
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქალაქი სადაც არ აღნიშნავდნენ ახალ წელს, ყველა დასევდიანებული და გაბრაზებული იყო! გაინტერესებთ რატომ? იმიტომ, რომ ძველ სოფელში სადაც ისინი ცხოვრობდნენ უზარმაზარი ნაძვისხე ედგათ სოფლის ცენტრში,სანთლებით მორთული აკაშკაშებული... ნაძვისხე უბედური შემთხვევის გამო წაიქცა, სანთლები კი აალდა და სოფელში საზარელი ხანძარი გაჩნდა. ამის შემდეგ ახალ წელს აღარ აღნიშნავდნენ...
ერთ მზიან დღეს სოფელს მოადგა პატარა ბიჭუნა სახელად კაგვა. ის 6-7 წლის იქნებოდა. იგი თანამედროვე სამყაროდან ძველ სამყაროში მოხვდა, სახელად ლაუეთში. შეშინებული დადიოდა ქუჩებში, რადგან ხალხის დაბღვერილი სახე აშინებდა, ყველას ნაცრისფერი სამოსი ეცვა და ფეხის ბრაგუნით მიდიოდნენ გზაზე. ბიჭი დაბნეული დადიოდა. ისეთი პატარა და დაბალი იყო, თავი თვითონ რომ არ მორიდებოდა, ალბათ ფეხს დააბიჯებდნენ.

ღმერთო რა მოწყენილები არიან!



სოფელი ისეთი მოწყენილი იყო, ირგვლივ ფერად ნივთებს ვერც კი დაინახავდით. კაგვამ ვიწრო ქუჩის კუთხეში რაღაც ყვითელ მოციმციმე სხივს მოჰკრა თვალი. მაშინვე იქით გაეშურა. შეამჩნია შეშინებული ბიჭი, რომელიც თავის გაკეთებულ ყვითელ ვარსკვლავს ხელში მალავდა. მას ეშინოდა რომ სოფლის მაცხოვრებლებს არ გამოეჭირათ, რადგან სასტიკად აკრძალული იყო ისეთი ნივთების ქონა, რომლებიც ახალ წელთან ასოცირდება.
კაგვამ გაუღიმა და გულთბილად მიესალმა.
,, გამარჯობა მე კაგვა ვარ, შენ რა გქვია? ახალწელს არ აღნიშნავთ? არ რთავთ ნაძვისხეს?"- კითხვები მიაყარა კაგვამ.
,, იცი.....მე........არასოდეს მინახავს ნაძვისხე...." კაგვა გაოცებული სახით უყურებდა ბიჭს.
,, რა მართლა?, ახალი წელი ხომ ყველაზე ბედნიერი დროა? როცა ყველას უხარია, ბედნიერია, იღიმის, ხალისობს?......" მაშინ მიხვდა კაგვა რაშიც იყო საქმე...
,, გამომყევი ბიჭუნა წამოდი!" კაგვამ ხელი გაუწოდა ბიჭს, მან დაბნეული სახით ჩაჭიდა ხელი და ორივენი უზარმაზარი მთისკენ გაეშურნენ. სიმართლე რომ ითქვას, მთა არც იყო, უბრალოდ ეს სოფელი იყო ძალიან ძალიან დაბლა. იქ სადაც მზის სხივი ძლივს აღწევდა!



დიდი დრო არ დასჭირდათ მთაზე ასასვლელად, მანამდე კაგვამ ბიჭის სახელიც გაიგო, დიოსი ერქვა. ავიდნენ თუ არა დიოსმა თვალები დახუჭა და სახეზე ხელი აიფარა. რატომ? ქალაქი ათასფერი ნათურებით იყო მორთული. კაშკაშა, თვალის მომჭრელი... დიოსი მიხვდა რომ ახალი წელი ერთ ერთი ულამაზესი დრო იყო...

ყველაფერი კაშკაშებდა, ანათებდა, ყველა იცინოდა, ცეკვავდნენ, თამაშობდნენ...
დიოსმა კაგვას ხელი ჩაჭიდა და ტელეფონის ჯიხურში გაითრია...


,, კაგვა მისმინე! ვიცი როგორც უნდა დავაბრუნოთ ჩემს სოფელში ხალისი''
,,მართლა? ძალიან კარგი! რით შემიძლია დაგეხმარო?''
,,ჩვენმა სოფელმა არ იცის რომ ეგ რაღაც ფერადი მოკაშკაშეები გაქვთ, რაღაც მთელს ქალაქში რომ კიდია..... აუფფფ.... რაქვია?''
,,მოიცა ანუ არ იციან რომ ელექტრო ენერგია არსებობს? არ იციან ნათურების შესახებ?''
"აი ზუსტად მაგის თქმას ვაპირებდი! შეგიძლია ერთი წამოიღო? რომ დავუმტკიცოთ ხალხს არაფერია საშიში?!''
კაგვა სახლში გაიქცა პატარა ყუთი ჩამოიტანა, ჯიბეში ჩაიდო და წავიდნენ სოფლისაკენ...


ზუსტად ეგ ციმციმები ვიგულისხმე!

სოფელში როდესაც ჩავიდნენ, დიოსკი მაშინვე დიდ ზარს ეცა და რაც ძალა ქონდა ურტყავდა ჯოხს.
ხალხი გაჩერდა დიოსკს უყურებდნენ, მან კაგვას დაუძახა და აუხსნეს ყველაფერი, უთხრეს რომ ნათურები მეტად უსაფრთხო იყო და შეეძლოთ ახალი წელი დაებრუნებინათ...
ხალხი დათანხმდა.

მათი ცხოვრება ისევ ფერადი და სახალისო გახდა. სიხარულისაგან მღეროდნენ და ცეკვავდნენ . სოფლის ცენტრში კი უზარმაზარი ნაძვისხე დადგეს!
ასე დაიბრუნეს კაგვამ და დიოსკმა შობა-ახალი წელი!

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
BUY THIS BOOK
(from $3.59+) -
BUY THIS BOOK
(from $3.59+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!