ქ.ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მე-4 გ კლასის მოსწავლე ნიკოლოზ გურეშიძე.

საქართველო პატარა,მაგრამ ულამაზესი და განვითარებული ქვეყანაა!ჩვენ სტუმართმოყვარე ერი ვართ და ვაფასებთ,როგორც საკუთარ ფასეულობებს,ტრადიციებსა და ღირებულებებს,ასევე სხვა ქვეყნის მოსახლეობის ტრადიციებსაც.მინდა წარმოგიდგინოთ დასავლეთ საქართველოს კულტურულ-არქიტექტურული საგანძურები,რომელთა ხილვაც გამოგზაურებთ ადრეული დასავლეთ საქართველოს ისტორიასა და მის წარმომავლობაში.
ბაგრატის ტაძარი აგებულია მე-10- მე-11 საუკუნეების მიჯნაზე,ბაგრატ მე -3ის მეფობაში,ქუთაისში,უქიმერიონის გორაზე.ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა.ლამაზი და მდიდარი იყო მისი მორთულობა.მას მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭეც მიაშენეს.
ბაგრატის ტაძარს მისი არქიტექტურული ისტორიის პარალელურად ჰქონდა თავისი სასულიერო ფუნქციონირების ისტორიაც.ის იყო ქართველი მეფეების კურთხევისა და მათი გარდაცვალების შემდეგ მათი განსასვენებელი ადგილი.სწორედ აქაა დაკრძალული ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი პირველი.
გელათის სამონატრო კომპლექსი მდებარეობს იმერეთის მხარეში,ქ.ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე,მდინარე წყალწითელას ხეობაში.მონასტერი დაარსა საქართველოს მეფემ დავით მე -4 აღმაშენებელმა.იგი შემოზღუდულია გალავნით.
გელათის სამონასტრო კომპლექსში შედის გელათის აკადემია შუა საუკუნეების საქართველოში განათლების უმთავრესი ცენტრი.აკადემიაში სწავლებასთან ერთად მიმდინარეობდა მთარგმნელობითი და სამეცნიერო საქმიანობა,იქმნებოდა ორიგინალური თხზულებები.
მოწამეთას კომპლექსი ტყიბულის მუნიციპალიტეტში,ქუთაისიდან 6კმ დაშორებით,მდინარე წყალწითელას აღმოსავლეთ ხეობაში,სოფელ მოწამეთას მახლობლად მდებარეობს.გალავნით შემორტმული,ტყიან-კლდოვან ადგილზეა გაშენებული.თარიღდება მე-8საუკუნით.
მოწამეთას ბუნებაზე შეყვარებულმა მოგზაურმა ალექსეი მურავიოვმა თქვა;"შეუძლებელია უკეთესი ადგილის შერჩევა საბერმონაზვნო განმარტოებისთვისო"!
დადიანების სასახლე-სამეგრელოს მთავრების,დადიანების რეზიდენცია იყო.ის ოდიშის მთავარმა ლევან მე-2 დადიანმა ააშენა,მე -17 საუკუნეში.იგი ქალაქ ზუგდიდის ცენტრში მდებარეობს.დღეისათვის იგი წარმოადგენს სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს.სასახლესთან არსებული ბაღი თვალისმომჭრელია.
რეზიდენცია ორსართულიანია ამშვენებს ქვის აივანი და საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი.მუზეუმი დაარსდა 1921წლის აპრილში.მუზეუმში გამოფენილია ამ მხარის არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა.წარმოდგენილია ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსპონატები.
დადიანების სასახლეში ინახება დავით დადიანის და მისი ოჯახის პირადი ნივთები.ასევე ინახება რელიგიური სიწმინდეებიც.მის ფონდებში დაცულია 50000-მდე ექსპონატი,ეროვნული და ევროპული კუ;ტურული მემკვიდრეობის ნიმუშები.
დადიანების სასახლე ერთ-ერთი თვალისმომჭრელი და საინტერესო სანახავი საგანძურია დასავლეთ საქართველოში,სადაც ნანახი მოლოდინს ნამდვილად აჭარბებს!
იმედია საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო ჩემს მიერ მომზადებული კულტურული ძეგლები!ჩვენი ქვეყანა,საქართველო ხომ ჩვენი საგანძურია!
დასასრული

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
BUY THIS BOOK
(from $2.99+) -
BUY THIS BOOK
(from $2.99+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!