
ნივთის/მომსახურების ხელშეკრულებით ან გარიგებით განსაზღვრული მთლიანი საფასურის წინასწარ გადახდილი ნაწილი.
ანგარიში IBAN ფორმატით
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბანკო ანგარიში (აბრევიატურა სახელწოდებიდან - International Bank Account Number). იგი გამოიყენება თანხის გადარიცხვისას როგორც ქვეყნის შიგნით ისე გარეთ. IBAN ანგარიშების გამოყენებისას მცირდება ანგარიშის ნომრის შეცდომით მითითების ალბათობა და, ხშირ შემთხვევაში, გადარიცხული სახსრების მიმღების ანგარიშზე ასახვისთვის საჭირო დროც. საქართველოს IBAN ანგარიშის ფორმატი შედგება 22 სიმბოლოსგან.
საბანკო ანგარიში, რომელიც იხსნება უვადოდ და გამოიყენება სხვადასხვა ოპერაციისთვის, მათ შორის: თანხის შეტანა, გატანა, გადარიცხვა, ვალუტის კონვერტაცია. ანგარიში შესაძლებელია იყოს ერთვალუტიანი, რომელზეც ფულადი ოპერაციების შესრულება მხოლოდ ერთი ვალუტით არის შესაძლებელი და მულტისავალუტო, რომელზეც განთავსებულია რამდენიმე ვალუტის ფულადი სახსრები და სასურველი ვალუტით ანგარიშსწორების შესაძლებლობას იძლევა ვალუტის კონვერტაციის გარეშე.
ანგარიში მიმდინარე
ანგარიშის მომსახურების საკომისიო
კომერციულ ბანკში გახსნილი ანგარიშის მომსახურების საფასური, რომლის გადახდა ხორციელდება ხელშეკრულებაში მითითებული პერიოდულობით.
ანგარიშფაქტურა (საგადასახადო)
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელსაც მიმწოდებელი მხარე უწერს საქონლის /მომსახურების მიმღებს და შეიცავს დეტალურ ინფორმაციას გარიგების შესახებ: გარიგების მხარეებს, მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების აღწერას, ფასსა და მიწოდების დროს.
ანუიტეტი
სესხის დაფარვის ფორმა, რომელიც გულისხმობს თანაბარი პერიოდულობით თანაბარი მოცულობის შენატანების გადახდას, რომლებიც შედგება როგორც ძირითადი თანხისგან, ისე დარიცხული პროცენტისგან.
აქტივი
პირის (ფიზიკური, იურიდიული) განკარგულებაში არსებული გარკვეული ღირებულების მქონე მატერიალური რესურსი (მაგ.: ფული, შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, ინვენტარი) და/ან არამატერიალური რესურსი (მაგ.: პატენტი, ლიცენზია, პროგრამული უზრუნველყოფა).
ბანკი
ფინანსური დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა ფინანსურ ოპერაციას, მათ შორის, გასცემს სესხებს, იღებს დეპოზიტებს, აწარმოებს ფულად ანგარიშსწორებას და ა.შ. ...
ბანკომატი
თვითმომსახურების ელექტრონული პროგრამულ-ტექნიკური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც საგადახდო ბარათის მფლობელს დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია ანგარიშიდან ნაღდი ფულის გამოტანა (ზოგიერთი ბანკომატით – ფულის ანგარიშზე შეტანაც), ანგარიშზე არსებული ნაშთის შემოწმება, გადახდების შესრულება და სხვა.
განაღდება
ანგარიშზე არსებული თანხის გამოტანა ბანკომატის ან ფინანსური ორგანიზაციის სერვისცენტრის მეშვეობით. შესაძლებელია არსებობდეს განაღდების ლიმიტი, ანუ თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომლის განაღდებაც 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.
განაღდების საკომისიო
გადასახადი, რომელიც ბანკომატის ან სერვისცენტრის საშუალებით თანხის გამოტანის დროს ჩამოიჭრება ანგარიშიდან. ზოგიერთ შემთხვევაში საკომისიო შესაძლებელია 0% იყოს.
განვადება
სესხი, რომლის საშუალებითაც, სავაჭრო/მომსახურების ობიექტის პროდუქტის ან მომსახურების შეძენა ხორციელდება.
გარანტია (საბანკო/სადაზღვევო)
ვალდებულება, რომელსაც ბანკი/სადაზღვევო ორგანიზაცია იღებს გარიგებაში მონაწილე პირის წინაშე და რომლის თანახმადაც, გარიგების პირობების დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავად ბანკი/სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს საგარანტიო თანხას.
გირავნობა
ვალდებულების შესრულების გარანტი, რომლის დროსაც გარანტად წარმოდგენილია მსესხებლის მოძრავი და/ან არამატერიალური ქონება. ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის და/ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, დამგირავებელს შეუძლია თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს დაგირავებული ნივთის რეალიზაციით (გაყიდვით) და/ან საკუთრებაში გადაცემით.
დაზღვევა
ურთიერთობა, რომელიც მყარდება მომხმარებლის პირადი ან ქონებრივი ინტერესების დასაცავად სადაზღვევო პრემიის გადახდის სანაცვლოდ. დაზრვევის დახმარებით შესაძლებელია პოტენციური რისკების რეალიზების შედეგად წარმოქმნილი ფინანსური ზარალის შემცირება ან სრულიად თავიდან არიდება. დაზღვევით სარგებლობენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.
დეპოზიტი
(ანაბარი) - თანხის მფლობელი პირის (დეპოზიტორი, მეანაბრე) მიერ საფინანსო დაწესებულებაში (დეპოზიტარი) თანხის უკან დაბრუნების პირობით განთავსებული თანხა. დეპოზიტზე თანხის განთავსება, როგორც წესი, ხორციელდება სარგებლის მიღების მიზნით. თანხის განთავსების და მისი მეანაბრისათვის უკან დაბრუნების პირობები თანხდება დეპოზიტის ხელშეკრულების პირობით. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, დეპოზიტი მხოლოდ კომერციულ ბანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში პირის მიერ შეტანილ ფულად სახსრებს გულისხმობს.
დეპოზიტი ვადიანი
წინასწარ განსაზღვრული ვადით გახსნილი დეპოზიტი.
როგორც წესი, რაც უფრო ხანგრძლივია დეპოზიტის ვადა, მით უფრო მაღალია მასზე შეთავაზებული საპროცენტო სარგებლის განაკვეთი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების პირობებით თანხის განთავსება ხდება წინასწარ შეთანხმებული ვადით, ხელშეკრულებით შესაძლებელია, დადგენილი იყოს გარკვეული პირობებით თანხის ვადაზე ადრე მოთხოვნის/დეპოზიტის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის უფლება. ამ შემთხვევაში ქართული კანონმდებლობის მიხედვით, სავალდებულოა, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყოს ვადაზე ადრე შეწვეტისას საპროცენტო სარგებლის დარიცხვის პირობებიც.
დეპოზიტი ზრდადი
ვადიანი დეპოზიტის ნაირსახეობა, რომელიც სავალდებულო ან ნებაყოფლობითი სახით ითვალისწინებს დამატებითი შენატანების განხორციელების (დეპოზიტის თანხის ზრდის) შესაძლებლობას.
ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მეანაბრის მიერ დასამატებელი თანხის ოდენობა, შენატანების პერიოდულობა, შენატანების გაკეთების ვალდებულება განისაზღვრება კონკრეტული შეთავაზების პირობების შესაბამისად.
- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $5.79+) -
BUY THIS BOOK
(from $5.79+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!