
საგანი
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

თეა ბერაძე
კომპიუტერის შექმნისა და განვითარების შესახებ

როგორ შეიქმნა კომპიუტერი

ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ კომპიუტერს, ტელეფონს, ტელევიზორს, რადიოს, მათ გარეშე ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია. საინტერესოა, როგორ მოვიდა კაცობრიობა განვითარების ამ ეტაპამდე? მოდი გადავხედოთ საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ისტორიას, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანების ეპოქაში ჩაეყარა.

ადამიანებმა დაიწყეს ფიქრი, როგორ გაემარტივებინათ გამოთვლები. ხუთი ათასი წლის წინ ბაბილონელებმა შექმნეს პირველი საანგარიშო მოწყობილობა – აბაკი. მისი საშუალებით შესაძლებელი იყო შეკრების, გამოკლების, გამრავლებისა და გაყოფის ოპერაციების შესრულება

საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების შემდეგი ეტაპი მექანიკური საანგარიშო მანქანების შექმნას უკავშირდება. მეჩვიდმეტე საუკუნეში 19 წლის ფრანგმა მექანიკოსმა ბლეზ პასკალმა საზოგადოებას წარუდგინა პირველი მექანიკური კალკულატორი „პასკალინი“, რომელზეც შესაძლებელი იყო არითმეტიკული მოქმედებების შესრულება ხუთთანრიგიან ათობით რიცხვებზე.

ხოლო უფრო მოგვიანებით, მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში, ინგლისელმა მათემატიკოსმა, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჩარლზ ბებიჯმა შექმნა გამომთვლელი მანქანა, რომელიც ასრულებდა არითმეტიკულ მოქმედებებს და შეეძლო ინფორმაციის დამახსოვრება. ბებიჯს ამ პროექტის დამუშავებაში ეხმარებოდა ცნობილი პოეტის ლორდ ჯორჯ ბაირონის ქალიშვილი ადა ლავლეისი, რომელიც აღიარებულია პირველ პროგრამისტად.

პირველი კომპიუტერის შექმნის თარიღად 1937 წელი სახელდება, როდესაც ჯონ ვინსენტ ათანასოვმა და მისმა მეგობარმა კლიფორდ ბერიმ შექმნეს გამომთვლელი მანქანა და უწოდეს მას „ABC“.

მოგვიანებით, 1946 წელს, პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ მოჩლიმ და პრესპერ ეკერტიმ, ამერიკელი მათემატიკოსის, ჯონ ფონ ნეიმანის დახმარებით დაასრულეს მუშაობა კომპიუტერზე, რომელსაც ენიაკი – ENIAC – უწოდეს. ეს იყო უზარმაზარი კომპიუტერი, რომელიც 30 ტონამდე იწონიდა. ის გამოიყენებოდა სხვადასხვა გამოთვლის შესასრულებლად,ამინდის პროგნოზირებაში,საფრენი აპარატების პროექტირებაში და ა.შ.

სულ მალე გამოჩნდა კომპანია IBM (International Business Machines), რომელმაც 1953 წელს შექმნა თავისი პირველი კომპიუტერი. ის ისეთივე დიდი მოცულობის იყო, როგორც ENIAC-ი და მასზე მუშაობა სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელი იყო. 1980-იანი წლებიდან IBM-მა შეცვალა მიდგომა და დაიწყო პერსონალური კომპიუტერები განკუთვნილი იყო ინ დივიდუალური გამოყენებისთვის და მასზე მხოლოდ ერთ ადამიანს უწევდა მუშაობა.

80-იან წლებში სტივ ვოზნიაკის და სტივ ჯობსის მიერ შემუშავდა კიდევ ერთი ახალი პერსონალური კომპიუტერი Apple, რომელმაც ძალიან მალე მოიხვეჭა პოპულარობა და გახდა კომპანია IBM-ის კონკურენტი.

კომპიუტერს დღეს უკვე მრავალი კომპანია აწარმოებს. მათ შორის ყველაზე მსხვილი მწარმოებლები არიან: Lenovo, HP, Dell, Asus, Apple, Acer, Samsung, Toshiba. პერსონალური კომპიუტერი გახდა ის აუცილებელი მოწყობილობა





თანამედროვე ეპოქაში სულ უფრო ვითარდება და იხვეწება საინფორმაციო ტექნოლოგიები. პერსონალური და პორტატიული კომპიუტერების გარდა, კომპანიები ქმნიან და ავითარებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც სულ უფრო მკვიდრდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და მათი არსებობა არავისთვის გასაკვირი აღარ არის.






სავარჯიშო
მოიძიე დამატებითი ინფორმაცია და შექმენი პრეზენტაცია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ისტორიის შესახებ.

ტექნიკის განვითარების საფეხურები

მე-4 თაობა













- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(2)
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $5.39+) -
BUY THIS BOOK
(from $5.39+) - DOWNLOAD
- LIKE (2)
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- REMIX
- Report
-
BUY
-
LIKE(2)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!