

ა---აქლემი მხოლოდ უდაბნოსა და მშრალი სტეპის ზონებშია გავრცელებული.იმ მცენერეებით იკვებება,რომლებსაც სხვა მცოხნელები არ ჭამენ.სვამს ცოტა წყალს,ზოგჯერ მლაშესაც.დიდხანს შეუძლია უწყლოდ გაძლება.


ბ___ ბუ,ეს საოცარი ფრინველი წარმოუდგენლად პატარა და საყვარელია.ბინადრობს ტყეში.სახეობა არის მომთაბარე,შედგება 6 ქვესახეობისგან,რომლებიც გავრცელებულია ევრაზიისა და ამერიკის,სამხრეთ და ცენტრალური ევროპის დაბურულ ტყეებში.

გ___გორილა,მაიმუნი პრიმატების რიგისა.ტვინი აგებულობით ადამიანის ტვინს უახლოვდება.ადამიანთან მსგავსებას ნაწილობრივ განაპირობებს ხმელეთზე ცხოვრების ნირი..გავრცელებულიაე ეკვატორულ აფრიკაში.
დ___დათვი,მტაცებელი რიგის ძუძუმწოვრების ოჯახი.აერთიანებს თანამედროვე მტაცებლების ყველაზე დიდი ზომის სახეობებს.ბინადრობს ევროპაში,აზიაში,ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკაში,ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში;უმრავლესობა უღრან ტყეში.

ე___ენოტი,მტაცებელი ძუძუმწოვარი ენოტისებრთა ოჯახისა.გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში.ბეწვი ხშირია,ფერად მოყვითალო-რუხი,შავი მინარევებით.ბინადრობს ტყეებში,აქტიურია ღამით;დღის საათებს ბუნაგში ატარებს,რომელსაც ხის ფუღუროში აკეთებს,იშვიათად კლდეებში.

ვ___ვირი,შინაური ვირი,ასევე ცნობილია,როგორც სახედარი-კენტჩლიქოსანი ცხოველი ცხენის გვარისა.ვირს სასაპალნედა შესაბმელ პირუტყვად იყენებენ.განსაკუთრებით მთაგორიან ადგილებში და ბილიკებით სავალ გზებზე.


ზ__ზებრა,ცხენების გვარის ძუძუმწოვართა ქვეგვარი და ყველა სახეობის ზებრის საერთო სახელი.ზებრები გავრცელებულია აღმოსავლეთ,ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკაში,

თ___თოლია,გვხვდება ევროპაში,აზიასა და კანადის სანაპირო რაიონებში.ძირითადად გადამფრენია,იზამთრებს სამხრეთში,თუმცა ზოგჯერ დასავლეთ ევროპაშიც ბუდობს.გვხვდება უმეტესწილად მტკნარი წყალსატევების პირზე კოლონიებად,სადაც მათი რაოდენობა ათასობითაა და ამ პირობებში მეტად აქტიურობენ.

ი___იხვი,ბატისნაირთა რიგის ფრინველთა რამდენიმე გვარი.გაერთიანებული არიან იხვისებრთა ოჯახში.ფართოდ არიან გავრცელებული ყველა კონტინენტზე,გარდა ანტარქტიდისა.

კ_ _ _კუ,ქვეწარმავალთა რიგი.სხეული მოქცეული აქვთ ძვლოვან ჯავშანში,რომელიც შედგება ამობურცული ზურგის ბაკანისა ანუ კარაპაქსისგან და უფრო ბრტყელი მუცლის ფარის ანუ პლასტრონისაგან.ორივე ფარი ერთმანეთთან მოძრავად ან უძრავადაა დაკავშირებული.

ლ_ _ _ლომი,მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის,პანტერათა გვარის წარმომადგენელი.ცნობილია ლომის 2 ქვესახეობა აფრიკული და აზიური.

მ_ _ _მგელი,მტაცებელთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი,ძაღლისებრთა ოჯახისა.ბინადრობდა თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსპეროში,როგორც ტყეში,ასევე მინდვრებში,ნახევრად უდაბნოებში და ყინულოვან არქტიკულ ტუნდრებშიც.

ნ_ _ _ნიანგი,ქვეწარმავალთა რიგი.მათი სიგრძე2-5 მ,იშვიათად 7 მ აღწევს.ნიანგის ხორცს საკვებად იყენებენ,ტყავს სხვადასხვა საგალანტერეონაკეტობის დასამზადებლად.ამჟამად ნიანგები საგრძნობლად განადგურებულია.

ო_ _ _ობობა,ფეხსახსრიან ცხოველთა რიგი ობობასნაირთა კლასისა,ფეხსახსრიანების ტიპისა.კაცობრიობისთვის ცნობილია ობობების 32 000 ნაირსახეობა.ისინი ერთმანეთისგან, სიდიდით,ფორმით და თვისებებით განსხვავდებიან,მაგრამ აქვთ ერთნაირი სხეულის აგებულება.

პ_ _ _პანდა,ძუძუმწოვარი ცხოველი დათვისებრთა ოჯახისა,რომელიც მსოფლიოს იშვიათი ცხოველების რიცხვს მიეკუთვნება.აქვს თეთრი ბალანი ყურებზე,ფეხებზე, კუდის წვერზე და მხრების მიდამოში კი - შავი.

ჟ_ _ _ჟირაფი,მცოხნელი ძუძუმწოვრების ოჯახი წყვილჩლიქოსნების რიგისა.აერთიანებს 2 გვარის 2 სახეობას: ჩვეულებრივ ჟირაფსა და ოკაპს.გავრცელებულია აფრიკაში საჰარის სამხრეთით.ბინადრობს სავანეებში.

- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(9)
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $5.39+) -
BUY THIS BOOK
(from $5.39+) - DOWNLOAD
- LIKE (9)
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE(9)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!