
ბერიკაცი
და
ნამყენი
იაკობ გოგებაშვილი

ერთი მოხუცებული კაცი ბაღში მსხალს ამყნობდა.
შვილიშვილმა უყურა, უყურა და უთხრა:





_ ბაბუა, ასე რატომ ეწვალები? ამ ნამყენი მსხლის დამწიფებას დიდი დრო მოუნდება. ამას რა დაელოდებაო?


ბერიკაცმა შვილიშვილს უთხრა: -ჰო, შვილო, მსხლის დამწიფებას დიდი დრო დასჭირდება, შეიძლება ამის ნაყოფს მე ვეღარ მოვესწრო, მაგრამ სხვები ხომ მოესწრებიან? გაიხარებენ და მადლობით მომიხსენებენ.







ფუტკარიც კი არ შრომობს მარტო თავისთვის. ადამიანმა როგორ არ უნდა იზრუნოს სხვისთვისო.



გააგრძელე მოთხრობა 2-3 წინადადებით.
- რა მოხდება შემდეგ?
მართლაც გავიდა დრო და მსხლის პირველ ნაყოფს გემრიელად შეექცეოდა ბაბუა და შვილიშვილი.
ალექსანდრე ნაცვლიშვილი
გავიდა დრო. ბაბუა გარდაიცვალა. მისი დამყნილი მსხალი სხვებს ახარებდა თავისი ტკბილი ნაყოფით და ისინიც მოხუცს მადლობით მოიხსენებდნენ.
რეზი ხაჭაპურიძე.
ბიჭი გაიზარდა. ნახა ბაბუას დარგულ ხეზე დამწიფებული მსხალი. ტკბილად გაახსენდა ბაბუას ნათქვამი სიტყვები. მადლობა გადაუხადა მას დარგული ხისათვის და თვითონაც დარგო ხე.
ლუკა გორგოძე

გავიდა დრო და ნამყენმა მოისხა ნაყოფი. შვილიშვილმა ბაბუას დამყნილი მწიფე მსხალი შვილებს აჭამა. ბავშვებმა კი ბაბუა მადლობით მოიგონეს.
გიორგი გაგლოევი
გავიდა დრო... შვილიშვილი გაიზარდა, დაოჯახდა და როცა თავის შვილებს გემრიელი მსხალი მიართვა ბაბუა გაახსენდა და თვალები ცრემლებით აევსო.
გაბრიელი ჭელიშვილი







გავიდა წლები... პატარა ბიჭი გაიზარდა, დაოჯახდა და შვილებთან ერთად სოფელში ჩავიდა.
შემოდგომის ერთ დღეს ბავშვები ეზოში მსხლის ხის ჩრდილში ჩამომსხდარიყვნენ და გემრიელად შეექცეოდნენ მწიფე ნაყოფს.
ახალგაზრდა კაცმა ბავშვებს შეხედა, მოხუცი ბაბუის სიტყვები გაახსენდა და მადლიერების გრძნობა დაეუფლა.
გურანდა გოგლიჩიძე










გავიდა დრო....ბიჭი გაიზარდა.ნამყენმა მსხალმა კი მწიფე ნაყოფი გამოიღო.ბიჭს ყოველთვის ახსოვდა ბაბუს სიტყვები.ის ცდილობდა ეზრუნა სხვისთვის და ბევრი სიკეთე ეკეთებინა.ბიჭი მუდამ მადლიერებით იგონებდა თავის ბაბუს.
ნატალი ქარჩხაძე








გავიდა დრო გაიზარდა შვილიშვილი და როდესაც მსხლის ნაყოფი მიირთვა,მისი ბაბუ გაახსენდა და ტკბილად მოაგონდა.
იოანა ჩოგოვაძე.
დრო გავიდა.ბაბუა გარდაიცვალა.ხემ ნაყოფი გამოიღო.ბედნიერი ბავშვები გემრიელად ახრამუნებდნენ მსხალს.
დემეტრე ედიბერიძე.
გავიდა ხანი, მსხლის ნერგი გაიზარდა და ნაყოფიც მოისხა. მართალია, ბერიკაცი ამას ვერ მოესწრო, მაგრამ ვინც კი აგემოვნებდა ამ გემრიელ ხილს, ყველა მადლობას უხდიდა მას ამ ხის დარგვისათვის.
თომა ივანეიშვილი



გავიდა დრო... ერთ დღეს ბიჭი ბაღში სეირნობდა,უცებ შენიშნა ბაბუას დამყნილ მსხლის ხეს ნაყოფი გამოეღო.სათუთად მოსწყვიტა ერთი მსხალი , თვალები ცრემლებით აევსო, თავისი კეთილი ბაბუა გაახსენდა და მიხვდა თუ რამდენა სიბრძნე იყო მის სიტყვებში...
მარიამი კოპალეიშვილი
ბაბუს ნამყენმა გემრიელი ნაყოფი გამოიღო. წლების შემდეგ, ბიჭი როცა უკვე თვითონაც ბაბუა გახდა, ამ ამბავს თავის შვილიშვილებს უყვებოდა და მათაც სიკეთის კეთებას ასწავლიდა.
ლუკა მჟავანაძე


ბაბუა შვილიშვილს ყველაფერს ასწავლიდა.
გავიდა წლები და მსხალმა ნაყოფი გამოისხა. შვილიშვილს ტკბილად მოაგონდა ბაბუას ნათქვამი: წინ გაიხედე, სიკეთე აკეთეო. უნდა იზრუნო სხვისთვისაცო.
ლილე საცერაძე


- Full access to our public library
- Save favorite books
- Interact with authors


წიგნი მოამზადა სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლი 1/3კლასის მოსწავლეებმა.

- < BEGINNING
- END >
-
DOWNLOAD
-
LIKE(10)
-
COMMENT()
-
SHARE
-
SAVE
-
BUY THIS BOOK
(from $7.19+) -
BUY THIS BOOK
(from $7.19+) - DOWNLOAD
- LIKE (10)
- COMMENT ()
- SHARE
- SAVE
- Report
-
BUY
-
LIKE(10)
-
COMMENT()
-
SHARE
- Excessive Violence
- Harassment
- Offensive Pictures
- Spelling & Grammar Errors
- Unfinished
- Other Problem

COMMENTS
Click 'X' to report any negative comments. Thanks!