


ერთ ქალაქში ბოროტი ჯადოქარი ცხოვრობდა, რომელსაც ჰყავდა მოლაპარაკე ყვავი. იგი ყველას თვალყურს ადევნებდა და ჯადოქარს მათ შესახებ უამბობდა. ამ ჯადოქრის შესახებ არავინ არ იცოდა, სანამ პატარა გოგონა არ გაიტაცა და არ დაამწყვდია თავის სასახლეში. მას ახალი წელი ძალიან უყვარდა და მის მოსვლას ყოველთვის ელოდა.

Created & published on StoryJumper™ ©2026 StoryJumper, Inc.
All rights reserved. Sources: storyjumper.com/attribution
Preview audio:
storyj.mp/abft9gsd29a8
გოგონა ძალიან შეშინებული იყო, ძალიან ეშინოდა. ერთ დღესაც ჯადოქარმა გოგონა ოთახიდან გამოიყვანა საკვებად, აქეთ-იქით იყურებოდა და აკვირდებოდა, როგორ შეიძლებოდა, რომ გაქცეულიყო, მაგრამ იმ ჯადოქარს ყვავის გარდა, მოლაპარაკე მაიმუნებიც ყავდა, რომლებიც უცხოს გამოჩენისთანავე თავს ესხმოდნენ. გოგონა შეშინებული იყო იმით, რომ სხვისთვის ზიანი არ მიეყენებინა და თავისთვის მარტო უნდა ემოქმედა.

2
მაგრამ ამაოდ, ჯადოქარი მიხვდა და ღამით მას არ დაუძინია, გოგონა ისევ იმ ცივ ოთახში ჩაკეტა, გოგონამ აღარ იცოდა რა ექნა. იქაურობა კარგად დაათვალიერა და გასასვლელი იპოვა, რომლიდანაც შეეძლო, რომ გაქცეულიყო იმწავსე ამოწია გასასვლელის კარი და ლამაზი ფერია ამოფრინდა, რომელიც ჯადოქარს გამოკეტილი ყავდა. გოგონას გაუხარდა მისი დანახვა, რაღაცის იმედი მაინც მიეცა. ფერიას თავისი ძალები დასუსტებული ქონდა, მაგრამ გოგონამ ფერიას ჩაეხუტა, წყალი შეასხურა, გაათბო და ნელ-ნელა რამოდენიმე დღეში ძალები აღიდგინა.
გოგონამ მისი გამოკითხვა დაიწყო და ეკითხებოდა თუ რამდენი ხანი იყო ის იქ გამომწყვდეული, ფერიამ კი უპასუხა, რომ დაახლოებით 3 თვის განმავლობაის იქ იყო.



3
ახლა კი იმაზე ფიქრი დაიწყეს, თუ როგორ შეიძლებოდა აქედან გაქცევა, მათ უცებ გაახსენდათ რომ იმ ოთახის დაბლა პატარა ორმო იყო, სადაც ეს ფერია იმყოფებოდა. ფერია და გოგონა დაბლა ჩავიდნენ, თავისი ძალის გამოყენებით ფერიამ შეძლო, რომ გასასვლელი გაეკეთებინა და თავისუფლად გასულიყვნენ. გზად ფხაჭუნის ხმა ისმოდა და დაინახეს, რომ იქ იმათ გარდა კიდევ სხვა ბავშვებიც იყვნენ, ძალებით უცებ გაანთავისუფლეს ბავშვები და ისევ განაგრძეს გზა. ფერიას და გოგონას უკვირდათ, ამდენი ბავშვი ასე შეუმჩნევლად, როგორ გამოიყვანაო და როდესაც უკვე გარეთ გავიდნენ მიხვდნენ, როგორც: ამ გზიდან ჯადოქარი პირდაპირ, ზუსტად ქალაქში ბავშვების სათამაშო მოედანზე გადიოდა და ბავშვები ისე მიყავდა,

4
მაგრამ ამ სირთულის მიუხედავად, ყველა ბაშვში თავის ოჯახს დაუბრუნდა და ფერიაც თავის ოჯახში წავიდა. იმისათვის რომ ბავშვები ვეღარ გაეტაცა ჯადოქარს, ფერიამ თავისი მეგობრები მოიყვანა, ბოროტი ჯადოქარი ოქროს გალიაში გამოკეტეს, მის ყვავს და მაიმუნებსაც მოხსნეს ჯადო და ჯუნგლებში დააბრუნეს.








5
ახალ წლამდე კი დარჩენილი ოყო რამოდენიმე დღე. გოგონა დედას ყველაფერში ეხმარებოდა. მოვიდა ახალი წლის წინა დღეც 31 დეკემბერი, საათის ისარამა თორმეტს ჩამოჰკრა და ცა ულამაზესი, ფერადი ფერებით შეიმოსა, გოგონას საახალწლო სურვილი კი იყო, რომ ასეთი ამბავი მეორედ აღარ შემთხვეოდა. გათენდა 1 იანვარი და ერთმანეთს წარმატებას და ბედნიერებას უსურვებდნენ.




6


თამარ გოგიშვილი
7
READ

storyjumper.com
- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
BUY THIS BOOK (from $2.99+)
-
BUY THIS BOOK
(from $2.99+) -
BUY THIS BOOK
(from $2.99+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- Report
Liked By
X
Encourage this author
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
Problem with this book
X
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem
Which pages have problems?
Please describe the problem:
left text
right text

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!