
გიორგი ლეონიძეს პროზაული ნაწარმოები "მარიტა" მოგვითხრობს სოფლის ცხოვრების შესახებ. სიუჟეტის მთავარ ხაზს მარიტასა და გედიას სიყვარულის ამბავი შეადგენს. მარიტა იძლებულია ბებიის ნებასურვილის თანახმად ცოლად გაყვეს შეძლებული ოჯახის შვილს -შეთეს, თუმცა დიდი ხანია მისი გული გედიას ეკუთვნის.

მ ა რ ი ტ ა
გიორგი ლეონიძეს ერთ-ერთი საუკეთესო პროზაული ნაწარმოებია "ნატვრის ხე". მისი ნაწყვეტია "მარიტა", რომელიც მოგვითხრობს გლეხი გოგონას მომაჯადოვებელ სილამაზესა და სიყვარულის ისტ-
ორიაზე.
მწერლის გადმოცემით მარიტა ცეცხლურა ყვავ-
ილს ჰგავდა, რომელიც სეფესანთელივით ბრდღ-
ვიალებდა. დაუჯერებელი იყო, რომ ოდესღაც ისიც
დაჭკნებოდა, ამტვერდებოდა როგორც ყვავილი.
გოგონას თითოეულ ნაკვთში მზისობა ჩანდა, რომელსაც ანკარა სხივთა რაკრაკი ამკობდა.

ბროწეულის ხესავით მშვენიერს ყველა ეუბნებოდა, რომ მისი სახელი "მზევინარა" უნდა ყოფილიყო. მისი სილამაზის შემყურე გიორგი ლეონიძეს არც ყინწვისის ღვთაებრივი ფრესკა და არც არმაზელი ტურფა სერაფიტა გაკვირვებია. მარიტას მშვენების სანახავად საგანგებოდ
მიდიოდნენ მუხათწყაროში სხვადასხვა სოფლებიდან.
ალმასური,მოციმციმე სახის ცქერა დიდ სიამოვნებასთან ასოცირდებოდა. მტრედივით შემკობილი, ჩაკდემით მოსიარულე, როგორც ნიავი, ვერხვში შეხიზნული მართლაც პირმეტყველი სამოთხე გახლდათ.



მისი თვალები ნუკრის თვალებს წააგავდა. ძვირფასი სახე კი სინათლე იყო და ბროწეულის ყვავილივით ჰყვაოდა. მომაჯადოვებელი ღიმილი გონებას უბინდავდა ყველას. ცისარტყელასავით დადიოდა სოფლის ორღობეში,
ტანს ორშაურიანი ჩითის კაბაც კი
უმშვენებდა.
მარიტას სულის მშვენიერება აღე -
მატებოდა ფიზიკურ სილამაზეს.
თვითონვე გრძნობდა ბუნების
მიერ მომადლებულ ნიჭს, გულში
მადლიერობდა მშვენიერების
ღირსი რომ გახადა ბუნებამ და ამ ნაჩუქარ დიდებულ განძს თავისი ძნეობითაც უვლიდა, ნაზად და სათუთად უვლიდა ... იცოდა, რომ უხვად იყო დასაჩუქრებული, აფასებდა და უფრთხილდებოდა.

უამრავი ვაჟი ნატრობდა მის ცოლად შერთვას. მარიტას სიყვარულით დამთვრალნი ღამეებს თეთრად ათენებდნენ, ზოკი კი მასზე ფიქრებში გართული საქონელს კარგავდა.
გიორგი ლეონიძეს სახლის გასწვრივ იდგა ქოხი, სადაც მარიტა სახლობდა. დედით ობოლი, დიდედა ლელაურის მუხლქვეშ გაიზარდა.
ენკენისთვის მიწურული იყო, როცა ყურძნები დაკრეფილიყო, ქვევრები ნიგვზის ფოთლებითა და აყალოთი წახურულიყო. ამ დროს მოყვითლული
დღეები კელაპტრივით იწოდნენ. ჰაერი გამჭირვალე იყო, ცა კი ლურჯი როგორც ზღვა. ივრის ხასხასა ჭალები ნოყივრად შრიალებდნენ. უბნის გოგო-ბიჭები თამაშობდნენ, დაკუნტრუშობდნენ და მღეროდნენ. უეცრად ეზოში შევიდა შუახნის შეჭაღარავებული ცხენოსანი, უნაგირზე პატარა გოგო შემოესვა - მარიტა.
აბრეშუმივით ნაზი თმა და ლურჭი, ცასავით ლამაზი, მიუწდომელი, სევდით სავსე თვალები ჰქონდა. გიორგიმ გაბედა ხმის გაცემა და მალე ერთად თამაშიც დაიწყეს.
მწერლის დედას ძალზედ გაუხარდა ნათლულის დანახვა და შესაბამისადაც გაუმასპინძლდა. მალე მარიტას ნადედობიც გამოჩნდა - დიდედა ლელაური ! მეორე დღეს მარიტას მამა - ჩაჩიკა სიდედრის ქოხში ჩასახლდა. იმ დღიდანვე შუდგა ჩაჩიკა სიდედრის მამულის მოვლას. თვითონ არაგვიდან იყო, ცოლი რომ მოუკვდა, იქ ვეღარ გაჩერდა და გადაწყვიტა მის სოფელს შეხიზნოდა.
მშვენიერი ვენახი გააშენა. ისეთ გემრიელ ღვინოს ასხავდა სოფლის გლეხები წამალთან აიგივებდნენ. ჩაჩიკას ოჯახი მაინც ღარიბი იყო, თუმცა დიდედა ლელაურიც მხნეობდა.
წერა-კითხვაში გაწაფული მარიტა სხვებსაც უზიარებდა თავის ცოდნას. დიდი გულმოდგინებით ასწავლიდა ანბანს მის პატარა მეგობრებს. როცა წამოიზარდა, საოცარი ხალიჩის მქსოველი დადგა. გაზაფხულის ფერების დახმარებით ულამაზეს კონტრასტებს ქმნიდა. ამ ყველაფერს ნამდვილი ოსტატივით აკეთებდა. იმ დროისთვის დაიწყო გიორგი ლეონიძემ ლექსების წერა. მარიტა ხშირად თხოვდა ერთ-ერთი ლექსი მიეცა და ფარდაგზე ამოექსოვა, თუმცა გიორგი არ თვლიდა თავის ლექსებს მარიტას წვალების ღირსად.



ერთხელ ნიკო სულხანიშვიმა სთხოვა გიორგი ლეონიძეს საქართველოს ჰიმნისათვის ლექსი დაეწერა, თუმცა მან უარი განაცხადა, ვინაიდან უჭირდა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. თავი ხიფათში არ ჩაიგდო და არ დაიკისრა მძიმე საქმე. საოცარი იყო, რომ მარიტას და ბატონი ნიკო სულხანიშვილის დაჟინებული თხოვნა უკანასკნელი გახლდათ გიორგისათვის, მისთვის აღარავის, არც ერთ რედაქტორს თუ თაყვანისმცემელს უთხოვია რაიმეს შექმნა.
დიდედა ლელაური მშრომელი ქალი გახლდათ. მარიტა მისგან ყველა კარგ თვისებას იღებდა. შრომაშიც კი ფაქიზი იყო, მუდამ ფურფუშებით მორთული წინსაფარი ეკეთა და ნაზად მუშაობდა.
ყიდულობდნენ.
მკათათვის დილიდანვე სამკალში გაშლილ დედაკაცებში ჩადგებოდა მარიტა და გულმოდგინედ ჰკრეფდა დაბნეულ თავთავებს. მწერალი ვერ იტანდა მარიტას სიცხის
გულზე შრომას და ეხმარებოდა.










ქალებს მძიმე შრომა უწევდათ, რომ სარჩო გამოემუშავებინათ. მთელი დღის განმავლობაში თავთავებს კრეფდნენ. საბოლოოდ, შეგროვებული გროშებით მეწვრილმანესთან სასურველ ნივთებს



საღამოთი სახემტკბარი მარიტა გაბრწყინდებოდა თავის დერეფანში და სულაც არ ეტყობოდა მთელი დღის დაღლილობა.
ძველქართული ჩვეულება, ბავშვთა ერთი ბედნიერი დღე გახლდათ "არიფანა" - საძმო სუფრა - ყვავილთა დღესასწაული. არიფანას ყოველწლიურად ვარდობისთვებში მართავდნენ უბნის ბავშვები. წინასწან დამზადებულ სანოვაგეს წაიღებდნენ და შერეულ ადგილზე სუფრას შლიდნენ. თავზე გვირილის გვირგვინებს დაიდგამდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ და თამაშობდნენ.
უკანასკნელი არიფანა ვენახის თავში, დიდი კაკლის ჩრდილქვეშ გაიმართა. მწერლისათვის განსაკუთრებით დამამახსოვრებელი, უკანასკნელ არიფანაზე იყო მარიტა. საარიფანო ასაკიდან გადიოდნენ და მოზარდობაში დგამდნენ ფეხს. მათი ტოლი გოგოები უკვე თხოვდებოდნენ. მარიტა ულამაზესი ქალწული დადგა.
თეთრმოვარდისფრო კაბაში გამოწყობილი ამშვენებდა დღესასწაულს. მწერალმა შენიშნა, რომ მის თვალებში ოდნავი სევდა კრთოდა, იფიქრა ბავშვობასთან განშორებას ვერ ეგუებოდა.
მეძროხე, ცხრამეტი წლის გედია ნათელიძე მარიტას სუფრის თადარიგში ეხმარებოდა, თან ღიმილით მისჩერებოდა. გვირილის გვირგვინიც მას დაადგა და ლეკურის საცეკვაოდაც გაიწვია.

მარიტასაც ეტყობოდა უჩვეულობა. უეცრად მოსწყდებოდა იქაურობას, გაირინდებოდა, თითქოს სხვა სამყაროში გადასულიყო.
შესამჩნევი ბიჭი იყო გედიაც - რჩეულებში ამორჩეული ! მაგრამ მარიტასავით ღარიბი, და უმამულო იყო.
მალე ხმა დაირხა მარიტასა და გედიას სიყვარულის შესახებ. გედიაც აღარ მალავდა უსაზღვრო სიყვარულს და ტყეში მუდამ მარიტას მონატრებაზე ღიღინებდა.
გედია ზაფრადაცემულივით ტორტმანებდა, იკლაკნებოდა სიყვარულით, საქმეს თავს ვერ უდებდა. სიყვარული შეჰსეოდა მის თითოეულ უჯრედსა და ძარღვს.
ბევრი მთხოვნელი ჰყავდა მარიტას. თვალმცეცხლი ბიჭები
ეტმასნებოდნენ. არაერთი მდიდარი ჭაბუკი თხოულობდა მის ხელს: მწყემსები, მევენახენი, მეხრენი, მეძროხენი თუ მეცხვარენი, მაგრამ ყველაზე მეტად დაჭრილი მაინც გედია
იყო. ტყეში დადიოდა და განუწყვეტლივ იმეორებდა : "წყეულო სიყვარულო,
ვაი, ჩაგავლებ ხელსა,
სუ ლუკმა-ლუკმა დაგკუწავ
მერე შეგიკეთებ ცეცხლსა"
მარიტა და გედია ერთმანეთის შესაფერისები იყვნენ, მაგრამ მათი ბედი დიდედა ლელაურმა გადაწყვიტა. ჩაჩიკა ეწინააღმდეგებოდა გოგონას უსიყვარულოდ გათხოვებას,

მაგრამ დიდედა ლელაურის სიტყვამ დიდი გავლენა მოახდინა საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
მარიტა ცოლად გააყოლეს ვინმე მყრალ, ხარბ მეცხვარეს სახელად - შეთეს.














შეთეს ბეღელი სავსე გახლდათ ქვევრებით, ჭურჭელით და გოდრებით. ის ნამშრალი, გოროზი, ყველასაგან უყვარული და ყველას უარისმყოფელი ცხოვრებას დახამებული კაცი იყო. დღეში ათჯერ დათვლიდა ცხვარს და კიდევ არ ეკმარებოდა. არ უყვარდა ღარიბი თანამოძმენი. ერთხელ ასეთი სიტყვა გათალა : -- თანატოლები რათ უნდა ვიყვნეთ ქონებული და უქონელი? --
-- თან შავი ალამური ასდიოდა სახეზე.
მარიტას გულზე მჩხვლეტავი ნემსებივით ეჭიდებოდა მგლის ნაკბილარივით შეთეს სიტყვები.
მარიტასთვის ნისლისფერი ცხოვრება დაიწყო.
გედია გარეგნულად არ შემკრთალა, წარბიც არ შეიდრიკა სიამაყით, მას ეგონა, თუ ქალმა გასწირა. ჯერ გაჰქრა სოფლიდან, მერე ორჯერ-სამჯერ ჩაიარა შეთეს ახალი სახლის წინ დათოვლილი ნაბადით, მარიტასკენ არც კი გაუხედავს.
გადიოდა დრო. ეს ამბავი ყველას დაავიწყდა, გედიას და მარიტას კი - არა!
აღმაშფოთებელი ის იყო, რომ შეთემ გედია ნათლიად მიიყვანა როცა ბიჭი ეყოლათ. ბოროტი ენები ამ გადაწყვეტილებას მარიტას აბრალებდნენ, სინამდვილეში კი არავინ იცოდა საიდან მოუვიდა აზრად შეთეს ეს იდეა.
გედია და მარიტა ცალ-ცალკე, უჩუმრად ებრძოდნენ გრძნობას და ვერ მორეოდნენ.
ერთხელ როცა შეთე თრიალეთზე იყო, ხოლო მისი დედა გულიზარი ამიერ ქვეყნიდან გასულიყო, გედია ჩავიდა მათ ოჯახში სამძიმრის სათქმელად. მარიტასთვის სამძიმარი უნდა ეთქვა ნათლიას, მაგრამ ნამდვილად კი მარიტას ღიმილი სწყუროდა. სულ ერთი სიტყვაც რომ გაეგონა მისგან, მთელ წელიწალს იკმარებდა ბედნიერებისათვის! და აი მათი შეხვედრა იყო ძალზედ დრამატული...




მონატრებული მარიტა მოეხვია გედიას და ქვითინი დაიწყო მის მხარზე. მეზობლის შინაბერა ბალბალუკას "ნემსიპარიას", კივკივით მოსიარულეს, არ გამორჩა გედიას სტუმრობა. კევიღეჭიამ გამოაქვეყნიერა ყოველივე. სოფლის ენაკეციამ, ნაზი, ქლარცი ენით მკვმევარმა, კრძალული და თავაზიანი ლაპარაკი იცოდა, თავისი
ვითომდა კდემამოსილებით, მთელ სოფელს ამცნო გედიას და მარიტას ვითომდა საცოლქმრო შეყრა.
ბალბალუკას ნაენავი, ჭორშესხმული ამბავი მივიდა სოფლის მეუფროსემდე.
-- განა სოფელი ბრმა არი, განა გულზე გახვრეტა მეტიღა იქნება? -- რისხვით ამბობდა ციციკორე.
-- არა, ღობესაც თვალი აქვს, კედელსაც, ჯამ-ჭურჭელსაც!
-- ქალი ეშმაკის თვალია! -- წარმოთქვა ციციკორემ და ხმის ამოღება ვერავინ გაბედა.
ცეცხლმოკიდებული სოფლის მეუფროსე ციციკორე თავზე ცივ წყალს ისხამდა. გმინავდა,თრთოდა,ტვინი გაუფიცხდა.
შუაღამისას სოფლის თავკაცების ფარული თათბირი გაიმართა
ციციკორეს საბძელში. დიდი სჯა-კამათი იყო. ციციკორემ გულის ბოღმა-ვაება წამოცალა. თავისი დაიჟინა. სოფლის მეუფროსემ მაინც თავისი გაიტანა და ვინც კი თავდაპირველად გაიკმარა, ბოლოს იმანაც კი ციციკორეს მხარი მოაბა მკაცრ გადაწყვეტილებაში!..
... ზაფხულის ნაცრისფერი დილა გათენდა, ნაწვიმარი, ნაცივარი, ნისლიანი ამინდი იყო...


- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(2)
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $6.79+) -
BUY THIS BOOK
(from $6.79+) - DOWNLOAD
- LIKE (2)
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE(2)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!