33_ე სკოლა 4ა კლასი ლილე იმერლიშვილი.
მე ახლა მოგითხრობთ წყლის ბინადრების შესახებ.

დელფინი
დელფინები — ძუძუმწოვრების ქვეოჯახი ვეშაპისნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძე 1,2-3 მ, ზოგი სახეობისა - 10 -მდე. წაგრძელებული დინგი ქმნის ე. წ. „ნისკარტს“, კბილების რაოდენობა 70-ს აჭარბებს. უმრავლესობას აქვს ზურგის ფარფლი. ექოლოკაციის უნარი და მეტად მახვილი სმენა (აღიქვამენ რამდენიმე ათეული ჰც-დან 150-196 კჰც-მდე რხევებს) დელფინებს წყალში ორიენტაციის საშუალებას აძლევს. აქვთ რთული ბგერითი სიგნალიზაცია და ბგერათსასიგნალო (საექოლოკაციო) ორგანო, რომელიც მოთავსებულია ერთადერთ ნესტოში.
მედუზა
ზღვის ნაწლავღრუიანთა თავისუფლად მცხოვრები სქესობრივი თაობა. წარმოიქმნებიან უსქესო თაობის ინდივიდების — პოლიპების დაკვირტვით. დამახასიათებელია სციფოიდური პოლიპებისათვის (ჰიდრისა და ზოგი ლეპტოლიდის გარდა). ზოგ ნაწლავღრუიანს, თაობათა მორიგეობა არ ახასიათებს და მედუზები კვერცხიდან ვითარდებიან. სასქესო უჯრედები წყალში იყრება, აქვე ხდება მათი განაყოფიერება და განვითარება (სციფომედუზებსა და ზოგ ჰიდრომედუზას ახასიათებს შინაგანი განვითარება).მედუზები ასხივებენ ტოქსინებს, რაც სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. არ
ვეშაპი
წყლის ძუძუმწოვრების რიგი. აქვთ 1-2 მ-იდან — 33 მ-მდე სიგრძის თითისტარისებრი სხეული, რომელიც ჰორიზონტალური ორლაპოტიანი კუდით ბოლოვდება. ბალნიანი საფარველი, გარეთა ყური, ოფლისა და თებოს ჯირკვლები რედუცირებულია. ხერხემალში გავის განყოფილება არ გააჩნიათ. აქვთ 17-მდე წყვილი ნეკნი, რომელთაგან მხოლოდ 1-10 წყვილი უკავშირდება მკერდს.ლავიწი არა აქვთ. ბეჭი მარაოსებრია. მხრის ძვალი მოკლე და მსხვილია, წინამხრის ძვლები მოკლეა. თითებში (4 ან 5) ფალანგების რიცხვი გადიდებულია
კუების რიგი. შეიცავს 1 ოჯახს საკუთრივ ზღვის კუსებრნს (Cheliniidae). მოზრდილი ცხოველებია, მთელ სიცოცხლეს წყალში ატარებენ. ხმელეთზე ამოდიან მხოლოდ კვერცხის დასადებად. დაბალი ჯავშანი აქვთ. თავის მთლიანად შეწევა ჯავშანში არ შეუძლიათ. კიდურები ფარფლებადაა ქცეული. წინა კიდურები გრძელია. მუცლის ფარი ზურგის ფარისაგან გამოყოფილია. გავრცელებული არიან ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვეებში, იშვიათად ზომიერ სარტყელში. არსებობს 4 გვარის თითო სახეობა. ზღვის კუები ასეულ კმ გადიან საკვებისა და გამრავლებისათვის ხელსაყრელი ადგილებისაკენ. დებენ რამდენიმე ათეულიდან 200-მდე და ზოგჯერ მეტ კვერცხს.აქვს გემრიელი ხორცი და კვერცხი
- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(1)
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $2.99+) -
BUY THIS BOOK
(from $2.99+) - DOWNLOAD
- LIKE (1)
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE(1)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!