რესურსის ავტორია სსიპ 33-ე საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი
ნანა გეგელაშვილი.
ამ წინგში მოცემულია საინტერესო და უცნაური ფაქტები ცნობილი კომპოზიტორების შესახებ.

ცნობილია, რომ მოცარტს კატის იმიტირება უყვარდა. შეეძლო ცნობილ მომღერლებთან ოპერის განხილვისას მოულოდნელად დაევიწყებინა სად იყო და კნავილით მაგიდის ქვეშ შემძვრალიყო. ამ თემაზე მოგვიანებით სახუმარო სიმღერაც კი შეიქმნა, რომელიც "კატების დუეტის სახელწოდებითაა ცნობილი.



ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი 27 წლის ასაკში დაყრუვდა, სწორედ ამ პერიოდში ეწვია მას ნამდვილი სიყვარული, მისი სიყვარული მისივე მოსწავლე 16 წლის ჯულიეტა გვიჩარდი იყო, რომელიც მოულოდნელად გრაფს გაჰყვა ცოლად, სასოწარკვეთილმა კომპოზიტორმა სწორედ მას მიუძღვნა თავისი უკვდავი ქმნილება "მთვარის სონატა".
56 წლის კომპოზი- ტორის უკანასკნელი სიტყვები იყო: "ტაში დაუკარით ბატონებო, კომედია დასრულდა".

იოჰან სებასტიან ბახი, როგორც უდიდესი გერმანელი კომპოზიტორი გარდაცვალე- ბიდან მხოლოდ 100 წლის შემდეგ აღიარეს.
დედამიწის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველ ოქროს დისკზე, რომელიც 1977 წელს nasa-მ მარადიულ მოგზაურობაში, კოსმოსში გაუშვა, სხვა შედევრებთან ერთად იოჰან სებასტიან ბახის ნამუშევრებიც არის შესული.

ავსტრიელმა პიანისტმა პაულ ვიტგენშტაინმა პირველი მსოფლიო ომის დროს დაკარგა მარჯვენა ხელი, მაგრამ განაახლა საკონცერტო კარიერა და მიაღწია განსაკუთრებული დაკვრის უნარს. ის ასრულებდა ისეთ რთულ ნაწარმოებებს, რასაც სხვა პიანისტები ორი ხელითაც კი ვერ უკრავდნენ.

არნოლდ შომბერგს საშინლად ეშინოდა რიცხვი 13-ის. ის 13 სექტებერს იყო დაბადებული, რასაც უბედურების ნიშნად აღიქვამდა. მან საკუთარ ნაწარმოებს სახელიც კი შეუცვალა, როდესაც აღმოაჩინა, რომ სათაური 13 ასოს შეიცავდა. როდესაც მუსიკოსს 76 წელი შეუსრულდა დარწმუნებული იყო, რომ ამ წელს გარდაიცვლებოდა, რადგან 6+7=13 იყო. მისი შიშები გამართლდა ის მართლაც 13 ივლისს გარდაიცვალა.


გარდაცვალების შემდეგ მის სახლში იპოვეს 100 ქოლგა, 84 ცხვირსახოცი, 6 ერთნაირი კოსტიუმი და უამრავი წერილი, რომლებსაც საკუთარ თავს უგზავნიდა. ასევე ცნობილი გახდა, რომ ის მხოლოდ თეთრ საკვებს მიირთმევდა. მის რაციონში შედიოდა: კვერცხი, შაქარი, დაფხვნილი ძვლები, ქონი, მარილი, ქოქოსი, ბრინჯი, მაკარონი, ქათმის თეთრი ხორცი, ყველი და თევზის ზოგიერთი სახეობა.
ფრანგი კომპოზიტორის ერიკ სიტის უცნაურ ხასიათზე ბევრი საუბრობდა:
დ ა ს ა ს რ უ ლ ი

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(2)
-
COMMENT()
-
SHARE
-
BUY THIS BOOK
(from $2.99+) -
BUY THIS BOOK
(from $2.99+) - DOWNLOAD
- LIKE (2)
- COMMENT ()
- SHARE
- Report
-
BUY
-
LIKE(2)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!