იგავ-არაკის გმირები არიან მცენარეები,ცხოველები,საგნები მაგრამ იგულისხმებიან ადამიანები.

ზაფხულის ცხელი დღე იყო.ორი ბედაური ცხენი ეტლს ნიავივით მიაქროლებდა.ქვიშიან გზას ბუღი ასდიოდა.საიდანღაც ერთი ბუზი გაჩნდა.
ბუზი და ეტლი




შემოსკუპდა ეტლის კოფოზე,თავმომწონედ ყელი მოიღერა,ვითომ ის მიარბენინებდა ეტლს და ყვირილი მორთო:
-ერთი შემომხედეთ,რა კორიანტელი დავაყენეო!
ეზოპე

ერთხელ ღარიბმა გლეხმა ერთი ქილა ერბო იპოვა.გახარებულმა კაცმა ქილას ყურში ჯოხი გაუყარა,მხარზე გაიდო და გაუდგა გზას.თან ოცნებობდა:
ღარიბი და ქილა ერბო


-ღმერთმა ჩემი გამდიდრება მოინდომა.ამ ერბოს გავყიდი და წიწილებს ვიყიდი.წიწილებს დავზრდი,დავასუქებ,ძვირად გავყიდი და რამდენიმე ხბოს ვიყიდი.ხბოებს რომ დავზრდი,მიწას მოვხნავ,დავთესავ,მოსავალს ავიღებ და ავშენდებიო.
ისე გაერთო ფიქრში,რომ შეუძახა კიდეც:
-აცე ხარო,რაღას უცდიო!-და ჯოხი მოიქნია.ჯოხის მოქნევა და ქილის გატეხვა ერთი იყო.ასე დარჩა გლეხი ცარიელ-ტარიელი.
სულხან-საბა ორბელიანი
მეფე და მხატვარი
ერთი მეფე ცალი თვალით ბრმა იყო.მას ჰყავდა ერთი სახელგანთქმული მხატვარი.ერთხელ მეფემ დაიჟინა: ამ მხატვარს რაიმე მიზეზი უნდა ვუპოვო და დავსაჯოო.
დაიბარა და უბრძანა,ჩემი სახე დახატეო.


მხატვარმა იფიქრა,ახლა კი მოვიდა ჩემი აღსასრულის დღე: ცალთვალა რომ დავხატო,მომკლავს-როგორ მკადრეო.ორთვალა რომ დავხატო,თავს მომჭრის -მე არ მგავსო.

იფიქრა,იფიქრა და ასეთი ხერხი მოიგონა:შორს,მინდორზე,დახატა ირემი,აქეთ კი დახატა მეფე.დააჭერინა მეფეს თოფი,ბრმა თვალი დაუხუჭა და საღი თვალით ირემი მიზანში ამოაღებინა.მერე ნახატი მეფეს მიართვა.
მეფემ მიზეზი ვეღარ უპოვა და ასე გადარჩა მხატვარი.
სულხან-საბა ორბელიანი
ერთ ხშირ,დაბურულ ტყეში ლომს მშვიდად ეძინა,უშიშარმა თაგვმა ტანზე გადაურბინა.ლომმა გამოიღვიძა და დაიჭირა თაგვი
-გამიშვი და ოდესმე მეც გამოგადგებიო,-სთხოვა მას თაგვმა.
თაგვი და ლომი

ლომმა გულიანად გადაიხარხარა და გაუშვა.გავიდა დრო.ჩასაფრებულმა მონადირეებმა ლომი დაიჭირეს და თოკით ხეზე მიაბეს.უნდოდათ,მერე მოსულიყვნენ და ცოცხალი წაეყვანათ.

მონადირეები რომ წავიდნენ ,ლომმა საშინელი ღრიალი მორთო.თაგვს შემოესმა,მიცუნცულდა,გადაღრნა თოკი,გაათავისუფლა ლომი და უთხრა:
-გახსოვს,რომ დამცინე?ახლა ხომ ხედავ,პატარა თაგვსაც შესძლებია დიდი ლომის დახმარებაო!
იაკობ გოგებაშვილი

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
BUY THIS BOOK
(from $2.99+) -
BUY THIS BOOK
(from $2.99+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!