რესურსის ავტორი: მზია ცირეკიძე
ქუთაისის N33 საჯარო სკოლა


ამბავი როსტევან არაბთა მეფისა
იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი,
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი.
თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.
სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული,
სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული
მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული
ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული.

მისი სახელი-თინათინ , არს ესე საცოდნარია,
რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია.
მეფემან იხმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია,
გვერდსა დაისხნა, დაუწყო, მათ ამო საუბნარია.
უბრძანა: "გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა:
რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა;
მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვჭვრეტთ ღამესა უმთენაროსა

,,მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია, დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია;რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?
ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია"
ვაზირთა ჰკადრეს: ,,მეფეო, რად ჰბრძანეთ თქვენი ბერობა
ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს მისივე ჯერობა,
მისივე ჰმეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა.
მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა
მტერობა?!"

,,მაგას ნუ ჰბრძანებ, მეფეო, ჯერთ ვარდი არ დაგჭნობია,
თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია;
ხმდა განაღამცა საქმნელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია
სჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია".
,,თუცა ქალია, ხელმწიფედ, მართ ღმრთისა დანაბადია;
არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა
დია;
შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია.
ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია".

თინათინის გამეფება
არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მპყრობელმან:
,,თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე, მისმან
მშობელმან.
მან განანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან;
მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან,შემამკობელმან
მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი გამრავლდა ხასისა:
ავთანდილ პირმზე, სპასპეტი ლაშქრისა ბევრ-ათასისა,
ვაზირი სოგრატ, მოახლე მეფისა დასთა დასისა;
მათ რომე დადგეს საჯდომი, თქვეს: ,,ურქმელია ფასისა

თინათინ მოჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა,
დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა,
მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა.
ქალი რძნად უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე-
მხედველითა
უკუდგეს და თაყვანი-სცეს მეფემან და მისთა სპათა,
ალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით
სხვათა,
ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა
ხმათა,
ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს, ყრის ყორნისა
ბოლო-ფრთათა


- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
BUY THIS BOOK
(from $2.99+) -
BUY THIS BOOK
(from $2.99+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!