პედაგოგი: თამუნა ვალიშვილი
17/05/2020.


რა მიზნით გადიან ადამიანები ბუნებაში?

ბუნებაში გასვლის მიზანი შეიძლება იყოს ჩვენთვის საინტერესო ადგილის დათვალიერება, სამეურნეო სამუშაოების ჩატარება, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიება, ისტორიული ძეგლების ნახვა, ლაშქრობა და სხვა.

თითოეული ღონისძიების დაგეგმვისას, გარდა თარიღისა და გასვლის დროის შერჩევისა, უნდა გავითვალისწინოთ მოსალოდნელი ამინდიც. რადგან ამინდის ცვლილება სირთულეებსა და საფრთხეს შეუქმნის ღონისძიების/აქტივობის მონაწილეებს.

არსებობს საფრთხის შემცველი რამდენიმე საკითხი, როგორიცაა დასიცხვა და მზის აბაზანები, სრიალი თოვლსა და ყინულზე, ზვავსაშიშროება, ღელვა, ქვათაცვენა, ნისლი, ჭექა-ქუხილი, ტყეში ქცევის თავისებურებები და ა.შ.


დასიცხვა



მზის აბაზანები

დასიცხვას, მზის დაკვრას მზის სხივების თავის არეში ხანგრძლივი მოხვედრა იწვევს.




დასიცხვის დროს ადამიანს აღენიშნება: ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, კანის შეწითლება, სისუსტე, თავბრუსხვევა, ზოგჯერ ტემპერატურა +41C. ზოგჯერ სისხლდენა ცხვირიდან და გონების დაკარგვაც.




პირველადი დახმარება
დაზარალებული უნდა გადავიყვანოთ ჩრდილში ან საწოლში, დავაწვინოთ ზურგზე, თავი დავადებინოთ რაიმე შემაღლებულ ზედაპირზე, სასურველია სველი პირსახოცით დავუზილოთ სხეული.


სრიალი თოვლსა და ყინულზე
თოვლში ლაშქრობა, გაუკვალავ თოვლში სრიალი და მსგავსი აქტივობები დიდი საფრთხის შემცველია. თუ ასეთ ადგილზე ვიმყოფებით, უნდა ვიცოდეთ ზვავთან მოქცევა და გადარჩენის წესები.


ზვავსაშიშროება

ზვავი მთის ფერდობიდან მოწყვეტილი თოვლის უზარმაზარი მასაა. თოვლს ხშირად მოჰყვება მიწა და ქვებიც. ზვავი შეიძლება იყოს სველი და მშრალი.

როგორ ავიცილოთ ზვავსაშიშროება?
- უბრალოდ არ წახვიდეთ ზვავსაშიშ ადგილას (განსაკუთრებით მარტო)!
- ჯგუფის წევრებმა სარისკო ადგილები გაიარეთ სათითაოდ და არა ერთად.

- არ გადაადგილდეთ ძალიან დახრილ ფერდობზე.
- მოერიდეთ ფერდობებს, სადაც ხეები საერთოდ არაა, ასეთი ფერდობი მეტად ზვავსაშიშია.
- ახალამოსული, დამტვრეული, ფერდობის მიმართულებით გადახრილი ხეები ახლო წარსულში მომხდარი ზვავის ნიშანია, ამიტომ დააკვირდით!

ღელვა



ღელვისას ზღვის ტალღების სიმაღლე მაღლა იწევს და საფრთხეს უქმნის ადამიანის საცხოვრებელ, საარსებო გარემოს.
- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors


- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(2)
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $4.79+) -
BUY THIS BOOK
(from $4.79+) - DOWNLOAD
- LIKE (2)
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE(2)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!