

ა - ატამი
ატამი (ლათ. Prúnus pérsica) — ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ატმის სამშობლო ჩინეთია. ატმის 5 ათასამდე კულტურული ჯიშია გამოყვანილი.

ბ - ბანანი
ბანანი (Musa) — მრავალწლოვან მცენარეთა გვარი ბანანისებრთა ოჯახისა. მაღალი, ზოგჯერ გიგანტური ბალახია, რომელსაც ძლიერი ფესურა და მოკლე ღერო აქვს.

გ - გემი
გემი — წყალზე გადააგილების ძირითადი საშუალება.

დ - დათვი
დათვი (ლათ. Ursus) — ძუძუმწოვრების გვარი დათვისებრთა ოჯახისა. ზოგიერთი წარმომადგენლის სხეულის სიგრძეა 3 მეტრი, მასა 700 კგ-მდე. აქვთ ხშირი ბალნით შემოსილი სხეული, მძლავრი, ხუთთითა კიდურები, დიდი თავი, მოკლე კუდი.

ე - ენძელა
ენძელა (Merendera) — გორგლ-ბოლქვიანი მცენარის გვარი შროშანისებრთა ოჯახისა. აქვს ხაზური ფოთლები, რომლებიც ყვავილებთან ერთად ამოიწვერება ხოლმე მიწიდან. ყვავილები ვარდისფერი, სოსანი, ზოგჯერ თეთრია, ნაყოფი — კოლოფი.


ვ - ვეფხვი
ვეფხვი (ლათ. Panthera tigris) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი.

ზ - ზებრა
ზებრები, ცხენების გვარის (Equus) ძუძუმწოვართა ქვეგვარი და ყველა სახეობის ზებრის საერთო სახელი. ზებრების სხეულის სიგრძეა 2-2,4 მ, კუდისა 47-57 სმ, სიმაღლე ნიდაოში — 1,2-1,4 მ, წონა 350 კგ-მდე. სხეული შეფერილი აქვთ მუქი და ღია ფერის ზოლებით, რაც მათ შეუმჩნეველს ხდის, განსაკუთრებით სავანებში.

თ - თაგვი
თაგვი (ლათ. Mus musculus) — ძუძუმწოვარი ცხოველი თაგვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის მასაა — 7-10,8 სმ, მასა - 18-30 გ. შეფერილობაში ჭარბობს ნაცრისფერი. გავრცელებულია თითქმის მთელ დედამიწაზე

ი - ია
ია (ლათ. Viola) — მცენარეთა გვარი იისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახები, ზოგჯერ ნახევრად ბუჩქებია. აქვთ მორიგეობით განწყობილი ან ფესვთანურ როზეტად შეკრებილი ფოთლები, იისფერი, ყვითელი და თეთრი მარტოული ყვავილები.

კ - კაკალი
კაკალი, ნიგვზის ხე (ლათ. Juglans regia) — ფოთოლმცვივანი ხე კაკლისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 20—30 მ აღწევს, დიამეტრი 1,5 მ. შვეულად მდგომს ვარჯი ფართოდ აქვს გადაშლილი, კორომში კი ვიწროდ არის აზიდული.

ლ - ლომი
ლომი (ლათ. Panthera leo) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი. მისი სხეულის სიგრძე (ხვადისა) 180-240 სმ, მასა 180-227 კგ აღწევს.

მ - მარწყვი
მარწყვი (ლათ. Fragaria) — მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახია.

ნ - ნაძვი
ნაძვი (ლათ. Picea) — წიწვოვან მცენარეთა გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა.

ო - ობობა
ობობები (Araneae) — ფეხსახსრიან ცხოველთა რიგი ობობასნაირთა კლასისა, ფეხსახსრიანების ტიპისა. კაცობრიობისთვის ცნობილია ობობების 32 000 ნაირსახეობა.
პ - პინგვინი
პინგვინისნაირნი (ლათ. Sphenisciformes) — ფრინველთა რიგი. მოიცავს მხოლოდ 1 ოჯახს — პინგვინისებრნს (ლათ. Spheniscidae), რომელშიც ერთიანდება 6 გვარი და 17 სახეობა. პინგვინისნაირნი ვერ ფრენენ, კარგად ცურავენ (36 კმ/სთ) და ყვინთავენ (20 მ-მდე). აქვთ საცურაო აპკით შეერთებული 3 თითი. ფრთა გადაქცეულია ფარფლად.

ჟ - ჟირაფი
ჟირაფისებრნი (ლათ. Giraffidae) — მცოხნელი ძუძუმწოვრების ოჯახი წყვილჩლიქოსნების რიგისა. აერთიანებს 2 გვარის 2 სახეობას: ჩვეულებრივ ჟირაფსა და ოკაპს. ჩვეულებრივი ჟირაფის (Giraffa camelopardalis) სიმაღლე 5-6 მეტრს, მასა 550-1800 კგ აღწევს.

რ - რაკეტა
რაკეტა — საფრენი აპარატი, რომელიც რეაქტიული წევის საშუალებით დაფრინავს. გამოგონებულ იქნა ჯერ კიდევ ჩინეთში დაახლოებით ათასი წლის წინ (მუშაობდა მყარ საწვავზე), მაგრამ პირველი რეალური საბრძოლო რაკეტა შექმნეს გერმანელებმა XX საუკუნის 40-იან წლებში. ეს იყო "ფაუ-2".

ს - სახლი
სახლი — შენობა ან უბრალოდ თავშესაფარი, რომელიც გამოიყენება სამყოფად/საცხოვრებლად ადამიანების (ან ცხოველების) მიერ. ადამიანები უძველესი დროიდან აგებდნენ სახლებს ხანგრძლივი ცხოვრებისთვის.

ტ - ტორტი
ტკბილი, კრემიანი საკონდიტრო ნამცხვარი, რომელიც ჩვეულებრივ მორთულია ხილით, ბეზეს, კარამელის, კრემის და სხვ. რელიეფური ფიგურებით.

უ - უთო
უთო — ერთ-ერთი ელექტრონული მოწყობილობათაგანი, რომელიც ტანისამოსის, ფარდების და სხვა მატერიების გასწორება-დაუთოვებისათვის გამოიყენება.

- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(4)
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $6.59+) -
BUY THIS BOOK
(from $6.59+) - DOWNLOAD
- LIKE (4)
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE(4)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!