მარიამ გელხაური
ნესტან სულავას მიხედვით
ქართული ლიტერატურა Iტომი
შოთა რუსთაველი

ცნობები შოთა რუსთაველის პიროვნების შესახებ
,,ვეფხისტყაოსნის"XVI საუკუნემდელი ხელნაწერი არ მოგვეპოვება.
შოთა რუსთაველის ბიოგრაფიის შესახებ შემონახული მწირი ცნობები
ორ ჯგუფად იყოფა :
1 ცნობები პოეტის ზედწოდების-რუსთველის შესახებ, რომლებიც ამოსავალია ამ პრობლემის საკვლევად, ვინაიდან პროლოგსა და ეპილოგში სწორედ რუსთველია მოხსენებელი სახელის გარეშე.
2 ცნობები პოეტის სახელთან-შოთასთან-დაკავშირებთ,რომელიც ზოგჯერ რუსთაველთან ერთად მოიხსენიება,ზოგჯერ-ცალ-ცალკე.
ამ თვალსაზრისით საინტერესოა შოთას ფრესკულ-გამოსახულებათა და
ბარელიეფის წარწერების ცნობები:ქვაბისხევის ბაზილიკის ფრესკა,აძიკვის ბარელიეფიდა იერუსალიმის ჯვრისმომასტრეს შოთას ფრესკა .აგრეთვეიერუსალიმის ჯვრის მონასტრის სააღაპე წიგნის მონაცემები შოთა მეჭურჭლეთუხუცესისშესახებ,ჩვენამდე მოღწეული ისტორიული წყაროები
ბიოგრაფია და ,,ვეფხისტყაოსნის" დაწერის თარიღის პრობლემა ერთმანეთს უკავშირდება. უძველესი ცნობები
თვით პოემის პროლოგში და ეპილოგშია დაცული:
ორჯელ-პროლოგში
,,დავჯე რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარ-სობილი,
მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი.
,ეპილოგშიც ორჯერაა ნახსენები:
"ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამის;
ტარიელ-მისსა რუსთველსა ,მისთვის ცძემლშეუშრომელსა
ნათელია ,რომ ავტორი რუსთაველია.
დაისმის კითხვა
ვინ არის რუსთაველი?-გვარი თუ ზედწოდება?
როგორც გვარი რუსთაველი არსად დასტურდება როგოგორც ზედწოდება იგი შეიძლება ნიშნავდეს:
1.რუსთავის ციხე-სიმაგრის მფლობელს
2.რუსთავის მკვიდრს
3.რუსთავის ეპისკოპოსს (უარყოფილია)
არ შეიძლებოდა ,,ვეფხისტყაოსნის ავტორი სასულიერო პირი, საეკლესიო იერარქიის წარმომადგენენელი ყოფილიყო. აგრეთვე რუსთავის მკვიდრად მიჩნევის გამო ძნელი წარმოსადგენია პოემის ავტორად რუსთველი მიჩნეულიყო. ამიტომ რჩება ერთადეთი ვარიანტი რუსთველობა ისევე როგორც ჯაყელობა, თმოგველობა რუსთავის ციხე-ქალაქის მფლობელობას, პატრონობას ნიშნავდა.
ამრიგად,შეიძლება ითქვას,რომ რუსთაველი ,,ვეფხისტყაოსნის" ავტორი რუსთავის მფლობელი უნდა ყოფილიყო.
რომელი რუსთავის მფლობელი უნდა ყოფილიყო ,,ვეფხისტყაოსნის" ავტორი?
საქართველოში რამდენიმე რუსთავი იყო.
1.მესხეთში
2.თბილისთან ახლოს
3.ისტორიულ ჰერეთსი
4.აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში.
ისტორიულ-დოკუმენტური წყაროები და ზეპირსიტყვიერი ნიმუშები მხრს უჭერენ ავტორის ზემო ქართლიდან-მესხეთიდან მის წარმომავლობას.
XVII საუკუნის II ნახევრისა და XVIII -საუკუნის დამდეგს ქართველი მეფე -პოეტის არჩილის პოემაში -,,გაბაასება რუსთაველისა და თეიმურაზისა "-თეიმურაზ I-ის ნათქვამი ამ მოსაზრებას უჭერს მხარს
და ასე წერს:
,,შემოიღე ჯავახური ენა მძიმე". (იგულისხმება ჯავახური კილო)

თუმცა, უნდა აღინიშნოს ,რომ არც შოთას ენაა მძიმე ,რადგან მან პირველი გარდატეხა მოახდინა ქართულ სალიტერატურო ენაში,არც ენაა მხოლოდ ჯავახური რადგან ,პოემაში თანაბრადაა შეზავებული ყოველი კუთხის დიალექტისთვის დამახასიათებელი თავისებურებანი თუ ლექსიკა .
პირველი ვინც ,,ვეფხისტყაოსანის ავტორად შოთა რუსთაველი მოიხსენია კახეთის მეფე თეიმურაზ I იყო: ,,ესენი შოთა რუსთაველმა შეამკო არსთა მკობითა"
იოსებ ზილიხანიანიდან
XVII საუკუნიდან კი უკვე ხშირად ახსენებენ შოთა რუსთაველს:არჩილ მეფე
ვახტანგ VI
დავით გურამიშვილი
ანტონ კათალიკოსი
ტიმოთე გაბაშვილი და სხვები...
XIXსაუკუნის დამდეგს გამოითქვა მოსაზრება ,რომლის მიხედვით რუსთაველი თბილისთან ახლოს მდებარემ რუსთავს უნდა უკავშირდებოდეს, რომელმაც ჟამთაღმწერლის თხზულებაში ნახსენები შოთა კუპრი მიიჩნია. ეს მოსაზრება გააკრიტიკეს და უარყვეს.
XXსაუკუნის დამდეგს მოსე ჯანაშვილმა და სარგის კაკაბაძემ გამოთქვეს მოსაზრება ,რომ ,,ვეფხისტყაოსნის"
ავტორი შოთა თორელია ანუ თორელთ.ა საგვარეულოს წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო ამ მოსაზრების საფუძველი გახდა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მასალები. კერძოდ 1.ფრესკა წარწერითთუთ და
2.სააღაპე წიგნში დაცული ცნობა შოთა მეჭურჭლეთუხუცესის შესახებ.
XVIII საუკუნეში სასულიერო პირი ტიმოთე გაბაშვილი
იერუსალიმის ფრესკის შესახებ წერდა: ,,ჯვრის მონასტერი დაძველებულა და გუმბათს ქვეით სვეტნი გაუახლებია და დაუხატვინებია შოთამს რუსთაველს, მეჭურჭლეთუხუცეს თითონაც შიგ ხატია მოხუცებული"..
ეს ცნობა ემყარება ჯვარის მონასტრის სააღაპე წიგნში შოთა მეჭურჭლეთუხუცესის სახელზე შეტანილ მოსახსენიებელს.
შოთას ფრესკა XIX საუკუნეშიც უნახავთ, ოღონდ
ფრესკა შებღალული ყოფილა.
XX საუკუნეში აღარც წარწერა ჩანთა და აღარც ფრესკა.
მხოლოდ 1960 წლის სამეცნიერო ექსპელციაში მონაწილე ირაკლი აბაშიძემ, აკაკი შანიძემ და გიორგი წერეთელმა, ზეთის საღებავების სქელი ფენით დაფარულ კედელზე ,საღებავის მოხსნის შემდეგ აღმოაჩინეს და გამოავლინეს შოთა რუსთაველის ფრესკა და წარწერა:
,,ამისა დამხატავსა შოთა(ს) შეუნდვნეს ღმერთმან ამინ
"

ფრესკაზე გამოსახულია მოხუცი დიდებული,
საერო სამოსელში. იგი მუხლმოდრეკილია წმ.მაქსიმე აღმსარებელისა და წმ.იოანე დამასკელის წინაშე,რომელთა ფრესკები დიდი ზომისაა .
იერუსალიმის ჯბრის მონასტერი




გაირკვა ,რომ ჯვარის მონასტრის სააღაპე წიგნში შოთა მეჭურჭლეთუხუცესის სახელზე მოსახსენიებელი შეუტანიათ არა უგვიანეს XIII საუკუნის პირველ ნახევრისა.
ფრესკის წარწერა გვაუწყებს, რომ შოთა რუსთაველს,მეჭურჭლეთუხუცესს,XIII საუკუნის პირველ ნახევარში შეუკეთებინებია და მოუხატვინებია ჯვარის მონასტერი,რის გამოც,მისი ამ დიდი დამსახურების გათვალისწინებით,მოსახსენიებელი მის სახელზე შეუტანიათ სააღაპე წიგნში,ხოლო ტაძარში, მისი მცირე ზომის 48 სმ-ის ფრესკა წარწერითურთ მოუთავსებიათ.
აღსანიშნავია,რომ მეჭურჭლეთუხუცესის თანამდებობა თამარის დროს თორელთა საგვარეულოს ეჭირათ.
თამარის გარდაცვალების შემდეგ თორელებსა და ჯაყელებს.
საისტორიო დოკუმენტების მითითებით მესხეთის რუსთავს თორელები ფლობდნენ.რაც იმას გვავარაუდინებს ,რომ რუსთველობა შეიძლებოდა ამ საგვარეულოს წარმომადგენელს მიეღო.
იმასაც ვარაუდობენ ,რომ სახელი შოთა ამ საგვარეულოში ერთ-ერთი გავრცელებული სახელი ყოფილა.
შოთა რუსთაველის თორელობის შესახებ
გასათვალისწინებელია ქვაბისხევის სამნავიანი ბაზილიკა ,რომლის სამხრეთის ნავში კეველზე მოთავსებულია ქალისა და ახალგაზრდა კაცის ფრესკა წარწერით, მისი ნაწილი იკითხება, ნაწილი -არა.ტექნიკური საშუალებებების დახმარებით წარწერა აღადგინეს. წარწერა გვამცნობს ,რომ ფრესკაზე გამოსახული პიროვნება შოთა თორელია...
წარწერიდან ჩანს ,რომ ქალს ,,იაი "რქმევია ახალგაზრდა კაცს -,,შოთა".

მნიშვნელოვანია აძიკვის ბარელიეფი, რომელზეც ოთხი პირია გამოსახული. მათგან ერთ-ერთს წარწერილი აქვს სახელი ,,შოთაი". ბარელიები X-XI სადაც მიჩნეული,
ხოლო ბარელიეფზე გამოსახულ პირთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ქრონოლოგიის შესავლის საფუძველზე ლიტერატურათმცოდნეობაში გამოითქვა მოსაზრება ,რომ იგი XII საუკუნის 80-90-იან წლებში ,უნდა შესრულებულიყო და ნავარაუდებია, ეს შოთაი თორელთა საგვარეულოს წარმომადგენელი და ბარელიეფზე გამოსახულ პირთა ნათესავია მაგრამ, მაინც დადასტურებულად ვერ, ჩაითვლება.
ამრიგად, შეიძლება შევაჯამოთ ზემოთქმული:
XII-XIII საუკუნის ისტორიულ-დოკუმენტური წყაროების მიხედვით, შოთა რუსთაველი დაბადებულა XII საუკუნის 60-იან წლებში, რასაც დაემყარა 1966-წელს პოეტის დაბადებიდან 800-წლისთავის საიუბილეო თარიღის აღვნიშვნა. შოთა რუსთაველი იყო თორელთა საგვარეულოს წარმომადგენელი, რომელსაც თამარის მეფობის დროს სჭერია მეჭურჭლეთუხუცესის თანამდებობა.
მის მფლობელობაში ყოფილა რუსთავის ციხე ქალაქი და ამიტომ მიუღია ზედწოდება ,,რუსთაველი" რასაც პოეტი აღნიშნავს ,,ვეფხისტყაოსანში" მეჭურჭლეთუხუცესობისას მას მეცენატობა გაუწევია იერუსალიმის ჯვარის მონასტრისთვის, განუახლებია იგი, ანუ მოუხატვინებია, რის გამოც მისი ფრესკა ტაძარში გამოუსახავთ და სახელი სააღაპე წიგნში შეუტანიათ.
შოთა რუსთაველის სახელს უკავშირდება უამრავი
ლეგენდა, ითქმულება ,ხალხული ლექსი ,რომელთა მიხედვით მას უნდა ესწავლა ჯერ იყალთოს ხოლო შემდეგ-ბიზანტიაში, მანგანის აკადემიაში
ჩვენ ეს დანამდვილებით არ ვიცით, მაგრამ
,,ვეფხისტყაოსანი" აშკარად ადასტურებს პოეტის ღრმა განათლების, უსაზღრო პოეტურ შესაძლებლობებს და ნიჭიერების. აქვე ისიც უნდა ითქვას ,რომ ჩვენამდე არ შემონახულა შოთა რუსთაველის სხვა ნაწარმოებები.
,,ვეფხისტყაოსნის"
დაწერის თარიღი
პოემის დაწერის დროის შესახებ ძველი ცნობები არ გვაქვს
დაწერის თარიღის გარკვევა თვით ნაწარმოების მონაცემთა მიხედვითა შესაძლებელი. საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებული ლიტერატურული ტრადიციით, იგი თამარ მეფისა და მისი მეუღლის, დავით
სოსლანის ზეობის ხანაში დაწერილად არის მიჩნეული. კვლევის თანამედროვე ეტაპზე ,,ვეფხისტყაოსნის" დაწერის თარიღი განსაზღვრულია XII-საუკუნის 90-იან
წლებიდან და XIII-საუკუნის დამდეგით, 1189-1205 წლებით.
სამეცნიერო ლიტერატურაში ,,ვეფხისტყაოსნის" დაწერის
თარიღის განსასაზღვრდა გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებაპროლოგის იმ სტროფებს რომლებშიც თამარ მეფე და მისი მეუღლე იხსენიებიან, კერძოდ, ისინი შექებულნი არიან პროლოგის მესამე სტროფში: ვის ჰშვენის-ლომსა, ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერის, მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა.
,,ლომი" გმირს, რაინდს მეტაფორულად აღნიშნავს, იგი მეტაფორა, რაც მთავარია ,ეს ლომი თამართან ერთადაა გამოყენებული. დავით სოსლანი ,,ლომის" მეტაფორით იხსენიება ამავე ეპოქაში შექმნილი სახოტბო პოეზიაში. დამოწმებულ ვონტექსტში ზმნა-შემასმენელი ახლანდელ დროშია, რაც იმას მიუთითებს რომ ქების ობიექტი და ავტორი თანამედროვენი არიან: აქედან გამომდინარე ,,ვეფხისტყაოსანი" დაწერილია თამარისა და დავით სოსლანის ქორწინების, 1189 წლის შემდეგ, და დავითის გარდაცვალებამდე 1205-თი 1207-წლამდე.
is for

is for

is for

is for

is for

is for

is for

is for

is for

is for


- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
BUY THIS BOOK
(from $6.19+) -
BUY THIS BOOK
(from $6.19+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!