წიგნში მოცემულია ინფორმაცია ქართველ კომპოზიტორებზე.
ავტ:მარიამ ავალიანი.

ვაჟა აზარაშვილი დაიბადა 1936 წლის 13 ივლისს. მუსიკალური განათლება მე-4 სამუსიკო სასწავლებელსა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში კომპიზიციის კლასით მიიღო.
1964 წელს დაამთავრა კონსერვატორია. 1998-2007 წლებში იყო საქართველოს კომპიზიტორთა კავშირის თავმჯდომარე. მას ეკუთვნის: ისევ წვიმს, სიმღერა თბილისზე, დღეები მიდიან და სხვა.
გია ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს დაიბადა. 1963 წელს დაამთავრა სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია. 1979 წელს გახდა საქართველოს კომპოზიტორტა კავშირის მდივანი. 1981 წელს გახდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურიატი, 1995 წელს ღირსების ორდენის კავალერი. 2019 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა და დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. მას ეკუთვნის: და არს მუსიკა, სევდა ნათელი, როცა აყვავდა ნუში და სხვა.
ზაქარია ფალიაშვილი 1871 წლის 16 აგვისტოს დაიბადა. ის იყო კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, სსრ სახალხო არტისტი, ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, კლასიკოსი. გარდაიცვალა 1933 წლის 6 ოქტომბერს, დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში. მას ეკუთვნის: დაისი, ლატავრა, აბესალომ და ეთერი და სხვა.
დიმიტრი არაყიშვილი დაიბადა 1873 წლის 23 თებერვალს. 1894-1901 წლებში ის სწავლობდა მოსკოვის სამუსიკო დრამატულ სასწავლებელში. 1929 წელს გახდა საქართველოს სახალხო არტისტი, 1950 წელს სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1953 წლის 13 აგვისტოს და დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. მას ეკუთვნის: ივერიის მთებზე, სიოვ ნაზო, აღსდეგ შეინავარდე და სხვა.
მელიტონ ბალანჩივაძე დაიბადა 1863 წლის 5 იანვარს. 1882 წელს ჩამოაყალიბა ქართული ხალხური სიმღერის გუნდი. 1933 წელს გახდა საქართველოს სახალხო არტისტი. 1918 წელს ქუთაისში დააარსა მუსიკალური სასწავლებელი. 1929-1931 წლებში იყო ბათუმის, ხოლო 1935 წელს ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი. გარდაიცვალა 1937 წლის 21 დეკემბერს და დაკრზალულია ქუთაისში, მწვანეყვავილაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მას ეკუთვნის:თამარ ცბიერი, ქართული ეროვნული მარში, დიდება ზაჰესს და სხვა.
ვიქტორ დოლიძე დაიბადა 1890 წლის 30 ივლისს. 1912 წელს კიევში კომერციულ ინსტიტუტში სწავლობდა, რომელიც 1917 წელს დაასრულა. 1926 წელს სწავლობდა ოსურ მუსიკალურ ფოლკლორს. გარდაიცვალა 1933 წლის 20 მაისს და დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. მას ეკუთვნის: ქეთო და კოტე, ცისანა, ივერიადა და სხვა.
ინოლა გურგულია დაიბადა 1929 წლის 25 ივლისს. 1952 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. მან დააარსა ქალთა ვოკალურ-საკრავიერი ტრიო ,,სამაია". ის გარდაიცვალა 1977 წელს და დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში. მას ეკუთვნის: პირველად იყო სიმღერა, იავნანა, ოდეია დელა და სხვა.
ჯანსუღ კახიძე დაიბადა 1936 წლის 10 იანვარს. 1958 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. 1958-1962 წლებში იყო სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. 1973 წლიდან იყო სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის უცვლელი სამხატვრო ხეკმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. გარდაიცვალა 2002 წელს და დასაფლავებულია დიდუბის პანთეონში.
გიორგი ცაბაძე დაიბადა 1924 წლის 24 აგვისტოს. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1956-1975 წლებში იყო ფილარმონიის საესტრადო მუსიკალური განყოფილების გამგე. 1973 წელს გახდა საქართველოს სახალხო არტისტი. გარდაიცვალა 1986 წლის 30 ნოემბერს სცენაძე სიმღერის შესრულების დროს და დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. მას ეკუთვნის: მთაწმინდის მთვარე, ქუჩა-ქუჩა, მეფაიტონე და სხვა.
რევაზ ლაღიძე დაიბადა 1921 წლის 10 ივლისს. 1939 წელს დაამთავრა თბილისის მე-4 სამუსიკო სასწავლებელი. 1948 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. გარდაიცვალა 1981 წლის 16 ოქტომბერს და დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. მას ეკუთვნის: მეგობრები, საჭიდაო, მოხეური ბალადა და სხვა.
ბიძინა კვერნაძე დაიბადა 1928 წლის 29 ივლისს. 1948-1953 წლებში სწავლობდა კონსერვატორიაში. 1979 წელს გახდა საქარტველოს სახალხო არტისტი. 1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. გარდაიცვალა 2010 წლის 8 ივლისს და დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. მას ეკუტვნის: მედეა, უკვდავება, ჩვენისტანა ბედნიერი და სხვა.


- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
BUY THIS BOOK
(from $4.59+) -
BUY THIS BOOK
(from $4.59+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!