


ცელქი ბახალა
ერთ პატარა ქალაქში პატარა სკვერი იყო. სკვერში ბევრი დაბურული ხე იდგა. ჭადრის ხეზე ჩიტის ბუდე იყო.

is for

ბუდეში ცხოვრობდა პატარა ბახალა დედიკო ყვავთან და მამიკო ყვავთან ერთად.
ბახალას ძალიან უყვარდა თავისი ბუდე.
სკვერიც უყვარდა, ქალაქიც.

is for


ფრენას ახლა სწავლობდა. მთელი დღე ვარჯიშობდა. ფრთების დაღლამდე დაფრინავდა და დაფრინავდა. ხან ფანჯრებში იჭყიტებოდა, ხან ეზოებში ჩაფრინდებოდა. ყველგან ბავშვები იყვნენ.




პატარა ბახალას გამოჩენა ბავშვებს ძალიან უხაროდათ. საკენკს უყრიდნენ, უცინოდნენ, ეთამაშებოდნენ. ბახალაც ერთობოდა და სადილიც ავიწყდებოდა.
დედა რომ დაუცაცხანებდა, მაშინღა ახსენდებოდა საკენკი. ერთ-ორ ნამცეცს აკენკავდა და ისევ ფრთებს გაშლიდა ხოლმე.

ზამთარი მოახლოვდა. ბახალამ შენიშნა, რომ ზოგი ჩიტი აღარ ჩანდა ქალაქში.
- სხვა ჩიტები სად არიან? ჰკითხა გაოცებულმა ბახალამ მეგობარ ბეღურას.
_ თბილ ქვეყნებში გაფრინდნენ გამოსაზამთრებლად. - უპასუხა ბეღურამ.

ბახალა ჩაფიქრდა.
_ ჩვენც ხომ არ გავფრინდებით თბილ ქვეყნებში? - იკითხა ბოლოს.
- არა, ჩვენ გადამფრენი ფრინველები არ ვართ, აქ ვრჩებით. _ აუხსნა ბეღურამ.
_ მერე გამოზამთრება არ გაგვიჭირდება?
_ არა, კეთილი ადამიანები მოგვცემენ საზრდოს. _ დაამშვიდა ბეღურამ.

აცივდა.თოვლიც მოვიდა.ბახალას მოშივდა და ძალიან მოიწყინა.ამ დროს პატარა ბიჭუნა გამოჩნდა.ბახალას და ბეღურას საზრდო მოუტანა.ჩიტუნა გამხიარულდა.მცირე საკენკი აკენკა,უცებ აფრინდა ცაში და ბედნიერმა ფრენა დაიწყო.
დემეტრე ედიბერიძე

ზამთარი მართლაც კეთილი ადამიანების დახმარებით გავიდა.ისინი ბახალას და ბეღურას საკვებს უყრიდნენ.ბახალა და ბეღურა კი ისევ დაფრინავდნენ ,ვარჯიშობდნენ და ელოდნენ გადამფრენი ჩიტების დაბრუნებას.
გიორგი გაგლოევი


თოვლი მოვიდა.საკვების პოვნა მართლაც გართულდა,
მაგრამ პატარა ბახალას და მის მეგობარ ბეღურას ბავშვები საკენკის გარეშე არ ტოვებდნენ.
ეხლა მიხვდა და დარწმუნდა პატარა ბახალა მისი მეგობრის სიტყვებში.
ლილუ მიქაუტაძე.

ბეღურას მართლაც ეხმარებოდნენ კეთილი ადამიანები,მასთან ხშირად მიდიოდნენ ბავშვები და უყრიდნენ საკენკს. ცდილობდნენ მას ეს ცივი ზამთარი არ ეგრძნო. ბეღურა უდარდელად შეხვდა გაზაფხულს. თომა ივანეიშვილი

მართლაც დადგა ზამთრის ცივი დღეები, მთელ დღეებს ატარებდა პატარა ბახალა საკვების ძებნაში, ბოლოს მშიერი და დაღონებული ჩამოჯდა ერთ ფანჯრის სარკმელთან, ფიქრობდა თუ როგორ უნდა ეშოვა საკვები ამ დროს გაიღო ფანჯარა და იქიდან პატარა ხუჭუჭ თმიანმა ბიჭმა დაუყარა პურის ნამცეცები, ბახალას გაუხარდა ცოტა აკენკა და მადლობის ნიშნად ცაში მხიარულად დაიწყო ფრენა.
ალექსანდრე ნაცვლიშვილი
დადგა სუსხიანი ზამთარი. სკვერთან ახლოს ერთი პატარა გოგონა, ნუცა ცხოვრობდა, ის ბაბუასთან ერთად ყოველ დღე სეირნობდა. გოგონამ შეამჩნია ბახალა და ბეღურა ხის ტოტზე ისხდნენ აბუზულები და მოწყენილები. მან გადაწყვიტა ჩიტუნების დახმარება. ბაბუასთან ერთად პატარა სახლი გააკეთა და ხეზე ჩამოკიდა. ნუცას ყოველდღე მიჰქონდა საკენკი ჩიტუნებისთვის, ისინიც გემრიელად მიირთმევდნენ და თბილ სახლში ატარებდნენ სუსხიან დღეებს.
გოგონა ყოველთვის ზრუნავდა ჩიტებზე და ამხნევებდა მათ _ მალე გაზაფხული მოვა...
გურანდა გოგლიჩიძე
ბავშვებმა ბახალას სკვერში ბუდე გაუკეთეს,ყოველ დღე მოდიოდნენ და მისთვის საკვები მოჰქონდათ. ბახალამ ისე თბილად და უდარდელად გამოიზამთრა კეთილი მეგობრების წყალობით,რომ საერთოდ არ უგრძვნია ზამთრის სუსხიანი დღეები. მარიამ კოპალეიშვილი
- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors
წიგნნზე მუშაობდნენ სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის II-3 კლასის მოსწავლეები. კლასისი ხელმძღვანელი ვერა კვიცარიძე

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $8.39+) -
BUY THIS BOOK
(from $8.39+) - DOWNLOAD
- LIKE
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!