მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო. ეს ჩვენი მეორე ჟურნალია.
მთელი სემესტრი ხალისიანად ვცდილობდით საინტერესო მასალა აგვერჩია . იმედია გამოგვივიდა.
მადლობა რომ ხართ ჩვენი მკითხველები.

...

სარჩევი
1. გაზაფხული (ნოველა)-მარიტა ბრეგვაძე ---------- -გვ.4
2. მშობლიური ადგილების ხილვა უნაზეს ემოციებს აღძრავს ინდივიდში -------------------------------------------გვ.7
3.მოთხრობის გაგრძელება--ავა ლაჩინანი------- გვ.10
4.ნახატები- მარი კიპაროიძე ("საბრალონი"-ჰიუგო)---გვ.11.
5."ჩემი ვეფხისტყაოსანი "-მარი კიპაროიძე--------გვ.13.
6. ფიფქა (ჩანახატი)-მარიამ კობახიძე----------------გვ. 16
7.ქართულის რვეულებიდან- მარიამ ძმაორაშვილი -ლეგენდა თბილისის დაარსებაზე-ინტერპრეტაცია--გვ.30
8.წერილები საყვარელ მწერლებს------------------------- გვ.36
გაზაფხულის საღამო
(ნოველა)
ზუსტად 1 წუთში ღამის 3 საათი გახდება და მე უკვე სამჯერ ვცადე დაძინება.21 მარტია ამინდიც და განწყობაც ზუსტად,ისეთია როგორც მარტს შეეფერება:არეული,ქაოტური, მაგრამ თან იმედიანი.გახსენებს ,რომ ყველაზე ბნელ ზამთარს, შეიძლება ყველაზე ლამაზი გაზაფხული მოჰყვეს.ისეთი ამინდია ,გარეთ რომ გადიხარ,ტყემლის აყვავებული ტოტებიდან მოტანილი სურნელი სიცივეს გავიწყებს,გათბობს და ახალ,ვარდისფერ იმედებს გაძლევს.
წვიმს.წვიმის წვეთები ხმაურიანად ეხეთქება ჩემი
ოთახის სახურავს. ხმაური ერთდროულად მაცლის და მაძლევს კიდეც სიმშვიდეს .თან მსიამოვნებს,თან მახსენებს,რომ ზუსტად ჩემი საწოლის გვერდით,ჭერში გაჩენილი პატარა ნაპრალიდან,წვეთები ვედროში ეშვება.ამ გაზაფხულის წვიმა ჩემს ოთახშიც მოდის.სურნელს ვერ ვგრძნობ,მაგრამ განა ვინმე შემედავება,რომ ამ დროს წვიმის სუნზე საოცარი რამ არსებობს?
ვარდისფერი ჩემი საყვარელი ფერია ჩემთვის ახალი შანსების,ემოციების,გაზრდის ან ისევ ბავშვობაში დაბრუნების,სილამაზის, განვითარების გაღვიძების და აყვავების სიმბოლოა.
როცა ბნელ,ცივ ზამთარს ტოვებ უკან,პირველი,რაც უნდა დაინახო მოვარდისფრო სამყაროა.
მარიტა ბრეგვაძე
VII ა კლასი
მშობლიური ადგილების ხილვა უნაზეს ემოციებს აღძრავს ინდივიდში.
თითოეულ ადამიანს ერთხელ მაინც უგრძვნია ეს გრძნობა თავის ცხოვრებაში. თითქოს ნოსტალგიისა და სიყვარულის ნაკადი მოგაწვა – იხსენებ იმ წამებს და ბედნიერი ხარ.
საოცრებაა! რამდენი პოეტის მუზა გამხდარა ეს ემოცია. რამდენს დაუწერია, დაუხატავს და უმღერია, მაგრამ მაინც ვერავის გადმოუცია სრულად. მეც ვერ აღვწერ ჩემი კალმით ამ დიდებულ გრძნობას, თუმცა წამიკითხავს ის ლექსები და წიგნები, რომლებიც სავსეა
ამ უნაზესი განცდით.
შოთა ნიშნიანიძის "აფხაზური კანტატა" ჰგვრის ნოსტალგიის ნაკადს – გვახსენებს და გვანატრებს აფხაზეთს, ჯიხვებითა და ჩხიკვებით სავსეს, მეგობრულს, დიდებულსა დაულამაზეს. ანა კალანდაძეც გვიზიარებს ამ განცდას და თვალწინ გვიხატავს დიდებულ, განათებულ ლაჰილს: "ლაჰილზე ისევ დიდებული და სავსე მთვარეა, და ყველაფერი ზღაპრულია და იდუმალია." და თავად ბუმბერაზი პოეტი, გალაკტიონ ტაბიძე, თავისი შეუდარებელი ლექსით "წამყე ბეთანიისაკენ" ამკობს ამ სურათს. მის ნაწარმოებს თავად სდის ვარდის, იის და ნოსტალგიის უნაზესი სურნელი. მაგრამ განა ნოსტალგია მხოლოდ ბავშვობის ადგილებშია?
არა! ის ყველაფერშია, რაც შენთვის ძვირფასია. ეს შეიძლება იყოს ბაღი?
-დიახ, დიახ – ბაღიც!
განა "საბრალონი"არ წაგიკითხავთ? გაიხსენეთ კოზეტისა და მარიუსის ემოცია იმ ბაღისადმი, სადაც მათმა სიყვარულმა გაშალა ფრთები. როგორ უყვარდათ და როგორ აფასებდნენ მას, როგორც მშობლიურ ადგილს.
-დიახ, მშობლიური ადგილების ხილვა უნაზეს ემოციებს აღძრავს ინდივიდში.
- დიახ, ეს ასეა, და ეს განსაკუთრებულია.
ნინო კიპაროიძე
VIII ა კლასი
,,ჩემი ვეფხისტყაოსანი''
არ ვიცი როგორ, საიდან დავიწყო ამბის თხრობა , ჯერ უნდა გითხრათ, რომ წიგნი მხოლოდ ფურცლები და სიტყვები არ არის. ზოგჯერ ის კარია, კარი სხვა რეალობის , სხვა სამყაროსი....
ეს იყო ძველი მტვრიანი წიგნი , ყდას ოქროსფერი ასოები ამშვენებდა, დროისგან გახუნებული, მაგრამ კვლავ მაინც მშვენიერი. სუნი? სუნი კი.. თითქოს საუკუნეებით გაჟღენთილიყო. პირველად ტარიელს მაშინ შევხდვი. წვმიდა. ცივი, შეუბრალებელი წვეთები მინებს აწყდებოდა, ოთახში ნახევრად ჩამქრალი სინათლის შუქი თამაშობდა. მე მუხლებზე ძველი წიგნი მედო და ვგრძნობდი , რომ რაღაც უნდა მომხდარიყო....
წარმოიდგინეთ : ტყე - უკიდეგანო , ბნელით მოცული. უზარმაზარი ხეები რომლებიც ჩუმად ირწევიან . მათი ჩურჩული უჩინარ ზღაპრებს ჰყვება. ჰაერში ფოთლების მკრთალი შრიალი, და წყლის წვეთების ხმა. და ამ ყველაფრის შუაგულში კი კაცი დგას. და ის ... ის ტარიელია. მისი თვალები! უჰ მის თვალებს სიტყვებით ვერ გადმოცვემ! ისინი ტკივილისგან ბრწიყანვდნენ. მე ვიგრძენი მისი მარტოობა. არა მხოლოდ ვიგრძენი არამედ მეც მასთან ერთად ვიყავი იმ უკიდეგანო ტყეში. მის გვერდით ვიჯექი, როცა უსასრულო ღამე ხეებში დაბუდებულიყო. მის ფიქრებს ვისმენდი. ის მარტო არ იყო და აღარც მე ვიყავი მარტო.
ტარიელის თითეული სიტყვა ჩემთვის გაკვეთილი გახდა. მისი ვაჟკაცობა, ერთგულება და სიყვარული - ეს ყველაფერი ჩემ
გზამკვლევად მექცა. მივხვდი, რომ ტკივილი მხოლოდ ტვირთი კი არ არის ,არამედ სიმტკიცის საწყისია... მივხვდი , რომ ბრძოლა აუცილებელია და რომ სიყვარული სიტყვებზე მეტია.
მას შემდეგ ბევრჯერ დავბრუნდი იმ ტყეში- ყოველი კითხვა ახალი მოგზაურობა იყო. ტარიელი არასდროს შეცვლილა. ის ყოველთვის ისევ იმ ადგილას მხვდებოდა. მოლოდინით სავსე.... და ყოველ ჯერზე , როცა ცხოვრება მკაცრი ხდებოდა , ვგრძნობდი მის სიახლოვეს და მესმოდა მისი ხმა: ,, ნუ შეშინდები! იბრძოლე!'' ეს არის ჩემი "ვეფხისტყაოსანის'' ამბავი. და ვიცი, ერთ დღეს თქვენც იპოვით თქვენს ტარიელს- იმ გზამკვლევს , რომელიც ბნელში ხელმოსაჭიდს მოგცემთ.
მარი კიპაროიძე
VIII ა კლასი
ფიფქა
(ჩანახატი)
ზამთრის ღამე იდგა. ცა მუქი და ღრუბლიანი იყო, მაგრამ მალე პირველი ფიფქები ჩამოცვივდა ციდან. ისინი ნელა მოფარფატებდნენ, ერთმანეთს ეხებოდნენ და ფრთხილად ეშვებოდნენ დედამიწისკენ. ერთ-ერთი მათგანი, სახელად ფიფქა, ჯერ კიდევ ღრუბელში იბადებოდა. ის პატარა იყო, მაგრამ უნიკალური — დროა, დავეშვა! — სიხარულით წამოიძახა ფიფქამ. — მზად ხარ შენი მოგზაურობისთვის? — ჰკითხა ერთმა უფროსმა ფანტელმა, რომელიც მასთან ერთად იბადებოდა ღრუბელში. — რა თქმა უნდა! — აღტაცებით უპასუხა ფიფქამ. ქარმა ის თან წაიყვანა, და




ფიფქა მოულოდნელად მიხვდა, რომ მის წინ სრულიად ახალი სამყარო იშლებოდა. — რა ლამაზია აქედან ყველაფერი! — აღფრთოვანდა იგი, როცა ქარმა მაღალ მთებს გადააფრინა. მთები თოვლით იყო დაფარული, იქაურობა სიჩუმეს მოეცვა. ხანდახან ტყეებიდან მგლის შორი ძახილი ისმოდა, მაგრამ ფიფქას არ ეშინოდა. — იქნებ აქ დავეშვა? — გაიფიქრა მან. — მთებში ცხოვრება საინტერესოიქნებოდა. მაგრამ ქარმა გზა განაგრძო. ის უფრო დაბლა დაეშვა და ქალაქისკენ გაემართა. ქალაქში სინათლეები ციმციმებდა. ქუჩებში ადამიანები დადიოდნენ, ბავშვები თოვლის ბაბუებს აკეთებდნენ და ერთმანეთს გუნდებს ესროდნენ. მოულოდნელად, ფიფქამ დაინახა პატარა ბიჭი, რომელსაც ხელები


გაშლილი ჰქონდა და ციდან მომავალ ფანტელებს უყურებდა. — მინდა, რომ მასთან დავეშვა! — გაიფიქრა ფიფქამ. ქარმა თითქოს გაიგო მისი სურვილი და ნაზად დაუშვა ფიფქა ბიჭის ხელისგულზე. — ვაუ! — შესძახა ბავშვმა. — შეხედე, დედა! რა ლამაზია! — დიახ, ძვირფასო, ყველა ფანტელი ლამაზია — გაუღიმა დედამ. ფიფქამ სითბო იგრძნო და მიხვდა თუ როგორ იწყებდა ნელ-ნელა დნობას, ის პატარა წვეთად იქცა. ფიფქა სხვა პატარა წვეთებთან ერთად მიწაზე დაეცა. მათ შექმნეს პატარა ნაკადული, რომელიც ქვემოთ, მდინარისკენ მიედინებოდა. — ეს ჩემი დასასრულია? — გაიფიქრა ფიფქამ. — არა, მეგობარო! — გაიცინა ნაკადულმა. —





ახლა იწყება შენი ახალი მოგზაურობა. ფიფქა მიჰყვა ნაკადულს, რომელიც დიდ მდინარეში ჩაედინებოდა. მდინარე ძლიერად მიიკვლევდა გზას კლდეებს შორის, გადადიოდა ხიდებს ქვეშ და ბოლოს ზღვას უერთდებოდა. ზღვის თავგადასავალი ზღვა ღრმა და უსასრულო იყო. ფიფქამ იქ ნახა უამრავი ზღვის ცხოველი: ზვიგენები, ვეშაპები, ზღვის კუები და მრავალი სხვა. — აქაურობაც მშვენიერია! — გაიფიქრა მან. მაგრამ მალე მზე ამოვიდა და ფიფქა ისევ შეიცვალა. მზის სითბომ წყალი ორთქლად აქცია და მაღლა ცაში აიყვანა. ფიფქა ღრუბლებში დაბრუნდა. იქ ის, სხვა



პატარა წვეთებს შეხვდა და მათთან ერთად დიდ, რბილ ღრუბლად გადაიქცა. — მე ისევ აქ ვარ! — გახარებული წამოიძახა მან — დიახ, და მალე ისევ ქვევით დაეშვები — გაიცინა ერთმა ფანტელმა. ცოტა ხანში ღრუბელი გაცივდა, და ფიფქამ იგრძნო, როგორ იწყებდა ისევ ფორმის მიღებას. — ისევ თოვლის ფანტელად ვიქცევი! — აღტაცებით დაიძახა მან. და მართლაც, მალე ის კვლავ ციდან დაეშვა, ახალი მოგზაურობის დასაწყებად...
მარიამ კობახიძე
VII ა კლასი



პატრიოტიზმი და გლობალიზაცია
“პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი.”
პატრიოტიზმი ნიშნავს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის სიყვარულს, ერთგულებას, დაცვას და ა.შ. გლობალიზაცია კი თანამედროვე საზოგადოებაში მიმდინარე ღრმა სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურული პროცესების ერთობლიობას. Მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა აქტუალური გახადეს ამ სიტყვების განმარტებებთან შესაბამისობა.
Გლობალიზაცია მსოფლიოს განვითარების თანმდევი პროცესია, მისი იზოლირება შეუძლებელია. Სამშობლოს პატივისცემა, სიყვარული, ზრუნვა ეს სინონიმებია პატრიოტიზმისა. მსოფლიო ეკონომიკა, სხვადსხვა ქვეყნის თავდაცვით უზრუნველყოფაა, გარკვეული მიზნებით ქვეყნების ერთმანეთთან ურთიერთკავშირი, ეს იქნება კულტურათა მიმოცვლა, დახმარება და ა.შ. ეს ყოველივე თანამედროვე სამყაროს არსებობის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ქვეყნებს შორის ამგვარი მრავალფეროვანი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ორივე მხარისთვის
მომგებიანია. Გლობალიზაციამ გამოიწვია არაერთი პრობლემა, როგორც დიდი სახელმწიფოებისადმი ,ისე პატარა ერებისადმი. Დიდი ქვეყნების ეკონომიკურად დაწინაურებამ გამოიწვია პატარა ქვეყნებიდან მოსახლეობის გადინება. Ემიგრაცია ერთ-ერთი საყოველთაო გამოწვევაა. Მაგალითად ფილმ “ფესვებში” ნათლადაა ნაჩვენები პატარა ქვეყნიდან ემიგრაციაში წასული ადამიანის სატკივარი. Უკეთესი მომავლის იმედით წასული მთავარი პერსონაჟი მომავალ თაობას უზიარებს თავის გულისტკივილის, რომელიც სამშობლოს მონატრებით გამოიხატება. Გმირის პიროვნული ტრაგედია სამშობლოს დატოვებასა და მარტოსულობაშია
და Მისი ერთადერთი სადარდებელი კვლავ თავის მიწაზე დაბრუნებაა. აქედან აშკარაა პერსონაჟის დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ და ამას პატრიოტიზმი ჰქვია. Რეჟისორი ფილმით გვეუბნება იმას,, რაც ისედაც ცხადია, რომ ადამიანისთვის პირველი მისი ქვეყანაა და, რომ შეუძლებელია პატრიოტმა დაივიწყოს თავისი მშობლიური ენა, ისტორია, კულტურა, რწმენა და ის რითაც ეროვნება განისაზღვრება.
Აკაკი წერეთელის ლექს “განთიადში” ვკითხულობთ: “„ცა-ფირუზ, ხმელეთ-
ზუმრუხტო, სულის ჩამდგმელო მხარეო, შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენზედვე მგლოვიარეო!...”, ეს ტაეპი გამოძახილია ერისკაცისა, რომელიც განმსჭვალული
ნოსტალგიით. Პოეტისთვის განთიადი თავად სამშობლოა და სწორედ ასეა ყველა მამულიშვილისათვის.
Მრავალი კრიტიკოსი თუ მეცნიერი ფიქრობს, რომ გლობალიზაციამ შეიძლება გამოიწვიოს პატარა ერების დეგრადირება, მათი საყრდენი არგუმენტი კი კულტურათა ურთიერთგაზიარებაა. Ერთი შეხედვით ლოგიკურია ამგვარი დამოკიდებულება, მაგრამ ასეთი მარტივიც არაა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ბიზნესის მიმართულებით მსოფლიო მუდმივად ვითარდება, ამან გამოიწვია საზოგადოების სხვაგვარი რეალობის წინაშე დაყენება. საერთაშორისო ბაზარზე პოპულარულია სწრაფი კვების ობიექტები, ეროვნული საკვები კი
სხვადასხვა ქვეყანაში ათასნაირი სახით არის წარმოდგენილი. Ამან ერთი მხრივ შეიძლება გაზარდოს ორიგინალი საკვების მიერ მოთხოვნილება ან, პირიქით, მსოფლიო ბაზარზე სრულად შეიცვალოს პირვანდელი სახე საკვებისა. Ამით პატარა ქვეყნისთვის ეს მომგებანია, მეორეს მხრივ კი ეს ყოველივე გლობალურად უარყოფითად იმოქმედებს სახელმწიფოს სახელზე.
Როგორც დასაწყისში ვახსენე, პატრიოტი ვერ დაკარგავს, ვერ დაივიწყებს თავის სიყვარულს სამშობლოსადმი, იგივე ხდება, როდესაც მეგობრული ურთიერთკავშირი მყარდება სახელმწიფოებს შორის. Მეგობრული დამოკიდებულება ხელს არ უშლის პატრიოტს , რომ
განავითაროს თავისი ქვეყანა უკეთესობისაკენ. Მართალია, ისტორიამ შემოგვინახა მრავალი ფაქტი იმისა, თუ როგორ სცადეს გადაყლაპვა დიდმა იმპერიულმა, განვითარებულმა სახელმწიფოებმა პატარა განვითარებადი ქვეყნების, თუმცა მათი კვალი არ წაშლილა, სადღაც მაინც განაგრძობენ მცირე, მაგრამ დიდი კულტურის მქონე სახელმწიფოები არსებობას. Განვითარებული ქვეყნები დამოკიდებულნი არიან მათ მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვაზე, ხოლო განვითარებადი ქვეყნები კი წარმოეუბული პროდუქციის შესყიდვაზე. Ეს კანონზომიერება ისევ და ისევ გლობალიზაციისგანაა გამოწვეული, რომელიც შესაძლოა ახლო მომავალში შეიცვალოს.
Დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ გლობალიზაცია არ ნიშნავს პატრიოტიზმის დაკარგვას. Გლობალიზაციასთან ერთად უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი, წარმოება, ეკონომიკა, თავდაცვა, ვითარდება კულტურა, მაგრამ შეუძლებელია, რომ ჭეშმარიტმა სამშობლოს სიყვარულმა აზრი დაკარგოს. Ისევე, როგორც თავისუფლების წართმევაა არარეალური, მსოფლიოში მიმდინარე გარდაუვალმა
პროცესებმა შეუძლებელია გამოიწვიოს ერისკაცის გადაგვარება, სადღაც ყოველთვის იარსებებს ნამდვილი პატრიოტი და ეს თითოეული ქვეყნის ცხოვრებას გააუმჯობესებს. Ჩვენს ქვეყანას არაერთი გმირი ჰყოლია,
რომელმაც არ დათმო თავისი პრინციპები, თავისი პატივისცემა სამშობლოსადმი. Ვფიქრობ, ასეთ ადამიანებზე მდგარი ქვეყანა არასდროს დაიკარგება და “აღიგავება პირისაგან მიწისა”. Თანამედროვე სამყაროში არსებულმა ღირსეულმა ადამიანებმა დაამყარეს კავშირი ერებს შორის, რომლითაც არათუ რომელიმემ არასახარბიელო მდგომარეობა შეიქმნა, არამედ ,პირიქით, მათ განავითარეს ყველაფერი უკეთესობისაკენ.
ბატონო ჰოსეინი,
გამარჯობა, ბატონო ჰოსეინი. როგორ ბრძანდებით?
მე ვარ ელენე, 14 წლის, საქართველოდან. ცოტა უცნაურად და ნერვიულად ვგრძნობ თავს, რადგან არასდროს მიმიწერია წერილი ასეთი მაღალი რანგის ადამიანისთვის.
როდესაც თქვენი წიგნის, ფრანით მორბენალი კითხვა დავიწყე, პირველი კითხვა, რაც გამიჩნდა, იყო — რატომ დაარქვით წიგნს სწორედ ეს სახელი. თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ სათაური საერთოდ არ შეეფერებოდა ამბავს, მაგრამ დასასრულს მივხვდი, რომ ამ ისტორიას სხვა სახელი უბრალოდ ვერ ექნებოდა.
კითხვისას ამირზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი.
ვფიქრობდი, რომ ის არაფრის ღირსი არ იყო და არ იმსახურებდა ჰასანის მსგავს მეგობარს. ასევე მეგონა, რომ არ იმსახურებდა ბაბას სიყვარულს. თუმცა წიგნის ბოლოს მივხვდი, რომ ამირი ისეთი ცუდი არ ყოფილა, როგორიც თავიდან მეგონა. საკუთარ თავზეც კი გავბრაზდი, რადგან ის მხოლოდ ბავშვი იყო, რომელმაც არ იცოდა თავისი ნახევარძმის შესახებ და უბრალოდ ცდილობდა მამისგან სიყვარული მიეღო. როდესაც ამირის ადგილას თავს წარმოვიდგენ, ვფიქრობ, რომ შეიძლება მეც იგივე გამეკეთებინა.
ყველაზე მეტად ჩემი საყვარელი პერსონაჟი ჰასანია. ის არის მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს
ნამდვილი მეგობარი. წიგნიდან ყველაზე მეტად მიყვარს ის ნაწილი, როდესაც ჰასანი ამბობს: „შენი გულისთვის, თუნდაც ათასჯერ.“ ვფიქრობ, ეს წინადადება ზუსტად აღწერს მის გულწრფელობას, ერთგულებასა და სისუფთავეს.
სიმართლე რომ გითხრათ, არ მეგონა, რომ წიგნი ასე დასრულდებოდა. ალბათ ეს იმიტომ, რომ ხშირად მგონია, ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც მე მსურს. თუმცა ვფიქრობ, კარგიც იყო, რომ ამბავი ასე დამთავრდა — ზედმეტად არარეალური იქნებოდა ყველა იმ მოვლენის შემდეგ უცებ სრულყოფილი და ბედნიერი ცხოვრების დაწყება.
ვიმედოვნებ, რომ ოდესმე ამ ისტორიის გაგრძელებასაც დაწერთ, რადგან ძალიან მაინტერესებს, როგორ გაგრძელდებოდა პერსონაჟების ცხოვრება. ჩემთვის ამ წიგნის წაკითხვა დიდი და მნიშვნელოვანი თავგადასავალი იყო. მან ბევრი რამ მასწავლა და ბევრ საკითხზე დამაფიქრა. ამისთვის გულწრფელად
გიხდით მადლობას. იმედი მაქვს, ოდესმე პირადადაც მექნება თქვენთან საუბრის შესაძლებლობა.
პატივისცემით,
ელენე.
16.02.26
To: ფიოდორ დოსტოევსკი
From: მარიამ კიპაროიძე
„ გამარჯობა ბატონო ფიოდორ!
მე მარიამ კიპაროიძე სიხარულით და ბედნიერებით აღსავსე,რომ საბოლოოდ მომეცი შესაძლებლობა მომეწრა თქვენთვის გაგზავნით ამ წერილს.
ბევრი რამ მინდა გაგანდოთ მაგრამ, არ ვიცი ეს წრილი დაიტევს ჩემს სათქმელი კი ბოლომდე?არაუშავს ცდას არ მოვაკლებ.
პირველ რიგში აუცილებლად უნდა იცოდეთ რომ თქვენით და თქვენი ნამუშევრებით უსაზღვროდ აღფრთოვანებული ვარ.
როდესაც ძმები კარამაზოვების კითხვას ვიწყებ , სხვა
სამყაროში გადავდივარ....
არ ვიცი როგორ , რადაირად , მაგრამ მართლაც და თითეული სიტყვა, ფრაზა ჩემში იჭრება და თვალწინ მესახება.
მე ვხედავ ნამდვილად, რეალურად ალიოშას, ივანს, დიმიტრის, ფიოდორს, კატერინას, გრუშენკასა და ყველა სხვას ჩემს თვალწინ. თითქოს ისინი მე ვიყო....
ასეთი გრძნობა აქამდე იშვიათად განმიცდია. მე შევიგრძნობ მათ ყოველ სიტყვას, ტკივილსა და სიხარულს.
„ყველა ყველას წინაშეა დამნაშავე“- წავიკითხე ფრაზა და უცებ შევცბი.
მაშინვე აზრი გაიკეთა : ნუთუ მეც დამნაშავე ვარ ? მაგრამ
ყველას ხომ არ ვიცნობ რომ რამე დავუშავო?
მიზეზს ვეძებოთ გამემტყუვნებინეთ.
მაგრამ ახლა ვხვდები !
ვხვდები, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა! მართლაც ძალიან დიდი დანაშაული მადევს კისერზე და ვგრძნობ ამას..
მე ხომ ჩემი უმოქმედობით,დუმილით უდიდეს ბოროტებას ჩავდივარ იმ თანატოლებსა და ბავშვების წინაშე რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ თავის გადასარჩენად ბრძოლა!
მართალი იყავით როდესაც თქვით, რომ ყველანი მონსტრი ვართ, უბრალოდ ზოგი მის დამალვაშია კარგი.
მაგრამ ხომ არსებობენ მამა ზოსიმეს მსგავსი ადამიანებიც?!
სწორედ მათი იმედი მაქვს!
ალბათ თქვენც დამეთანხმებოდით ამ მხრივ.
ეჰ... კიდევ რამდენი რამ მაქვს სათქმელი ! რა კარგი იქნებოდა პირადად რომ შეგვძელბოდა საუბარი.
დარწმუნებული ვარ თქვენთან სულ ცოტა ხნით საუბარი ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო იქნებოდა ჩემთვის.
ახლა კი დროა წერილი დავასრულო.
P.S მომავალში თქვენს წიგნს „თეთრ ღამეებს“ წავიკითხავ ამიტომაც მეორე წერილშიც უხვად მოგწერთ ჩემს შტაბეჭდილებებზე.
თქვენი
გულისგამაწყალებელი მარიამი’’
მოგესალმებით,
დიდი პატივისცემით ბატონო კაფკა. არ ვიცი საიდან დავიწყო, იმდენი რამ მიტრიალებს თავში.შეუძლებლად მიმაჩნია ყველაფერი ამ წერილში ჩვატიო... აღმრთოვანებული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა მოგწეროთ ეს სანუკვარი წერილი. ოჰ,ოჰ მაპატიეთ ცოტა აფორიაქებული ვარ... მოკლედ თქვენ ყოველმხრივ საინტერესო ადამიანი ხართ. თქვენი ბიოგრაფია, წიგნები და ყველაფერი სხვა ჩამთრევია.
გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ჯერჯერობით შანსი მომეცა თქვენი ერთ-ერთი შედევრი ,,მეტაფორმოზი“ წამეკითხა. ძალიან მწყინს, როცა მახსენდება, რომ მისი და სხვა მშვენიერი ნაწერების დაწვა გსურდათ. მხოლოდ
ერთი წიგნი იყო საკმარისი თქვენი წერის სტილითა და გადმოცემით დავმტკბარიყავი. გმადლობთ იმ ემოციებისთვის, რომელიც ამ წიგნმა მაჩუქა.
გარდასახვა მერედა როგორი გარდასახვა ბატონო კაფკა... ზოგჯერ გრეგორზე, მის ოჯახზე, წიგნზე ვბრაზდები, მაგრამ ვხვდები რომ ყველაფერი გარდაუვალი იყო. გარდაუვალი როგორც გარდასახვა. ბევრი გრეგორისავით გრძნობს თავს ან არის კიდეც გრეგორი. ოჰ რამდენს უყვარს თქვენი წიგნები.
გავივე, რომ დოსტოევსკი ძალიან გიყვართ. ძალიან სასიამოვნოა, მეც იგივეს ვგრძნობ. სასიხარულოა, როცა შენს ერთ-ერთ საყვარელ მწერალს მეორე შენთვის გამორჩეყლი მწერალი უყვარს. სასაცილოც, არა?
როგორც მეგონა ვერ ჩავატიე მთელი ჩემი სათქმელი. დაგემშიდობებით, მაგრამ დიდი ხნით არა. მალე ისევ თქვენს სხვა წიგნს წავიკითხავ და იქ შეგხვდებით. ალბათ ისიც ძალიანი გამორჩეული იქნება. ისევ დამამწუხრებს და გრძნობებით ამავსებს...
დაე ყველა ის სიყვარული და სითბო მოგვწდეთ, რაც ცხოვრებაში ხალხმა დაგაკლოთ.
ძვირფას და ნიჭიერ მწერალს- ბატონ კაფკას.
მკითხველისგან- ნ.კ. 12.02.20226
ჟურნალი საპატიო მიმეზის გამო გვიან გამოვიდა ,რისთვისაც ვიხდით ბოდიშს. მადლობა მონაწილე მოსწავლეებს საკუთარი შემოქმედების გაზიარებისთვის.
მოსწავლეთა სურვილის შემთხვევაში ჟურნალი კვლავ გააგრძელებს მუშაობას.

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
BUY THIS BOOK
(from $9.19+) -
BUY THIS BOOK
(from $9.19+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!