თანატოლებო,ცოტა ხნით დავბრუნდეთ ზღაპრების სამყაროში და გავიხსენოთ შარლ პეროს "წითელქუდა",რომელიც ახლებურად უნდა გადმოგცეთ.წითელქუდა ბებიას სიყვარულის გამო არ შეუშინდა უღრან ტყეს.ბოროტ მგელს კი ჭკუა ასწავლა


იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი პატარა ონავარი გოგონა. გოგონა ბებიას გამორჩეულად უყვარდა და ერთხელაც ლამაზი წითელი ქუდი მოუქსოვა. ეს ქუდი ისე უხდებოდა, სხვას აღარაფერს იხურავდა, ამიტომაც ყველა წითელქუდას ეძახდა. წითელქუდას ბებია ტყეში ცხოვრობდა და გოგონა ხშირად სტუმრობდა.


ერთ დღეს დედამ ქადები და ნაზუქები გამოაცხო, წითელქუდას კალათაში ჩაულაგა და უთხრა:– ბებო ავად გამხდარა, ხომ იცი ყველაზე მეტად შენი ნახვა გაახარებს და ჩქარა წადიო. წითელქუდამ კალათას ხელი დასტაცა და გაიქცა, გზად დედის სიტყვები დაეწია:–ფრთხილად იარე, ბოროტ მგელს არსად გადაეყაროო. –ნურაფრის გეშინიაო,–გამოსძახა დედას წითელქუდამ. გოგონას ერთი სული ჰქონდა, ბებოსთან როდის მივიდოდა.

სად იყო სად არა, მოულოდნელად წითელქუდას წინ რუხი მგელი გამოჩნდა. –წითელქუდავ, საით გაგიწევია ბებიას სანახავადო,–უშიშრად მიუგო გოგონამ მგელს და კალათა აჩვენა, –ნაზუქები და ქადები მიმაქვსო.–სად ცხოვრობს ბებიაშნი? წითელქუდამ უთხრა ტყის ბოლოს პატარა ქოხში.
–ალბათ,როგორ ელოდება შენს მოსვლას თანაც ავად ყოფილა თუ გინდა მოკლე გზას გასწავლი ბებიასთან მისასვლელად?

მგელმა წითელქუდას პასუხს არ დაუცადა, გოგონას ის გზა ასწავლა, რომელიც ყველაზე გრძელი იყო ბებიას ქოხამდე. გახარებულმა წითელქუდამ მგელს მადლობა გადაუხადა და ახალი გზით დაიმედებული წავიდა. მგელს გაუხარდა, წითელწუდა ასე ადვილად რომ მოატყუა და ბებიას ქოხისკე კისრიტეხით გაძუნძულდა მოკლეზით. მალე მივიდა კიდეც


აქოშინებულმა მგელმა კარზე დააკაკუნა. ბებიამ გამოსძახა ვინ არისო და მგელმა მიკნავლებული ხმით უპასუხა, წითელქუდა ვარ, შენს სანახავად მოვედიო.–ურდული გადასწიე და კარიც გაიღებაო,–გამოსძახა ბებიამ. მგელი ქოხში შევარდა, ბებო თითებში მოიქცია, პირში წინდა ჩასჩარა და განჯინაში ჩაკეტა. ბოროტი მგელი ფიქრობდა, წითელწუდა მოვა და ორივეს ერთად შევახრანუნებო

ამასობაში წითელქუდაც მოვიდა და კარზე დააკაკუნა. მგელი ფაცხაფუცხით ჩაწვა ლოგინში, თავზე ბებიას ქუდი დაიხურა, თვალებზე ჩამოიფხატა და საცოდავი ხმით დაიძახა,–ვინ არისო?
–წითელქუდა ვარ!შენს სანახავად მოვედი,კარი გამიღე!– ურდული გადაწიე და კარიც გაიღებაო!–გაიმეორა მგელმა ბებიას ნათქვამი .


გოგონამ სწრაფად გადასწია ურდული და გახარებული შევარდა ქოხში. წითელქუდას ეუცხოვა ბებია, იფიქრა, ეტყობა ძალიან ავადააო, ქუდი მოხადა და შეშინებულმა ჰკითხა:–ბებია, ასეთი გრძელი ყურები რატომ გაქვსო?–ეს იმიტომ, რომ უკეთესად მოგისმინოო!–ბებია, ამხელა თვალები რატომ გაქვსო?!–ეს იმიტომ, რომ უკეთესად დაგინახოო!–ბებია, ამხელა პირი რატომღა გაქვსო?!–ეს იმტომ რომ შენ და ბებიაშენი უკეთესად შეგახრამუნოთო!

ამ დროს ბებიას ქოხს კეთილი მეტყევე მიუახლოვდა. იგი ხშირად მოდიოდა ბებიას სანახავად და წითელქუდასაც იცნობდა.კართან მისულს წითელქუდას ტირილისა და მგლის ღრიალის ხმა შემოესმა .მეტყევე ყველაფერს მიხვდა, უზარმაზარი კომბალი მოიმარჯვა და ქოხში შევარდა.ის–ის იყო, რომ მგელი წითელქუდას უნდა დასწვდომოდა მეტყევემ ძურგში ჩასცხო კომბალი ბევრჯერ

თან წითელქუდას გადახედა ხომ არ შეგეშინდაო.

თავზარდაცემული მგელი გიჟივით გამოვარდა ქოხიდან და ტყეს მისცა თავი. მალე მეტყევემ განჯინიდან დატყვევებული ბებიაც გამოიყვანა. ბედნიერი წითელქუდა ხან ბებიას ეფერებოდა ხან მეტყევეს.
...და ეს ზღაპარიც აქ დასრულდა
დასასრული

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
BUY THIS BOOK
(from $2.99+) -
BUY THIS BOOK
(from $2.99+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!