რესურსის ავტორი სსიპ. ქ. ქუთაისის 33-ე
საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი ნანა მიგინეიშვილი
ამ წიგნში მიმოვიხილავთ, რა მნიშვნელობა აქვს ტრიგონომეტრიას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში

ტრიგონომეტრია არის მათემატიკის ის ფილიალი, რომელიც სწავლობს ტრიგონომეტრიულ ფუნქციებს.
სიტყვა ტრიგონომეტრია პირველად 1505 წელს ჩნდება გერმანელი მათემატიკოსის პიტისკუსის წიგნის სათაურში.
ტრიგონომეტრია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს სამკუთხედების გაზომვას.

ტრიგონომეტრია ფართოდ გამოიყენება თანამედროვე არქიტექტურაში. უამრავი ნაგებობა იგება ტრიგონომეტრიული ფუნქციების გამოყენებით.




ტრიგონომეტრიული ფუნქციები ასევე გამოიყენება თანამედრივე მედიცინაში, კერძოდ, კომპიუტერულ ტომოგრაფიაში, მაგნიტურ რეზონანსსა და ულტრასონოგრაფიაში.



განვიხილოთ მუსიკა, რომელიც ძალიან ბევრის გატაცებაა. როგორც ვიცით, ხმა ტალღებით ვრცელდება. მართალია ეს არ არის ზუსტად სინუსის და კოსინუსის ფუნქცია, მაგრამ კომპიუტერულ ტექნოლოგიებში მუსიკის დამუშავებისას სწორედ ამით სარგებლობენ. ხმის ინჟინრებს და ტექნოლოგებს უწევთ ტრიგონომეტრიის ძირითად პრინციპებთან შეხება.






ტრიგონომეტრიას იყენებდენ ასტრონომიაში, ციური სხეულების მოსალოდნელი მდებარეობის გამოთვლებისთვის. მზის ამოსვლისა და ჩასვლის ეპიზოდების, აგრეთვე მზისა და მთვარის დაბნელების დადგენისათვის. მათი ადგილის კოორდინატების საპოვნელად.





ტრიგონომეტრიას ფართო გამოყენება აქვს ფიზიკაში და მისი საშუალებით მრავალი მოვლენის ახსნა მოხდა. მაგალითად ცისარტყელას თეორია, რომელიც 1637 წელს რენე დეკარტის მიერ იქნა მოცემული. მან ეს მოვლენა ახსნა და დააკავშირა წვიმის წიაღში სინათლის ანარეკლსა და რეფრაქციასთან(გარდატეხა). მზის შუქი განიცდის წყლის წვეთებში გარდატეხას, გარდატეხის კანონის შესაბამისად: sina/sinb=n1/n2.







ტრიგონომეტრია ასევე გვხვდება ბიოლოგიაში. ერთ-ერთი მაგალითია თევზის მოძრაობა წყალში, რომელიც სინუსის ან კოსინუსის კანონის მიხედვით ხდება. ასევე ფრინველის ფრენის დროს ფრთების ფარდის ტრაექტორია ქმნის სინუსოიდას.





ტრიგონომეტრიას ფართოდ იყენებენ ნავიგაციაში. ის ეხმარება ჩვენს ტვინს ობიექტისადმი მანძილის დადგენაში. მაგ. გარკვეული ცოდნის მქონე კაპიტანს ყოველთვის შეეძლო ღამით ვარსკვლავებზე ნავიგაცია და კურსის კორექტირება.

- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(1)
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $2.99+) -
BUY THIS BOOK
(from $2.99+) - DOWNLOAD
- LIKE (1)
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE(1)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!