ამ წიგნით გაეცნობით სვანეთის მდებარეობას,დასახლების ტიპებს და საცხოვრებელ სახლებს,სტიქიურ მოვლენებს,მეურნეობის დარგებს, ნადირობისა და სხვა ტრადიციებს.

სვანეთი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში.კავკასიონის სამხრეთ კალთებზე.იყოფა ზემო და ქვემო სვანეთად.მათ ყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატფარის უღელტეხილით.
სვანეთი კოშკების მხარეა,აქ 200-ამდე კოშკს ითვლიან,ყველა გვარს თავისი კოშკი ქონდა.კოშკებს საცხოვრებელი და თავდაცვითი ფუნქცია ქონდა.სვანური კოშკი 20-25 მეტრი სიმაღლის ნაგებობაა,მათ რიყის ქვითა და ლოდებით აშენებდნენ და ძირითადად ხუთსართულიანია. საღამოობით კოშკები განათებულია და ულამაზესი სანახავია.
სვანეთში სამწუხაროდ ხშირად ხდება ზვავი და მეწყერი.ამით იყო გამოწვეული ის ფაქტი,რომ ბევრი ადგილობრივი მთიდან ბარში გადასახლდა.
სვანეთის მეურნეობის მთავარი დარგები მესაქონლეობა და მარცვლეულის მეურნეობა იყო.ისინი სათიბს რწყავდნენ რაც ორჯერ მოთიბვის საშუალებას იძლეოდა.სვანები მატყლისგან სვანურ ქუდებს და ნაბდებს ამზადებდნენ.


სვანეთი მდიდარია მუსიკალური ფოლკლორით, განსაკუთრებით მზისა და განთიადის საგალობლებით ,საგმირო სიმღერებით.

ლიფანალი გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი დღესასწაულია.ის რამდენიმე დღეს გრძელდება.ამ დროს დიასახლისი ნაკურთხი სწლითა და ნაცრის შერევით
" საღებავს" ამზადებს და სხვადასხვა საგნებზე ფიგურებს გამოსახავს.თითით მარტივ ფიგურებს გამოსახავს.
სვანები უძველესი დროიდან დადიოდნენ მთაში სანადიროდ.თოვლსა და ყინულზე სასიარულოდ ისინი საგანგებოდ აღჭურვილობას თხილამურს და წრიაპს იყენებდნენ.თხილამურები ხის ტოტებისგან მზადდებოდა,წრიაპები ლითონისაგან.

ლემი თავისუფალი სვანეთის დროშას ეწოდება.ქართულად ლომს ნიშნავს.მედროშე ყველა ბრძოლაში წინ მიუძღოდა მებროლებს.
უშგული მესტიაში,შხარას ძირას მდებარეობს.ის ზღვის დონიდან დაახლოებით 2400 მეტრამდეა და ამ მონაცემებით ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტად მიიჩნევა.თემის ცენტრი ჩაჟაში მუზეუმადაა გამოცხადებული და იუნესკოს ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.
არსებობს ასეთი თქმულება,რომ უშბა ყოფილა ღარიბი ოჯახის ვაჟი,რომელსაც მდიდარი ოჯახის ასული თეთნულდი ყვარებია. მათთვის სიყვარული აუკრძალავთ.დამწუხრდნენ უშბა და თეთნულდი.თეთნულდი საპატარძლო კაბაში გამოწყობილა და ღმერთისთვის შეუთხოვია: რაკი ჩვენ ერთად ყოფნა არ გვიწერია ისე გაგვაქავე,რომ ერთმანეთის ყურებაში ხელი არავინ შეგვიშალოსო.კავკასიონის ქედზე ეს ორი მწვერვალი ისე დგას მართლაც რომ ერთმანეთს პირისპირ მიჩერებიან.

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
BUY THIS BOOK
(from $2.99+) -
BUY THIS BOOK
(from $2.99+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!