
ოქროს ხელები
პაპაჩემი მოზელილი თიხისგან სურებს, ჭინჭილებსა და ფიალებს ამზადებს. ერხელ მოხატული ჭინჭილა მაჩუქა და მაშინვე წყაროზე გავაქანე. იქ უცხო კაცი დამხვდა, წყლის დალევა უნდოდა.

- სულზე მომისწარი, - მითხრა კაცმა ღიმილით და ჭინჭილა მთხოვა. წყლით აავსო და რომ დაცალა, ჭინჭილას დაუწყო სინჯვა.
_ რა კარგია! სად იყიდე?
_ პაპამ თვითონ გააკეთა. სურებსაც აკეთებს და ფიალებსაც.
_ თვითონ? ოქროს მარჯვენა ჰქონია პაპაშენს! - თქვა კაცმა და ჭინჭილა მომაწოდა.
ჭინჭილა წყლით ავავსე და შინისაკენ გავიქეცი.
_ მიჩვენე შენი მარჯვენა! _ ვთხოვე პაპას და ხელი მოვკიდე. დიდი და ძარღვიანი ხელები ჰქონდა, თანაც ძლიერ თბილი.
_ შენც ჩემნაირი ხელი გქონია! _ გამიკვირდა.
_ აბა რა გეგონა? _ გაიცინა პაპამ და ხელზე ისე დაიხედა, თითქოს პირველად ხედავდა.
_ ერთმა კაცმა მითხრა, პაპაშენს ოქროს ხელები ჰქონიაო.
პაპას გაეღიმა.
_ ყველას, ვინც საქმის კარგად გაკეთება იცის, ოქროს ხელი აქვსო, ამბობენ. როცა გაიზრდები, შენც უნდა დაიმსახური ასეთი ქება, _ მომეფერა პაპა.


ჩემო მეგობრებო, მჯერა, ყოველი თქვენგანი ფიქრობს სასურველ პროფესიაზე. იმედი მაქვს პროფესიის არჩევაში არ შეცდებით და საუკეთესოდ დახელოვნდებით, ისე რომ თქვენზეც თქვან „ოქროს ხელები აქვსო“ .


დაწერეთ თქვენი სურვილი, განავრცე აზრი 3_4 წინადადებით.
ჩემი სურვილი
„ ჩემი სურვილია გამოვიდე ... .............
.............................................................................
... ჩემზე იტყვიან ოქროს ხელები აქვსო.“
გისურვებთ წარმატებას!
ჩემი სურვილი
ჩემი სურვილია გამოვიდე არქიტექტორი.მე მინდა ჩემს ქალაქს შევუცვალო იერსახე,დავხაზო და ააშენონ ისეთი სახლები, რომელიც გაუძლებს ყოველგვარ სტიქიას და დროს.ხალხიც კმაყოფილი იქნება.ჩემზე იტყვიან ოქროს ხელები აქვსო. დემეტრე ედიბერიძე

ჩემი სურვილია გამოვიდე კბილის ექიმი.
იმისათვის,რომ ვიყო პროფესიონალი ჩემი საქმისა,საჭიროა მივიღო კარგი განათლება.აუცილებელია ასავე საქმის სიყვარული.
რაც უფრო მეტ ადამიანს დავუბრუნებ სილამაზეს,ჯანსაღ ღიმილს და ჯანმრთელობას,მით მეტი იტყვის:
ლილუ ექიმს ოქროს ხელები აქვსო.
ლილუ მიქაუტაძე.


თომა ივანეიშვილი


ლილე საცერაძე


ალექსანდრე ნაცვლიშვილი


მარიამ კოპალეიშვილი


გურანდა გოგლიჩიძე


გაბრიელ ჭელიშვილი

- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(1)
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $5.99+) -
BUY THIS BOOK
(from $5.99+) - DOWNLOAD
- LIKE (1)
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE(1)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!