ქ. ქუთაისი, 33-ე საჯარო სკოლა
2020 წელი

ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრება მუსიკით იწყება - როდესაც დედა "იავნანას" გვიმღერის. ეს ჩვენი პირველი შეხებაა მუსიკასთან. გადის დრო და ეს ულამაზესი ხელოვნება ჩვენში ნელ-ნელა სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს. ადამიანმა ცხოვრების განმავლობაში შეიძლება წიგნი არ წაიკითხოს, ფილმი არ ნახოს, მაგრამ შეუძლებელია შვიდი ნოტის კომბინაცია ერთხელ მაინც არ მოისმინოს. მუსიკალური გემოვნება, მუსიკისადმი ინტერესი კი ბავშვობიდან ყალიბდება.
მუსიკა არის პირდაპირი და ძლიერი ემოციური ზემოქმედების ხელოვნება, რომელიც წარმოუდგენელ შესაძლებლობებს წარმოადგენს ადამიანის შემოქმედების განვითარებისათვის, განსაკუთრებით სკოლამდელ ასაკში. მუსიკა ემსახურება ადამიანების ურთიერთგაგებას, აღვიძებს მათში გრძნობას, სოციალურ იდეალებს, ეხმარება იპოვონ ცხოვრების აზრი. როდესაც ადამიანი ბედნიერია იღვრება მუსიკის საზეიმო, მხიარულ ჟღერადობაში; მწუხარებისას კი - სევდიანი ხმები ხელს უწყობს მწუხარების გამოხატვას. მუსიკა თან ახლავს, გავლენას ახდენს და აყალიბებს ბავშვის პიროვნებას მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში.
მუსიკა (ბერძ. μουσική musike) — ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე.
მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, მელოდია, ჰარმონია, პოლიფონია. მუსიკა ფიქსირდება სანოტო ჩაწერით და ხორციელდება შესრულების პროცესში. შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას ყოფენ: ვოკალურ, ინსტრუმენტულ და ვოკალურ–ინსტრუმენტულ სახეებად.
ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხებმა საკუთარის მუსიკალური სისტემები განავითარეს. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილები, მიმდინარეობები.
არსებობს სხვადასხვა სახის მუსიკალური მიმდინარეობები: როკი, რეპი, კლასიკა, პოპი, მიუზიკლი, ჯაზი და ა.შ. მათი სრული დახარისხება და ჩამოთვლა თითქმის შეუძლებელია, თუმცა არიან გამორჩეული მუსიკალური მიმდინარეობები რომელთა წარმოშობის და განვითარების ისტორია ძალიან საინტერესოა.

მოცარტი დაიბადა ზალცბურგის კარის კაპელმაისტერის და კომპოზიტორის, ლეოპოლდ მოცარტისა და ანა მარია პერტლის ოჯახში. მან პირველი გაკვეთილები ვიოლინოს, ფორტეპიანოს და კომპოზიციაში მამასთან მიიღო. იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით. ოთხი წლის ასაკში მან უკვე რამდენიმე პატარა მუსიკალური ნაწარმოები შეთხზა. ხუთი წლის მოცარტი უკვე უკრავდა ფორტეპიანოზე, ექვსისა კი სერიოზულ ნაწარმოებებს ასრულებდა. ექვსი წლის ასაკში იგი შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე და ფორტეპიანოზე.
მოცარტის და ნანერლი და თვით მოცარტი 1762 წლიდან უკვე მართავდნენ კონცერტებს ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის. ბავშვების დიდმა წარმატებამ მიუნხენის კარზე მტკიცედ გადააწყვეტინა ლეოპოლდ მოცარტს, რომ საჭირო იყო მოცარტის უფრო დიდ ასპარეზზე გაყვანა. მან 1763 წელს მთელი ოჯახით, დიდი მოგზაურობა დაიწყო, რომელიც სამ წელზე მეტს გრძელდებოდა. ისინი გაემგზავრნენ დასავლეთ ევროპაში ძირითადად კი იტალიაში. იქ მოცარტი გახდა საქვეყნოდ ცნობილი გენიოსი.
მან შექმნა შემდეგი უმნიშვნელოვანესი ოპერები:
1782 წელს შედგა ვენაში პრემიერა "მოტაცება სერალიდან."
1786 წლის 1 მაისს ოპერა ბუფას, „ფიგაროს ქორწინების“ პრემიერა.
1787 წლის 29 ოქტომბერს პრაღაში შედგა „დასჯილი გარყვნილი ანუ დონ ჟუანის“ პრემიერა.
1790 წლის 26 იანვარს ოპერა ბუფას „ასე იქცევა ყველა ქალი“ იდგმება ვენაში.
1791 წლის 6 სექტემბერს შედგა ოპერა სერიას პრემიერა პრაღაში და ამავე წლის 30 სექტემბერს უმნიშვნელოვანესი ოპერა „ჯადოსნური ფლეიტა“.
მოცარტის შემოქმედებას ეკუთვნის აგრეთვე:
მესა, ი. ჰაიდნზე მიძღვნილი 6 კვარტეტი, ლინცის სიმფონია, პრაღის სიმფონია და მცირე ღამის მუსიკა. აგრეთვე ბოლო 3 სიმფონია: Es-Dur(KV 543), g-Moll(KV 550) da C-Dur „იუპიტერის სიმფონია“

ბეთჰოვენი დაიბადა ბონში, რომელიც მაშინ საღვთო რომის იმპერიაში შემავალი კელნის ელექტორატის დედაქალაქი იყო. მუსიკალური ნიჭი ადრეულ ასაკში გამოავლინა და მისი პირველი მასწავლებლები მამამისი, იოჰან ვან ბეთჰოვენი და დირიჟორი და კომპოზიტორი კრისტიან გოტლობ ნეფე იყვნენ. 21 წლის ასაკში ვენაში გადავიდა, სადაც კომპოზიციის შესწავლა იოზეფ ჰაიდნთან დაიწყო და ვირტუოზი პიანისტის რეპუტაციაც მოიპოვა. იგი გარდაცვალებამდე ვენაში ცხოვრობდა. დაახლოებით 25-27 წლის ასაკიდან მისი სმენა გაუარესდა და ცხოვრების ბოლო ათწლეულში თითქმის სრულიად ყრუ იყო.
1811 წელს შეწყვიტა სადირიჟორო საქმიანობა და საჯაროდ შესრულება, მაგრამ განაგრძო კომპოზიცია. მისი ყველაზე აღიარებული ნამუშევრების დიდი ნაწილი კომპოზიტორის ცხოვრების ბოლო 15 წლის განმავლობაში, ე.წ. გვიანდელ პერიოდში შეიქმნა.
ბეთჰოვენის ნაწარმოებებია (1803-1812):
მე-3 ("გმირული", მი ბემოლ მაჟორი, 1803),
მე-4 ("რომანტიკული", სი ბემოლ მაჟორი, 1806),
მე-5 ("ტრაგიკული", დო მინორი, 1808),
მე-6 ("პასტორალური", 1808),
მე-7 (ლა მაჟორი, 1812)
მე-8 (ფა მაჟორი, 1812) სიმფონიები, და სხვა.
1813-1817 ბეთჰოვენი შემოქმედებით დეპრესიას განიცდის. ახალი აღმავლობა იწყება 1818 წლიდან და გრძელდება თითქმის გარდაცვალებამდე. ამ დროსაა შექმნილი მისი უკანასკნელი 5 საფორტეპიანო სონატა (1816-1822), 5 სიმებიანი კვარტეტი (1823-1826), "საზეიმო მესა" (1823) და მისი შემოქმედების მწვერვალი მე-9 სიმფონია (1824).
ცხოვრების უკანასკნელი წლები ბეთჰოვენმა თითქმის სრულ სიმარტოვესა და სიღარიბეში გაატარა. ბეთჰოვენის უკანასკნელ საფორტეპიანო სონატებში, განსაკუთრებით კი 29-ე, 30-ე, და 32-ე სონატებში, სათავეს იღებს იმ დროისთვის ახალი ჟანრი რომანტიზმი.

ფრანც პიტერ შუბერტი დაიბადა ვენის გარეუბანში, ლიხტენტალის სამრევლო სკოლის მასწავლებლისა და მოყვარული მუსიკოსის ოჯახში. მისი მამა - ფრანც თეოდორ შუბერტი, მეზღვაური გლეხების ოჯახიდან იყო; დედა, ელიზაბეტ შუბერტი (ქალიშვილობაში ფიცი), იყო სილეზიელი მჭედლის ქალიშვილი.
მუსიკის ისტორიაში შუბერტი შევიდა როგორც პირველი რომანტიკოსი. მისი შემოქმედება ვენის კლასიკური სკოლის ტრადიციებს და ამავე დროს პრინციპულად ახალი და ნოვატორულია. შუბერტი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ლირიკოსი კომპოზიტორია.
მისი მუსიკა მელოდიური სიმდიდრით თითქმის სწორუპოვარია. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კოლორიტს, ფერადოვნებას (ვლინდება ჰარმონიაში და ორკესტრობაში). შუბერტი არაჩვეულებრივად ნაყოფიერი კომპოზიტორია.
მან დაწერა თითქმის ყველა მუსიკალური ჟანრის ნაწარმოებები, მაგრამ განსაკუთრებული მიღწევები აქვს ვოკალური ლირიკისა და სიმფონიის მუსიკის დარგში. მან შექმნა რომანტიკული სიმღერისა და რომანტიკული სიმფონიის პირველი და სრულყოფილი ნიმუშები. შუბერტს დაწერილი აქვს 600-მდე სიმღერა თითქმის 100 პოეტის (ძირითადად გერმანელების) ტექსტებზე.
მას ეკუთვნის:
გოეთეს (70-მდე სიმღერა, მ. შ. „ტყის მეფე“ და „გრეთხენი ჯარასთან“),
შილერის (40-ზე მეტი, მ. შ. „ქალიშვილის ჩივილი“), ჰაინეს (6, მ. შ. „ორეული“),
მიულერის (განთქმული ვოკალური ციკლები „მშვენიერი მეწისქვილე ქალი“, 1822 და „ზამთრის გზა“, 1827) ტექსტებზე შექმნილი სიმღერები. სიმღერების დიდი ნაწილი დაწერილია მარტივი სტროფული ფორმით.
ნოვატორული მნიშვნელობა ჰქონდა შუბერტის სიმფონიურ შემოქმედებას. მისი 9 სიმფონიიდან გამოირჩევა მე-7, „დაუმთავრებელი“ (1822) და მე-9, ე. წ. „დიდი“ (1828), რომელთა სახით შექმნა რომანტიკული სიმფონიზმის 2 ნაირსახეობა ― ლირიკულ-დრამატული და გმირულ-ეპიკური.
სიმღერებისაგან განსახვავებით შუბერტის სიმფონიური შემოქმედება მოგვიანებით გახდა ცნობილი (მე-9 სიმფონია პირველად შესრულდა 1839, მე-7 კი ― 1865). ჭეშმარიტი აღიარება კი მან მხოლოდ XX საუკუნეში იპოვა.

დაიბადა ცნობილი ავსტრიელი კომპოზიტორის იოჰან შტრაუს უფროსის ოჯახში. შტრაუს უმცროსის ექვსი ძმიდან ორი ძმა იოზეფი და ედუარდიც იყვნენ ცნობილი კომპოზიტორები.
ბიჭი ვიოლინოზე დაკვრას მამისაგან მალულად სწავლობდა, რადგანაც მას თავისი შვილის ბანკირობა სურდა. იგი საშინელ სკანდალს უწყობდა მას, როცა ვიოლინოთი ხელში დაინახავდა. სიტუაცია მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც მამამ ოჯახი მიატოვა და საყვარელთან (ემილია ტრამაუში) გადავიდა, ვისგანაც ასევე შვიდი შვილი შეეძინა. 1844წ. იოჰან უმცროსმა მიიღო შესანიშნავი მუსიკალური განათლება და ბრწყინვალე რეკომენდაცია თავისი პედაგოგებისაგან.
1860,1870 წლები: ამ პერიოდში იგი ქმნის თავის საუკეთესო ვალსებს "მშვენიერ ცისფერ დუნაიზე" (1867) "ვენის ტყის ზღაპრები" საუკეთესო ოპერეტები.
1870-იან წლები: შრტაუსის ორკესტრი კონცერტებს მართავს დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და აშშ-ში. ბოსტონის მუსიკალურ ფესტივალზე შტრაუსი ამყარებს მსოფლიო რეკორდს, სადაც ხელმძღვანელობს 1000-ზე მეტი მუსიკოსისგან შემდგარ ორკესტრს.
1871 წელს ოტენბახის რჩევით შტრაუსი წერს თავის პირველ ოპერეტას, რომელიც მსმენელმა კარგად მიიღო. სულ მალე მან 15 ოპერეტა დაწერა.
1874 წელს - ახალი ოპერეტა "მფრინავი თეფში" თავიდან დიდ პოპულარობას ვერ იღებს. ტრიუმფალური წარმატება მხოლოდ ოცი წლის შემდეგ მოდის, ახალი რედაქციის გამოსვლის შემდეგ (გუსტავ, მალერ, ჰამზურგი).
1885 წელს - ახალი შედევრი ოპერეტა "ბოშათა ბარონი", გორ იოსაკის "სადის" მიხედვით.
შტრაუსი გარდაიცვალა ვენაში 73 წლის ასაკში პნევნომიისაგან. მან ვერ მოასწრო ბალეტ "კონკიას" დამთავრება. ბალეტზე მუშაობა დაამთავრა იოსეფ ზაიერმა მომდევნო წელს.

პეტრე ჩაიკოვსკი დაიბადა ვოტკინსკში (ახლანდელი უდმურტეთი). მამამისი — ილია პეტრეს ძე ჩაიკოვსკი იყო ინჟინერი. ჰყავდა 3 ცოლი, რომლიდანაც მეორე — ალექსანდრა ანდრეის ასული ასიერი პეტრეს დედა იყო. პეტრე იზრდებოდა მრავალშვილიან ოჯახში.
1861–1865 წლებში სწავლობდა პეტერბურგის კონსერვატორიაში (1862 წლამდე რუსეთის მუსიკალური საზოგადოების პეტერბურგის განყოფილების სამუსიკო კლასები). მეცადინეობდა ანტონ რუბინშტეინთან (კომპოზიცია). 1866–1878 წლებში იყო მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი (მის მოწაფეთა შორის იყო ს. ტანეევი). პეტერბურგში ხშირი მოგზაურობის დროს ურთიერთობა ჰქონდა „მძლავრი ჯგუფის“ წევრებთან.
უმთავრესი ნაწარმოებებია: 3 სიმფონია (მ.შ. „ზამთრის ოცნებები“, 1866), სიმფონიური უვერტიურა-ფანტაზია „რომეო და ჯულიეტა“ (1869), სიმფონიური ფანტაზიები „ქარიშხალი“ (1873) და „ფრანჩესკა და რიმინი“ (1876), I საფორტეპიანო კონცერტი (ორკესტრთან ერთად) (1875), „მელანქოლიური სერენადა“ ვიოლინოსა და ორკესტრისათვის (1875), 3 სიმებიანი კვარტეტი (1871, 1874, 1876), ოპერები „ვოევოდა“ (1868), „უნდინა“ (1869), „ოპრიჩნიკი“ (1872), „მჭედელი ვაკულა“ (1874, მე-2 რედაქცია - „ქოშები“, 1885), ბალეტი „გედის ტბა“ (1876), მუსიკა ა. ოსტროვსკის პიესა „თოვლის ქალისათვის“ (1873), საფორტეპიანო პიესები (მ.შ. ციკლი „წელიწადის დრონი“, 1876), რომანსები და სხვ.
1877 წელს პეტრე ჩაიკოვსკი საზღვარგარეთ გაემგზავრა. აქ დაასრულა მე-4 სიმფონია (1876–1877) და ოპერა „ევგენი ონეგინი“ (1877–1878).
ჩაიკოვსკი გარდაიცვალა სანქტ-პეტერბურგში 1893 წლის 6 ნოემბერს, თავისი მეექვსე, „პათეტიკური“ სიმფონიის პრემიერიდან მეცხრე დღეს. თავისი ინოვაციურობის და უზარმაზარი ემოციურობის გამო იგი პუბლიკამ ჩუმი გაუგებრობით მიიღო.[1] სიმფონია მეორედ დაუკრეს მისი გარდაცვალებიდან ოც დღეში და აუდიტორიამ იგი უფრო კეთილად მიიღო. [2] დღეისათვის „პათეტიკური“ ითვლება ჩაიკოვსკის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრად.

ანტონიო ვივალდი დაიბადა 1678 წლის მარტს, ქალაქ ვენეციაში. ვიოლინოზე დაკვრა ანტონიომ მამისგან, ჯოვანი ბატისტასგან ისწავლა. ჯოვანი ბატისტა იყო ერთ-ერთი Sovvegno dei musicisti di Santa Cecilia-ს დამაარსებელი, რომელიც წარმოადგენდა მუსიკოსთა და კომპოზიტორთა ერთგვარ პროფესიულ გაერთიანებას.
15 წლის ასაკში, 1693 წელს მან სწავლა დაიწყო სასულიერო სასწავლებელში და მაშინ მისი მიზანი იყო გამხდარიყო მღვდელი. 1703 წელს, 25 წლის ასაკში ის ეკურთხა კიდეც მღვდლად და მაშინ მისი მეტსახელი იყო Prete Rosso, ანუ "წითელი მღვდელი", სავარაუდოდ მისი წითელი თმების გამო.
1705 წელს გამოიცა მისი ნაწარმოებების პირველი კრებული Opus 1, რომელიც მოიცავდა ორი ვიოლინოს 12 სონატას. 1709 წელს გამოიცა მეორე კრებული Opus.
ვივალდის პირველი ოპერა Ottone in villa დაიდგა 1713 წელს არა ვენეციაში არამედ განზერიაში ვიჩენცას თეატრში. მომდევნო წელს ვივალდიმ უკვე ვენეციაში გადმოინაცვლა და გახდა Sant'Angel-ოს თეატრის იმპრესარიო, სადაც დაიდგა მისი ოპერა Orlando finto pazzo (RV 727).
1715 წელს მან მაყურებელს წარუდგინა ოპერა Nerone fatto Cesare (RV 724, დაკარგულია). ეს იყო შვიდი კომპოზიტორის შექმნილი ოპერა, სადაც ვივალდი იყო ლიდერი.
1716 წელს ვივალდიმ დაწერა კიდევ ორი ოპერა L'incoronazione di Dario (RV 719) და La costanza trionfante degli amori e degli odi (RV 706). უკანასკნელი მათგანი იმდენად პოპულარული გახდა რომ ორი წლის შემდეგ უკვე სახელშესვლილი და გადამუშავებული Artabano re dei Parti (RV 701, დაკარგულია) იდგმებოდა სხვადასხვა თეატრების სცენებზე და საბოლოოდ 1732 წელს პრაღაშიც კი დაიდგა. სწორედ ამ პერიოდში დაწერა ანტონიო ვივალდიმ ცნობილი წელიწადის დროები, რომელიც წარმოადგენს ვიოლინოს 4 კონცერტს.
თავისი კარიერის ზენიტში კომპოზიტორმა დაწერა საქორწილო კანტანტა Gloria e Imeneo (RV 687), სპეციალურად ლუი XV-ის ქორწინებისადმი მიძღვნილი და La Cetra მიძღვნილი იმპერატორ ჩარლზ VI-სადმი.
ვივალდი გარდაიცვალა 1741 წლის 27 ან 28 ივლისს შინაგანი ორგანოების ინფექციით, ნაქირავებ სახლში. 28 ივლისს დაკრძალეს ღარიბთა საავადმყოფოს ეზოში, რომელიც მდებარეობდა წმინდა კარლის სახელობის ეკლესიასთან. ამ სასაფლაოზე ასაფლავებდნენ სიკვდილმისჯილ დამნაშავეებსაც. იმის გამო რომ ეს სასაფლაო 1783 წელს დაიხურა, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ სად არის დაკრძალული ა. ვივალდი.
“მუსიკა შუამავალია გონების სამყაროსა და გრძნობათა სამყაროს შორის.”


- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
BUY THIS BOOK
(from $6.59+) -
BUY THIS BOOK
(from $6.59+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!