანინას'' გვერდზე :) :) :)
ბოდიში, მაშინ სახელი არ ვიცოდი :(

ეს წუთები არასდროს დამავიწყდება!
ასე დაიწყო ყველაზე დატვირთული, ყველაზე საინტერესო, ყველაზე მაგარი, ყველაზე საოცნებო დღეები ჩემს ცხოვრებაში
ანუ ჩემი ცხოვრება ,,რანინაში''.


,,ევროვიზია?!'' - იმეორებდა ყველა ,,რანინას'' პირველი რეკლამების გასვლის შემდეგ და მეკითხებოდნენ, რატომ მქონდა გაკვირვებული სახე. მე კი ეს მართლა არ მახსოვს! :)

ვერც კი ვიგრძენი, ისე სწრაფად გავიდა დრო და მოვიდა ახალი წელი. ისე მოვიდა, რომ ახალ წელსა
და საჩუქრებზე ფიქრი ვერ მოვასწარი:)
ახლა ყველაფერი მხოლოდ ,,რანინას''
უკავშირდებოდა და...



ყველაფერი ძალიან მაგარი იყო:
ევროვიზიის რეპეტიციაზე რომ
წაგვიყვანეს; ყველა ერთად
ნაძვის ხის ანთებას რომ
დავესწარით, იმ სიცივეში
რომ ვხალისობდით და
ვმღეროდით; ახალი წლის
ღამეს პირდაპირი ჩართვა
რომ გვქონდა; ინტერვიუებს რომ იწერდნენ ჩვენგან....


და აი, დაიწყო ის, რაზეც ალბათ ყველა ბავშვი იოცნებებდა, ბავშვი კი არა, ყველა, ვისაც მუსიკა და სიმღერა უყვარს -
რეპეტიციები მომღერლებთან, მუსიკოსებთან, ბენდებთან, ორკესტრთან...
დარწმუნებული ვარ, რომ ამ დროს, არც ერთ ბავშვს არ ახსოვდა, რომ ეს კონკურსის ნაწილი იყო, რადგან ეს ყველაფერი იყო დიდზე დიდი ბედნიერება!









თუმცა, პირველ ტურზე,
სიმღერა რომ დავამთავრე
და ჟიურის შეფასება რომ უნდა მომესმინა, ისე დავიძაბე
(თუ, რა ვიცი, გავითიშე),
რომ საერთოდ არ მესმოდა,
რას მეუბნებოდნენ, ვერც იმას მივხვდი, რომ
უმაღლესი შეფასება მივიღე :)






მასწავლებლები ჩვენზე მეტად ნერვიულობდნენ...
სულ გვეფერებოდნენ და გვამხნევებდნენ...
რა თქმა უნდა,
შენიშვნებსაც გვაძლევდნენ, აბა, ისე როგორ ისწავლის ადამიანი?
ზოგჯერ კიდეც ბრაზობდნენ ;)
სცენიდანაც კი ვხედავდი ხოლმე, როგორ გვიყურებდნენ,
როგორ უხაროდათ, როცა რაღაც მართლა კარგად გამოგვდიოდა!
უნდა გითხრათ, რომ მინდოდა, ჟიურიზე მეტად მათ მოწონებოდათ ჩემი ნამღერი.
ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა...
მინდა, მაგრამ ,,ვერ'' გამომდის :)
უბრალოდ, იცოდეთ, რომ
ძალიან მიყვარხართ!!!
ცოტა რამ, შეგიძლიათ, სურათებიდანაც შეიტყოთ!
გაიცანით ჩვენი საყვარელი მასწავლებლებლები:
მანანა მასწავლებელი


მანანა მასწავლებელი -
ყველაზე მკაცრი, მაგრამ ობიექტური და ძალიან მოსიყვარულე!


ჩაჩი მასწ. :)



ძალიან საყვარელი და თბილი!
რამდენიმე დღე რეპეტიციებზე არ იყო და ძალიან მოგვენატრა.
ჩაჩი ანუ ნინო მასწავლებელი! გაითვალისწინეთ, მას არ უყვარს, როცა ბავშვი ჭუჭყიან ბგერებს იღებს!



თამუნა
მასწავლებელი



თამუნა მასწავლებელს
აქვს ყველაზე საყვარელი სიცილი.
და ჰყავს პატარა ,,ორეული'' (ჩემხელა),
რომელსაც ძალიან დავუმეგობრდი :)
თუ თამუნა
მასწავლებელი
გინახავთ, მასაც
მაშინვე იცნობთ!



ნათია მასწავლებელი
ანუ, როგორც მე პირველ გაკვეთილზე დავარქვი
(სანამ სახელებს დავიმახსოვრებდი),
პატარა
მასწავლებელი :)



და ვინ გვამხნევებდა ყველაზე მეტად?
თეკლა, მარიკა და ნატუნა!
სამივე ძალიან გვიყვარს ყველა ბავშვს და ვიცი, სულ მალე ძალიან მოგვენატრებიან.
ისინი ძალიან თბილები და მეგობრულები არიან, თანაც, არ ახასიათებთ სიმკაცრე.
სწორედ მათი დახმარებით იყო, რომ პირველივე დღიდან ,,რანინაში'' თავს კარგად ვგრძნობდით.
ეს თეკლაა, ჩემი უფროსი მეგობარი!
ძალიან კეთილი, ხალისიანი და მომხიბვლელი.


- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

თბილისი
2018 წელი
სახსოვრად ,,რანინას''!

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(3)
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $7.99+) -
BUY THIS BOOK
(from $7.99+) - DOWNLOAD
- LIKE (3)
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE(3)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!