სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალის მე-2 საჯარო სკოლა
პედაგოგი: ირმა ხითარიშვილი













სხეული შედგება ნივთიერებისაგან. სხეული შეიძლება მომზადდეს ერთი ან რამოდენიმე სახის ნივთიერებისაგან.მაგ:ავტომობილის მოსამზადებლად საჭიროა: ლითონი, მინა, რეზინი, პლასტმასი, ტყავი და სხვა. მინის ბოთლის გასაკეთებლად მინაა საჭირო.
შეიძლება ერთი და იგივე სხეული სხვადასხვა ნივთიერებისაგან მომზადდეს. მაგ: სკამი შეიძლება იყოს პლასტმასის ან ხის, საყურე ოქროსი ან ვერცხლის. ასევე შეიძლება ერთი და იგივე ნივთიერებისაგან სხვადასხვა სხეულის გაკეთება. მაგ: პლასტმასისგან კეთდება კოვზი, სკამი, ჭიქა და ა.შ




ნივთიერება შეიძლება არსებობდეს სუფთა ან ნარევის სახით. ზოგი სხეული მხოლოდ ერთი სახის ნივთიერებისაგან შედგება. მას ჰქვია სუფთა ნივთიერება. მაგ: რკინის ლურსმანი სხეულია, რომელიც მხოლოდ ერთ ნივთიერება რკინას შეიცავს, მინის ჭიქა მხოლოდ მინისაგან შედგება.
ნარევი შედგება ორი ან ორზე მეტი ნივთიერებისაგან. მაგ: ნაყინი შეიცავს რძეს, შაქარს, ვანილს, შოკოლადს და სხვა. ჰაერის შემადგენლობაში კი შედის: ჟანგბადი, ნახშირორჟანგი, აზოტი, წყლის ორთქლი და სხვა. ნებისმიერი კერძი ასევე ნარევს წარმოადგენს.



ნარევში შემავალი ნივთიერებები ინარჩუნებენ თავიანთ ფიზიკურ თვისებებს. მაგ: შაქრის წყალში გახსნისას წყალს ეძლევა ტკბილი გემო, ხოლო მარილის წყალში გახსნისას წყალი ხდება მლაშე.
თუ ჩვენ გოგირდისა და რკინის ნაქლიბის ნარევს მაგნიტს მივუახლოვებთ, მაშინ რკინა მიიზიდება მაგნიტის მიერ. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნარევების გაყოფის პროცესში.
ნარევებიდან სუფთა ნივთიერებების გამოყოფა ადვილად შეგვიძლია ფიზიკური მეთოდების გამოყენებით.

შაქრის წყალხსნარი

მარილის წყალხსნარი

სპირტის წყალხსნარი

ფორთოხლის წვანი
გავეცნოთ ნივთიერებათა ნარევებს. იგი შეიძლება იყოს ერთგვაროვანი და არაერთგვაროვანი.
ერთგვაროვანი ნარევის შემადგენელი ნაწილაკების აღმოჩენა თვალით ან გამადიდებელი (ოპტიკური) ხელსაწყოებით შეუძლებელია. მაგ: ჰაერში ჩვენ ვერ ვხედავთ აზოტის, ჟანგბადის, ნახშირორჟანგის და სხვა აირების შემცველობას. ასევე შაქარის წყალხსნარში, მარილის წყალხსნარში, სპირტის წყალხსნარში, ფორთოხლის წვენში შეუძლებელია თითოეული შემადგენელი კომპონენტის დანახვა.





გოგირდისა და რკინის ნაქლიბის ნარევი
არაერთგვაროვანი ნარევის შემადგენელი ნაწილაკების შემჩნევა ადვილად შესამჩნევია. მაგ: ზეთისა და წყლის ნარევი, გოგირდისა და რკინის ნაქლიბის ნარევი, ცარცისა და ქვიშის ნარევი, ნახერხისა და წყლის ნარევი, ნამცხვრები, კერძები და სხვა.
ნარევები შეიძლება იყოს მყარი ნივთიერებების, სითხეებისა და აირების ნებისმიერი კომბინაცია. მაგ: ჰაერი აირების ნარევია, ზღვის წყალი მარილისა (მყარი) და წყლის (სითხე) ნარევია.

ნარევში მინარევების გამოყოფას ნივთიერებათა გასუფთავება ჰქვია. გავეცნოთ ნარევის დაყოფის ხერხებს:
დაწვდომა(დალექვა) -ეს არის სითხისაგან მყარი, უხსნადი ნაწილაკების გამოყოფის მარტივი მეთოდი. მაგ: რკინის ნაქლიბისა და ხის ნახერხის ერთმანეთისაგან გამოსაცალკევებლად მათ ყრიან წყალში და ურევენ. შემდეგ ელოდებიან დალექვას. რკინა ფსკერზე ილექება, ნახერხი კი წყლის ზედაპირზე რჩება. თუ წყალს ხის ნახერხთან ერთად გადავასხავთ, მხოლოდ რკინა დარჩება.


ამოტივტივება -ნარევების განცალკევების ისეთი ხერხია, როდესაც ნარევში შემავალ ნივთიერებებს განსხვავებული სიმკვრივეები გააჩნიათ. ამ დროს ნაკლებად მკვრივი ნივთიერება ზედაპიზე ამოტივტივდება. მაგ: რძის ნაღები ზედაპირზე ამოტივტივდება, რის შედეგედაც მისი მოხდა შეიძლება. ასევე ხინკლის მოხარშვისას, ხინკალი ზედაპირზე ამოდის და მისი ამოღება გვიადვილდება.
- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(1)
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $4.79+) -
BUY THIS BOOK
(from $4.79+) - DOWNLOAD
- LIKE (1)
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- REMIX
- Report
-
BUY
-
LIKE(1)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!