ქ. ქუთაისის N33 საჯარო სკოლის
Vა კლასის მოსწავლე
გაბრიელ გენელიძე


ბაღდათი - ქალაქია დასავლეთ საქართველოში. 1917 წლის რევოლუციამდე იგი ქუთაისის მაზრაში შედიოდა. 1940-90 წლებში მას მაიაკოვსკი ერქვა.

ბაღდათის ცენტრში დგას, მოქანდაკე გიორგი ქევხიშვილის მიერ შესრულებული ვლადიმერ მაიაკოვსკის ქანდაკება.

პოეტი და დრამატურგი ვლადიმერ მაიაკოვსკი დაიბადა საქართველოში, მეტყევის ოჯახში 1893 წელს ქუთაისის მაზრის, სოფ. ბაღდათში და ბავშვობაც აქ გაატარა. იგი მთელი ცხოვრება ამბობდა, რომ ქართველია და ძალიან უყვარდა საქართველო.
მაიაკოვსკი 1902 წელს ქუთაისის გიმნაზიაში შევიდა.1906 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ იგი დედამ თავის დებთან ერთად მოსკოვში წაიყვანა საცხოვრებლად და სწავლაც იქ განაგრძო.

მან კარგად იცოდა ქართული ენა, შემდგომ რამდენჯერმე იმოგზაურა საქართველოში და მეგობრობდა ქართველ ხელოვანებთან.

საქართველოში ერთ-ერთი მოგზაურობისას, ტიფლისიდან გამგზავრების წინ მაიაკოვსკი უნივერსიტეტში ქართველ სტუდენტებს შეხვდა. ერთ-ერთმა მათგანმა პოეტს კითხვა დაუსვა: ქუთაისის გუბერნიაში, ბაღდათში ბრაძანდებით დაბადებული და გაზრდილი და თავი ქართველად მიგაჩნიათ თუ რუსადო? რაზეც მან უპასუხა: "დაბადებით ქართველი ვარ, ეროვნებით კი რუსი. საქართველო მიყვარს როგორც ჩემი სამშობლო, მიყვარს მისი ცა, მისი მზე, მისი ბუნება".

ქართული თემა აისახა ვლადიმერ მაიაკოვსკის ლექსებსა და პოემებში. იგი აღნიშნავდა, რომ ვალში იყო "ბაღდათის ზეცის წინაშე". მისი ლექსები ითარგმნა ქართულ ენაზე. 1940 წელს მისის სახელი ეწოდა სოფელ ბაღდათს.

1941 წელს გაიხსნა მისი სახელობის სახლ-მუზეუმი. პოეტის სახლ-მუზეუმი მდებარეობს ბაღდათის ცენტრიდან 3კმ-ის დაშორებით, მდინარე ხანისწყლის ხეობაში.

"რაც მე მაწვალებს ღამე და დღეცა
ლაჟვარდოვანი ბაღდათის ზეცა... ვ. მაიაკოვსკი
"სხვისი სხვამ გითხრას - მე ბაღდათის ცის
მინდა გიმღერო ბავშვობის ნანა!...
დღეს აპრილია, აპრილმა იცის
ვაშლის ხეებით სულის გატანა!...
ვლადიმერ მაიაკოვსკი. 1936წ.
- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $3.39+) -
BUY THIS BOOK
(from $3.39+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!