წიგნში მოცემულია საქართველოს კუთხეების ღირსშესანიშნაობები.
ავტ: მარიამ ავალიანი.

ქუთაისი საქართველოს პირველი დედაქალაქი იყო. ბაგრატის ტაძარი 1003 წელს აშენდა ბაგრატ მესამის მეფობისას.
გელათის მონასტერი დაარსდა დავით აღმაშენებლის დროს 1106 წელს. აქ იყო გელათის აკადემია.
ქუთაისიდან 6 კმ დაშორებით არის მოწამეთის მამათა მონასტერი, აქ განისვენებს წამებული ძმები დავით და კონსტანტინე. მოწამეთობას ავღნიშნავთ 14 ოქტომბერს.
ქუთაისის ისტორიულ- ეთნოგრაფიული მუზეუმი დაარსდა 1912 წელს მუზეუმის გამგის გრიგოლ გველესიანის სახლში, ხოლო 1948 წელს მუზეუმი გადავიდა დღევანდელ შენობაში
ნიკორწმინდის ტაძარს საძირკველი ჩაეყარა მე-10 საუკუნეში ბაგრატ მესამის მეფობისას, ხოლო ტაძარი აშენებულ იქნა 1010-1014 წლებში.
ლეჩხუმის ტერიტორიაზე არის ხვამლის მთა, მისი სიმაღლე არის 2002მ. აქ უამრავი მღვიმე არსებობს გამორჩეულია თეკენთერი და ბოგა.
ლენტეხი ქვემო სვანეთის ცენტრს წარმოადგენს. ლენტეხის შესასვლელში არის ლადო მუსელიანის სახელობის მუზეუმი რომელიც 1937 წელს დაარსდა.
ლენტახიდან 30 კილომეტრის დაშორებით არის კურორტი ,, მუაში", აქ მოედინება სამკურნალო მჟავე წყალი.
ზემო სვანეთის ცენტრს წარმოადგენს მესტია, ის ზღვის დონიდან 1500 მ მდებარეობს.2010 წელს გაიხსნა აეროპორტი, 2010 წელს ჰაწვალი და 2017 წელს ზურულდის საბაგირო გზა.
უშგული მდებარეობს მწვერვალ შხარას ძირში, ზღვის დონიდან 2060- 2200 მ.აქ არის 30- მდე სვანური თავდაცვის კოშკი.
ზუგდიდის ცენტრში არის დადიანების სასახლე რომელიც მე-17 საუკუნეში აშენდა ლევან მე-2 დადიანის მიერ და ამჟამად ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს წარმოადგენს.
მარტვილის რაიონ სოფელ სალხინოში დადიანებს ჰქონდათ საზაფხულო რეზიდენცია, ახლა ის საპატრიარქოს ეკუთვნის და მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრს წარმოადგენს.
მარტვილის კანიონი სოფელ გაჭედილში მდებარეობს, ზღვის დონიდან 210 მეტრზე. მისი სიგრძე 2400 მეტრია, სიღრმე 20-30 მეტრი, სიგანე 5-10 მეტრი.
ოკაცეს კანიონი მდებარეობს სოფელ გორდაში. კანიონი 2 კილომეტრზეა გადაჭიმული.
საქართველოში ზღვისპირეთის ცენტრს წარმოადგენს ბათუმი.ის ულამაზესია, აქ არის უამრავი გასართობი ადგილი.
ბახმარო გურიაში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1926-2050 მეტრზე. ის აღმოაჩინეს 1890- იან წლებში. მას 1923 წელს მიენიჭა კურორტის სტატუსი.
კაცხის სვეტი მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტში სოფელ კაცხში. მისი სიმაღლე 40 მეტრია. მასზე მოთავდებულია ორი მცირე ზომის ეკლესია.
კურორტი სურამი მდებარეობს შიდა ქართლში, ზღვის დონიდან 740 მეტრზე. აქ არის ულამაზესი წიწვოვანი ტყე.
აკაკი წერეთლის სახლმუზეუმი სოფელ სხვიტორში მდებარეობს მის მამისეულ სახლში. მუზეუმი დაარსდა 1940 წელს.
მცხეთა მთიანეთის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს მცხეთა. ის ზღვის დონიდან 480 მეტრზე მდებარეობს. აქ არის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და დედათა მონასტერი.
ჯვრის მონასტერი მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, ის აშენდა მე-6 საუკუნეში და ამჟამად მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.
შიომღვიმის მამათა მონასტერი მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, ის მე-6 საუკუნის მე-2 ნახევარში ააშენა ასურელმა მამა შიომ.
ბოდბე მდებარეობს კახეთში, აქ არის დედათა მონასტერი და აქ განისვენებს წმინდა ნინო.
ყინწვისის ტაძარი მდებარეობს სოფელ ყინწვისიდან 10 კმ-ის დაშორებით. ამჟამინდელი ეკლესია არის მე 13 საუკუნის დასაწყისში აგებული.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ცენტრს წარმოადგენს ქალაქი სიღნაღი. მან ქალაქის სტატუსი მიიღო 1801 წლიდან. ამჟამად სიყვარულის ქალაქს უწოდებენ.
ალავერდის მონასტერი მდებარეობს სოფელ ალავერდთან, ალაზნის ველზე. დღევანდელი ტაძარი აშენებულია მე-11 საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფის მიერ.

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
BUY THIS BOOK
(from $5.19+) -
BUY THIS BOOK
(from $5.19+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!