
ასტრონომია — საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგია, რომელიც შეისწავლის ცის მნათობებს: მზეს, მთვარეს, ცთომილებსა და მათ თანამგზავრებს, კომეტებსა და მათ მეტეორულ სხეულებს, ვარსკვლავებს, ნისლეულებს, ვარსკვლავთა სისტემებსა და ნივთიერებას, რომელიც ავსებს ვარსკვლავთშორის სივრცეებსა და ცის სხვა ობიექტებს, მათ მდებარეობასა და მოძრაობას კოსმოსურ სივრცეში, ფორმასა და აგებულებას, ფიზიკურ თვისებებსა და ქიმიურ შემადგენლობას, მათ წარმოშობასა და განვითარებას. ასტრონომია შეისწავლის დედამიწასაც, როგორც ერთიან მთლიან ციურ სხეულს, წარმოშობით, აგებულებითა და მოძრაობით ცის სხვა სხეულებთან დაკავშირებულს. იგი იკვლევს იმ ზემოქმედებებს, რომლებსაც ცის სხეულები (უფრო მეტად, მზე) დედამიწაზე და მის ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებზე ახდენენ.

ასტრონომია უძველესი მეცნიერებაა. იგი ჩაისახა და განვითარდა ადამიანის ცხოვრების პრაქტიკულ მოთხოვნათა საფუძველზე, როგორიცაა: დროის აღრიცხვა, დღისა და ღამის ცვლა, მთვარის ფაზები, წლის სეზონური მოვლენები და სხვა. ასე, მაგალითად, მიწის დროულად დამუშავებისათვის საჭირო იყო წელიწადის სეზონების მოახლოების განსაზღვრა; ეს კი შესაძლებელი იყო ცაზე მნათობების მდებარეობაზე დაკვირვებით. დედამიწის ვრცელ ზედაპირზე გადაადგილების დროს თუ შორეული მოგზაურობისას აუცილებელი იყო გარემოში გაგნება. ესეც მნათობებზე დაკვირვებას ემყარებოდა. რელიგიურ-სარიტუალო თარიღების დადგენის, კელენდრის მოწესრიგებისა და სხვა ამგვარ ამოცანათა გადაწყვეტის აუცილებლობაც ცის მნათობებსა და მოვლენებზე დაკვირვებას მოითხოვდა.

დროთა განმავლობაში ასტრონომიული ცოდნა ივსებოდა და მდიდრდებოდა, მისი გამოყენება კი სულ უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა. მაგალიტად, ამჟამად მზის ფიზიკური ბუნების გამოკვლევა მრავალი ისეთი მოვლენის გაღრმავებულ შესწავლას ემსახურება, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია ცივილიზებული საზოგადოების ყოველდღიურ საქმიანობასთან: რადიოკავშირი, დედამიწის მაგნეტიზმი, ფიზიკური და ქიმიური პროცესები დედამიწის ატმოსფეროსა და გარემომცველ კოსმოსურ სივრცეში, ამინდის პროგნოზი, მზის ენერგიის ტექნიკური გამოყენება და ა. შ. ვარსკვლავთა ბუნების კვლევით შეგვიძლია შევისწავლოთ ნივთიერებების ქცევა ისეთ ფიზიკურ პირობებში, რომელთა განხორციელება ლაბორატორიებში ჯერ არ ხერხდება; მასაშადამე, ასტრონომიული დაკვირვებით შესაძლებელია ფიზიკური ცდის პირობების გაფართოება.

ტერმინი პლანეტა უძველესია, რომელიც ისტორიას, მეცნიერებას, მითოლოგიასა და რელიგიას უკავშირდება. თავდაპირველად პლანეტებს მრავალი ადრეული კულტურა ხედავდა, როგორც ღვთისმეტყველს ან ღვთაებების ემისარიებს. სამეცნიერო ცოდნის გაუმჯობესებასთან ერთად ადამიანის მიერ პლანეტების აღქმა შეიცვალა და გარკვეული რაოდენობის განსხვავებულ ობიექტებს შეუერთეს. 2006 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ოფიციალურად მიიღო რეზოლუცია მზის სისტემაში არსებული პლანეტების განმარტებაზე. ეს განმარტება საკამათოა, რადგან ის გამორიცხავს პლანეტური მასის მრავალ ობიექტს, რომელიც დაფუძნებულია იმაზე, თუ სად ან რის გარშემო ბრუნავს ის.

მზის სისტემაში პლანეტეთა უმეტესობა მეორად სისტემებს ფლობს, რომელიც მათ გარშემო მოძრავი პლანეტური ობიექტებია — ბუნებრივი თანამგზავრები ან მთვარეები (ორი მათგანი პლანეტა მერკურიზე დიდია), ან გაზური გიგანტების შემთხვევაში — პლანეტური რგოლები. ეს უკანასკნელი პაწაწინა ნაწილაკების თხელი ჯგუფია, რომელიც შეთანხმებულად მოძრაობს პლანეტის გარშემო. უდიდეს მთვარეთა უმეტესობა სინქრონულ ბრუნვაშია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთვარე მუდამ ერთი მხარითაა მიბრუნებული თავის დედაპლანეტასთან (სპინ-ორბიტალური რეზონანსი 1:1... ამის გამო ვხედავთ ჩვენ მთვარის მხოლოდ „ახლო მხარეს“).
ასტეროიდული სარტყლის ორბიტა მარსსა და იუპიტერს შორისაა, რომელიც მზიდან 2,3-დან 3,3 ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული. მეცნიერთა ვარაუდით, ასტეროიდული სარტყელი იმ ნარჩენებისგან შედგება, რომლებმაც მზის სისტემის ფორმირებისას ერთმანეთთან შეზრდა ვერ მოახერხეს იუპიტერის გრავიტაციული გავლენის გამო.

. ასტეროიდული სარტყელი, რომელიც მარსსა და იუპიტერს შორის მდებარეობს, კლდოვანი პლანეტების მსგავსია, რადგან მათი შედგენილობაში ძირითადად ქვა და მეტალი შედის, თუმცა ისინი ზომით ძალიან პატარებია, პლანეტებად რომ ჩაითვალონ. ნეპტუნის ორბიტის გაღმა კოიპერის სარტყელი — მიმოფანტული დისკო მდებარეობს. მასში ე. წ. ტრანს-ნეპტუნისეული ობიექტები ბინადრობს, რომლებიც წყლის, მეთანისა და ამიაკის ყინულებით არიან გაჯერებულები. ამ არეალში 5 ცალკეული ობიექტი გამოიყოფა: ცერერა, პლუტონი ჰომეა, მაკემაკე და ერისი. ისინი საკმარისად დიდები არიან იმისთვის, რომ თავიანთი გრავიტაციით მრგვალი ფორმა მიიღონ.

მერკური — მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტა. ის ასევე ყველაზე პატარაა და მისი ორბიტა ყველაზე ექსცენტრიულია მთელ რვა პლანეტას შორის. მისი ორბიტალური პერიოდი 88 დღეს გრძელდება (დედამიწის დღე). როდესაც ორჯერ დაასრულებს ორბიტალურ პერიოდს, მერკური ღერძის გარშემო ორჯერ შემობრუნდება. პლანეტას რომაული ღმერთის - მერკურის სახელწოდება აქვს. მერკური ღმერთების შიკრიკი, მედიატორი იყო.
მერკურის ზედაპირი ძალიან კრატერიანია და გარეგნობით დედამიწის მთვარეს ძალიან ჰგავს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მერკური მილიარდობით წლების განმავლობაში გეოლოგიურად არააქტიური იყო. რადგანაც მერკურის თითქმის არ აქვს ატმოსფერო, რომ სითბო შეინარჩუნოს, მისი ზედაპირი ექსტრემალურ ტემპერატურულ ცვლილებებს იტანს - ღამით -173.15 °C და დღისით 426.85 °C. მერკურის ღერძი ყველა პლანეტის ღერძზე დახრილია, მაგრამ მისი ორბიტალური ექსცენტრისიტეტი უდიდესია.

პლანეტაზე სეზონის ცვალებადობა უფრო დამოკიდებულია მისი მზიდან დაშორებაზე, ვიდრე პლანეტის ღერძის დახრილობაზე, რომელიც დედამიწაზე და სხვა პლანეტებზე სეზონის ცვალებადობის ძირითადი გამომწვევი მიზეზია. როდესაც მერკური პერიჰელიუმში იმყოფება, ის მზისგან 2-ჯერ მეტ სითბოს იღებს, ვიდრე აფელიუმში ყოფნისას. რადგანაც პლანეტის სეზონები დამოკიდებულია ორბიტალურ ექსცენტისიტეტზე და არა ღერძული დახრილობაზე, სეზონები ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან არც ერთ ნახევარსფეროზე, ანუ პლანეტის ყველა წერტილში ერთი სეზონია.
მერკური და ვენერა დედამიწის ცაზე შესაძლებელია გამოჩნდნენ, როგორც დილის, ასევ საღამოს ვარსკვლავი (რადგან ისინი უფრო ახლოს არიან მზესთან, ვიდრე დედამიწა), თუმცა, ცაზე მერკურის მზესთან მიახლოება მის დანახვას უფრო რთულს ხდის, ვიდრე ვენერასია.

ვენერა (ძვ. ქართული სახელწოდება ასპიროზი, მთიები, ხარიპარია, ცისკრის ვარსკვლავი) — მეორე პლანეტაა მზიდან და მას ხშირად დედამიწის დობილს უწოდებენ, ვინაიდან ორივე ციური სხეული ერთმანეთს საკმაოდ ემსგავსება სიდიდითა და შემადგენლობით. პლანეტას რომაელი სიყვარულის ქალღმერთის ვენერას სახელი ჰქვია.
ვენერას ზედსართავი სახელი "ვენერიულია", თუმცა მისი ამგვარი ფორმით გამოყენებისგან თავს იკავებენ, ამ სიტყვის თანამედროვე ტერმინოლოგიაში სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან ასოციაციის გამო. ამის ნაცვლად ზოგიერთი ასტრონომი იყენებს ზედსართავს "სითერიული", რომელიც მომდინარეობს "სითერეა"-დან, ძველ ბერძნულ მითოლოგიაში აფროდიტეს ალტერნატიული სახელი.
ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ ლითონის ვარსკვლავად (金星), ხუთ ელემენტზე დაყრდნობით.

ვენერა დედამიწას ყველა სხვა პლანეტაზე მეტად უახლოვდება ხოლმე. ეძახიან ”მწუხრის ვარსკვლავსაც”” და ”ცისკრის ვარსკვლავსაც””, რადგან მისი დანახვა ხან დაისის შემდეგ შეიძლება, ხან განთიადის წინ. იგი იმდენად ნათელი და კაშკაშაა, ხშირად ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (ამო, ”მფრინავი თეფში”) ჰგონიათ. ვენერას თეთრი ღრუბლების სქელი ფენა ფარავს. ზედაპირზე ტემპერატურა 470 ºC-ს აღწევს. მასზე ნაკლებადაა კოსმოსური სხეულის ნაკვალევი - კრატერები, რადგან კოსმოსური სხეულები უმეტესწილად ვენერას ატმოსფეროში შეჭრისთანავე იწვის მისი დიდი სიმკვრივის გამო. ზედაპირი დაფარულია ”ბებერი” ვულკანებითა და ლავით.
ვენერას წელიწადი დედამიწის 7,5 თვის ტოლია. იგი თავისი ღერძის გარშემო პლანეტების უმეტესობასთან შედარებით პირუკუ ტრიალებს. მეცნიერები ამ მოვლენის მიზეზს დამაჯერებლად ვერ ხსნიან. ვენერას ღერძული ბრუნვა რეკორდულად ნელია - მისი პერიოდი დედამიწის 243 დღე-ღამეს უდრის. მზის ირგვლივ ორბიტაზე 35 020 მ/წმ სიჩქარით მოძრაობს. მისი დიამეტრი 12 104 კმ-ია. მზის ირგვლივ ერთ ბრუნს ასრულებს 7 თვესა და 12 დღეში. აფელიუმში მზიდან 108 942 109 კმ-ით (0.728 231 28 ა.ე.) არის დაშორებული, პერიფელიუმში 107 476 259 კმ-ია (0.718 432 70), საშუალო მანძილი არის 108 208 930 კმ (0.723 332). ვენერას ორბიტა თითქმის წრეა, ექსცენტრისიტეტი 0.0068 უდრის.

დედამიწა (სიმბოლო: ) — მზის სისტემაში მზიდან მესამე პლანეტა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. დედამიწის ზედაპირის უდიდესი ნაწილი წყალს უკავია, მის გარშემო კი ჰაერის გარსი - ატმოსფეროა. იგი დაახლოებით 4,3 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე. აგრეთვე დღემდე აღმოჩენილია რამდენიმე კვაზითანამგზავრი. დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება — ადამიანი. 2015 წლის ბოლო მონაცემებით დედამიწაზე 7,6 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.დედამიწის წარმოშობაზე პირველ მოსაზრებებს ჯერ კიდევ ძველი ბერძნები გამოთქვამდნენ, თუმცა ეს მოსაზრებები მეცნიერულად დასაბუთებული არ იყო.

დედამიწის ასაკის დადგენა ისეთივე რთული პრობლემაა, როგორც მისი წარმოშობის მექანიზმისა. მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ დაადგინონ დედამიწის ასაკი. მათ უკანასკნელი ხუთი ათწლეულის განმავლობაში ფიზიკის მიღწევების გამოყენებით სცადეს ქანების ასაკი დაედგინათ, რისი საშუალებითაც შესაძლებელია დედამიწის ასაკის განსაზღვრაც. გამოანგარიშებულია, რომ დედამიწა დაახლოებით 5, ხოლო ქერქი 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა. ყველაფერ ამის, სხვადასხვა ასაკის ქანების წარმოქმნის პროცესების დროისა და თანამიმდევრობის მიხედვით დგინდება გეოქრონოლოგია ანუ გეოლოგიური წელთაღრიცხვა. გეოლოგიური დრო დედამიწის ქერქის წარმოქმნიდან იწყება.

მარსი (ძვ. ქართული სახელწოდება მარიხი) — მეოთხე პლანეტა სიშორითა და მერკურის შემდეგ, ზომით ყველაზე მცირე პლანეტა მზის სისტემაში. მას რომაული ომის ღმერთის მარსის სახელი ჰქვია (არესი ბერძნულ მითოლოგიაში). მარსს მეტსახელად ”წითელ პლანეტასაც” უწოდებენ, მისი ზედაპირის მოწითალო შეფერილობის გამო, რაც მაგემიტის (რკინის ოქსიდის) დიდი რაოდენობითაა გამოწვეული.
მარსი დედამიწის ჯგუფის პლანეტებს მიეკუთვნება, მისი ატმოსფერო გაიშვიათებულია (დედამიწასთან შედარებით წნევა მარსის ზედაპირზე 160-ჯერ მცირეა). პლანეტის რელიეფის თავისებურებას წარმოადგენს: მთვარის მსგავსი კრატერები (ისინი მეტეორიტებთან შეჯახებითაა გამოწვეული), ვულკანები, უდაბნოები, ხეობები და დედამიწის მსგავსი პოლარული ყინულის ქუდები.

მარსის ბრუნვის პერიოდი, სეზონური ციკლები და დახრილობა, რომელიც სეზონებს განსაზღვრავს ძალიან ჰგავს დედამიწისას. მარსზე გვხვდება ისეთ საოცრება, როგორიცაა ოლიმპოს მთა, ყველზე დიდი ვულკანი და სიმაღლით მეორე მთა (28 000 მეტრი) მზის სისტემაში. ასევე ვხვდებით მარინერის ხეობებს, რომელიც მზის სისტემაში უდიდეს კანიონს წარმოადგენს. დღე ღამის ხანგრძლივობა „წითელ პლანეტაზე“ თითქმის ისეთივეა, როგორც დედამიწაზე - 24 საათი და 39 წუთი. ყოველ 2 წელიწადსა 50 დღეში ხდება ისე, რომ მარსსა და დედამიწას შორის მანძილი 78 მილიონი კილომეტრია. თუმცა 15 ან 17 წელიწადში ხდება ისეც, რომ ეს მანძილი 56 მილიონ კმ-მდე მცირდება.
2003 წლის 27 აგვისტოს, საქართველოს დროით შუაღამისას, მარსი ბოლო 60 000 წლის მანძილზე დედამიწას ყველაზე მეტად მიუახლოვდა: 55 758 006 კმ (0.372719 ა.ე.).
ზამთარში მარსის პოლუსებზე ტემპერატურა -130 °C -მდე ეცემა, ხოლო ზაფხულში, ეკვატორზე, 0 °C-დან 30 °C-მდე მერყეობს.

იუპიტერი -მეხუთე პლანეტა მზიდან დაშორებით და მზის სისტემის უდიდესი ციური სხეული. პლანეტა ცნობილია ანტიკური ხანიდან და სახელწოდება მომდინარეობს ძველი რომაული ღვთაება იუპიტერიდან, რომლის პატივსაცემადაც მიიღო ეს სახელწოდება. მიეკუთვნება გაზის გიგანტების ტიპის პლანეტას.იუპიტერი სიკაშკაშით მეოთხე სხეულია ცაზე (მზის, მთვარისა და ვენერას შემდეგ), თუმცა შიგადაშიგ მარსი იუპიტერზე უფრო მკვეთრად ჩანს. იუპიტერი მზის სისტემის უდიდესი პლანეტაა. მისი ეკვატორული დიამეტრი 142 900 კმ–ია, პოლარული დიამეტრი 133 700 კმ-ია, რაც დაახლოებით 11.2–ჯერ აღემატება დედამიწის ანალოგიურ მაჩვენებლებს. მასით ის 2.5-ჯერ აღემატება მზის სიტემის ყველა დანარჩენ პლანეტათა მასათა ჯამს. ის იმდენად მასიურია, რომ მისი ბარიცენტრი მზესთან მიმართებაში ფაქტობრივად მზის ზედაპირის გარეთ მდებარეობს.

- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(2)
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $4.99+) -
BUY THIS BOOK
(from $4.99+) - DOWNLOAD
- LIKE (2)
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE(2)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!